ნობელიანტი “ბებია” იტალიიდან | Jolo.ge


ნობელიანტი “ბებია” იტალიიდან

ნობელიანტი “ბებია” იტალიიდან

,,- საჭმლის მონელებისათვის ვსვამ ლუდს, უმადობისას – თეთრ ღვინოს, დაბალი წნევისათვის – წითელს, მაღალი წნევის დროს -კონიაკს, გაციებისას – არაყს” – “და წყალს როდის სვამთ?” – ,, მსგავსი დაავადება ჯერ არ მქონია”,– რიტა ლევი მონტალჩინი.

სადღაც ამოკითხულ ვარაუდზე , რომ გამოჩენილ მეცნიერებსა და ექიმებს შორის ყოველი მეხუთე არაებრაელია ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ის, რომ ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ყოველი მეხუთე ებრაელია, ეს უკვე ფაქტია.

რიტა ლევი – მონტალჩინი – ნობელის პრემიის ყველაზე ხანდაზმული ლაურიატია. მან ეს პრემია, მაშინ აიღო როცა ის 77 წლის იყო. პრემია კი იმ აღმოჩენებისთვის მიაკუთვნეს, რომლის წყალობით უფრო გასაგები გახდა მეცნიერებისთვის ისეთი დაავადებები შესახებ, როგორიცაა კიბო და ალცჰაიმერი.

რიტა ლევი – მონტალჩინი ( მონტალჩინი მერე აღებული გვარია) ჩრდილოეთ იტალიაში, ტურინში დაიბადა მდიდარი ებრაელის ოჯახში 1909 წელს. სამედიცინო სასწავლებლიც ტურინში დაამთავრა 1936 წელს და ცნობილი ფიზიოლოგის ასისტენტიც გახდა. თუმცა იმის გამო, რომ მუსოლინის ხელისუფლება ებრაელებს უკრძალავდა პროფესიულ და აკადემიურ კარიერას, ჩამოსცილდა სამუშაოს, ლაბორატორია სახლში, საკუთარ საძინებელში გადაიტანა და ცდებს ქათმის ემბრიონებზე იქ ატარებდა.

.

მოკავშირეების მიერ იტალიის ფაშისტური რეჟიმისაგან განთავისუფლების შემდეგ, რიტა ლევი – მონტალჩინი ექიმადმუშაობდა და დევნილებს განკურნებაში ეხმარებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატატებში წავიდა, სადაც 20 წლის განმავლობაში სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა სენტ- ლუისის უნივერსიტეტში. სწორედ იქ მუშაობის პერიოდში გაკეთებული აღმოჩენები დაედო საფუძვლად მისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას.

უამრავ ჯილდოებს შორის, რომლითაც ცნობილი მეცნიერი ქალი იყო დაჯილდოვებული, ერთ ერთი მეტად გამორჩეული და პრესტიჟულია. 2001 წელს რიტა ლევი – მონტალჩინის სიცოცხლეშივე სამუდამოდ მიენიჭა იტალიის სენატორის წოდება. ეს უკანასკნელი კი იტალიაში შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტებს და მოქალაქეებს, რომლებსაც განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით პოლიტიკაში, მეცნიერებასა და ხელოვნებაში.

რიტა ლევი – მონტალჩინი არასოდეს ყოფილა გათხოვილი. ის ამას იმით ხსნიდა, რომ მისი ცხოვრება ამის გარეშეც სავსე იყო შესანიშნავი ადამიანური ურთიერთობებით, საყვარელი საქმიანობით და უამრავი სხვა გატაცებებით. იგი ძილში გარდაიცვალა, 103 წლის ასაკში და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია სამეცნიერო მუშაობა.

წყარო:http://georgians.gr/

ნანახია:(197)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

13 უმარტივესი გამოგონება, რომლებმაც შემქმნელებს მილიონები მოუტანეს

არსებობს ბევრი მარტივი გამოგონება ან იდეა, რომელზეც სხვას არავის უფიქრია. მათ შემქმნელებს მილიონობით დოლარი აშოვნინეს და ზღაპრული სიმდიდრე მოუტანეს. სმაილიკი


საინტერესო და დამაფიქრებელი მოგზაურობა მომავალში…

ეს საკითხი ახლა ძალიან ბუნდოვანია, მაგრამ არც ისე დიდი დროის შემდეგ შესაძლოა ამას მიაღწიონ ადამიანებმა, თუ ღმერთმა თავის ნებაზე გაუშვა


ჰალსტუხი ჯანმრთელობისთვის საზიანოა

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თურმე ჰალსტუხი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ეს აქსესუარი იშვიათად ხვდება სარეცხ მანქანაში და უამრავი ბაქტერიის მატარებელია. ბრიტანულმა სამედიცინო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<