ნორბეკოვის „სულელის გამოცდილება“ და ფსიქოლოგზე გადამტერებული ცნობილი მწერლები | Jolo.ge


ნორბეკოვის „სულელის გამოცდილება“ და ფსიქოლოგზე გადამტერებული ცნობილი მწერლები

ნორბეკოვის „სულელის გამოცდილება“ და ფსიქოლოგზე გადამტერებული ცნობილი მწერლები

…ბავშვობიდან თარგმნა მერგო წილად…. მამა ქართველი — დედა რუსი …
ხან დედასთვის მინდოდა ტერენტი გრანელის სუნი და გემო მეთარგმნა და ხან მამასთვის ანა ახმატოვას სული და განცდები….
… ასე თამაშ — თამაშში გამოვიწვრთენი კიდეც…რამდენიმე ჯილდოც ავიღე საუკეთესო თარგმანისათვის და რაც მთავარია ისეთ მწერლებთან, პოეტებთან და გამომცემლობების მთავარ რედაქტორებთან მომიწია შეხება, ინტერნეტის არარსებობის პერიოდში, მხოლოდ ჟურნალის და გაზეთების ფურცლებზე რომ შეიძლებოდა მათი დანახვა 🙂
ერთ მშვენიერ დღეს, ჩემი ცხოვრების საკითხავი მხატვრული ლიტერატურა, თითქმის სრულებით ჩაანაცვლა პოპულარულ ენაზე დაწერილმა პოზიტიურმა ფსიქოლოგიურმა ლიტერატურამ.

წიგნებმა, რომლებსაც ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეეძლოთ, ცალკე ადგილი დაიკავეს ჩემს ცხოვრებაში და მე მათ წიგნებად კი არა — პიროვნებებად ვიცნობ… ისინი ჩემთვის ადამიანები არიან….

როდესაც ნორბეკოვის 40 000 000 ბესტსელერის ქართულად თარგმნა გადავწყვიტე, რამდენიმე საკმაოდ ცნობილი მწერალიც გადავიმტერე, რომელთაც თარგმანი დავუწუნე 🙂

„როგორ შეიძლება ბატონო, წიგნს ყდაზე ეწეროს, თუ „როგორ მოვიხსნათ სათალე» და თქვენ სათავალეებიდან გამომზირალმა თარგმნოთ იგი?

ჯერ თავად მოსინჯეთ ეს მეთოდი — ნახეთ, ის რასაც თარგმნას უპირებთ სიმართლეა თუ შეცდომაში უნდა შევიყვანოთ საზოგადოება?» — ამგვარი ტექსტებით მიწევდა თარგმნის მსურველების მოგერიება 🙂

რადგან….

„მოიცა რააა, შენი ჭირიმეეეე» — ასეთი იყო პასუხი ჩემ მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე….

ღრმად მჯეროდა, რომ ადამიანი, რომელსაც წილად ერგებოდა ამ წიგნის თარგმნა, არა მარტო კარგი წერის უნარის მქონე უნდა ყოფილიყო — ეს მისთვის უნდა ყოფილიყო მისია….

მას უნდა ჰქონოდა ნორბეკოვის სისტემასთან იდენტური ფასეულობები, რათა თარგმნის დროს აღფრთოვანებით ეკეთებინა ეს საქმე;

მას უნდა ჰქონოდა კარგი იუმორის გრძნობა, რათა ნორბეკოვის იუმორი ზუსტად გადმოეცა ქართულად;

ის უნდა ყოფილიყო ჯანსაღი ადამიანების აღმზრდელი პედაგოგი, რადგან «სულელის გამოცდილება» ფაქტობრივად ტრენინგია და ერთგვარად სასწავლო მასალადაც შეიძლება ჩაითალოს;

მას უნდა ჰქონოდა გავლილი ნორბეკოვის სამივე საფეხური თავისი 40 დღიანი სახლში მუშაობის პროცესით ანუ საკუთარ თავზე მუშაობის 150 დღე 🙂

რათა ზუსტად სცოდნოდა, რაც წიგნში წერია ის ნამდვილად მუშაობს 🙂

 

…და რაც მთავარია, ეს მთარგმნელი მე არ უნდა ვყოფილიყავი ორი მიზეზის გამო:
1. მე შესაძლებელია ვერ ვყოფილიყავი საკუთარი ნათარგმნის შეფასებებში და კრიტიკაში ობიექტური ;
2. მთარგმნელს ეს ჩემზე უკეთესად უნდა გაეკეთებინა 🙂

აი ასეთ სტერილურ ვითარებაში და ყველა ნიუანსის დაცვით მოხდა ამ წიგნის თარგმნა, რომელიც განახლებული ტირაჟით ქართულ ენაზე თქვენს წინაშე სულ რამოდენიმე დღეში წარსდგება….

იცნობდეთ! წიგნი ადამიანი — «სულელის გამოცდილება»
ანუ მსოფლმხედველობის გასაღები ❤️

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

 

შეიძინე ახლავე და მიიღე მასტერკლასი საჩუქრად.

წიგნის შესაძენად გადადი ბმულზე 

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfr6wDfuIofJzdUCadm6cxvKL9tC9JFWTjqDNXlmctv1HWQmA/viewform?fbclid=IwAR3RXAPmdlJz0aZhbESZlRDOE2l4XdV0bSd37e73ShO6dknqF_AvFSGyIPM

ნანახია:(78)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩემი სახლის კარი ღიაა ნებისმიერი თქვენთაგანისთვის“- მიმართვა ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს

ზვიად ზივზივაძე ფლორიდაში მცხოვრებ ქართველებს მომაკვდინებელი ქარიშხლის შესახებ აფრთხილებს და მათ  საკუთარ სახლში დროებით  ცხოვრებას სთავაზობს. კეთილი ქართველი განცხადებას სოციალურ


„მენატრები დედი“ — ემიგრანტის გზავნილი ამერიკიდან …

რა არის ემიგრაცია, თუ არა ძალიან დიდი მონატრება. ეს გრძნობა უფრო მეტად ძლიერდება, როდესაც ავად ვართ. მე რომ ეხლა დედა თავზე


40 კინტო, არღანი, ფაეტონი და საოცარი ქორწილი — ხაჩიკა ძიას მოგონებები

ინტერვიუ „პრაიმტაიმის“ არქივიდან რითაც შეუძლია ეხმარება ხანდაზმულებს… მათზე ზრუნვა დღეს მისი ცხოვრებაა. 1997 წლიდან ასოციაცია „სავანეს“ უდგას სათავეში. წლების წინ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*