ნიუ-იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება | Jolo.ge


ნიუ-იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

ნიუ-იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

„ცენტრალ პარკის კარიბჭესთან“

 2015 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში, ქართველმა ემიგრანტმა მარიტა დამენიამ არტპრომოუშენ კომპანია „მედეთარტი“ დააფუძნა. სამი წლის განმავლობაში Madatart აქტიურად იყო ჩართული, ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაში. ამ პერიოდის განმავლობაში მანჰეტენის წამყვან გალერეებში 20 ზე მეტი გამოფენა გაიმართა. ასევე მონაწილეობა მიიღეს რამოდენიმე საერთაშორისო არტფეარში.

რაც შეეხება საიუბილეო გამოფენას, რომელიც კომპანიის დაფუძნების სამი წლისთავს ეძღვენება, ის მანჰეტენის ცენტრში ცენტრალ პარკის წინ მდებარე Susan Eley Fine Art Gallery ში გამართება და გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციების გაგზავნა კვლავ შეუძლიათ. უფრო დეტალურად კომპანიის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე მის დამფუძნებელს მარიტა დამენიას გავესაუბრეთ;

მარიტა დამენია: ცხადია სამი წელი კომპანიისთვის, მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ხელოვნების სფერო ცოტა რთული სისტემაა, განსაკუთრებით ამერიკის ბაზარზე. უზარმაზარი კონკურენცია, მსოფლიოს წამყვანი არტისტები, რომელთა ნამუშევრებიც ასეულ ათასებად ფასობს, ძნელია ამ ყვრლაფერს გაუძლო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და თამამად ვიტყვი რომ მათ მხარდამხარ ვიბრძვით. მაგალითად აგვისტოში მონაწილეობა მივიღეთ REVEAL ART FAIR ში რომელიც, ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ კორორტზე Saratoga Spring ში ჩატარდა.

არტფეარში მონაწილეობას ვიღებდით ისეთ ცნობილ გალერეებთან ერთად როგორიცაა Haven Gallery, Tagliatella Gallery, Emmanuel Fremin Gallery, Galleria Ca d’Oro ასევე წარმოდგენილი იყო ძალიან ცნობილი არტისტების Jean-Michel Basquiat, Jeff Koons, Jason Matias ნამუშევრები. მედეთარტის კურატორობით არტფეარში მონაწილეობდნენ ეთერი და გოჩა ჭკადუა, მაია ჯიმშელეიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნესტან ჯოლია, ცირა ახობაძე.

არტფეარის ოფიციალური კატალოგისთვის შეირჩა მაია ჯიმშელეიშვილის ნამუშევარი, ხოლო,  სოციალური მედიისთვის ნესტან ჯოლიას ნამუშევარი. შევიძინეთ საინტერესო კონტაქტები, სამომავლოდ ჩვენთანთანამაშრომლობის სურვილი გამოთქვა ნიუ იორკის და მაიამის არაერთმა გალერეამ.

მათ შორის Susan Eley Fine Art ის დამფუძნებელმა ქალბატონმა სუზან ელეიმ. გალერეა ცენტრალ პარკის წინ, ვიქტორიანული სტილის შენობაში მდებარეობს, იქ ისეთი გარემოა, რომ ნამდვილი ნიუ იორკული განწყობა შეგექმნება, ველოდებით სტუმრების დიდ ნაკადს და მონაწილეებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ, აპლიკაციების მიღება ჯერ არ დაგვსრულებია, ამიტომ ვისაც სურვილი აქვს შეუძლია, ბოგრაფია და სამი ნამუშევრის ფოტო, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოგავწოდოს მისამართზე marita@madatart.com ან dameniaart@gmail.com .

— რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

— ბევრ გამოფენას და საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას ვგეგმავთ არამარტო ამერიკაში, არამედ კანადაშიც.  ასევე ჩვენი კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებით დანეტესებულია, ერთ-ერთი ებრაელი კოლექტორი, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ერების მეგობრობის აღსაღნიშნავად გავაკეთოთ გალერეა ქართველი და ებრაელი ხელოვნებისთვის, თუმცა ჯერ მოლაპარაკების პროცესში ვართ და საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეტალებს უფრო ვრცლად გაგაცნობთ.

ნანახია:(149)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«სტუმარ-მასპინძელი» ახმეტელის თეატრის სცენაზე

სანდრო ახმეტელის თეატრის სცენაზე, ქართველი კლასიკოსი მწერლის ვაჟა ფშაველას გენიალურ ნაწარმოებს «სტუმარ-მასპინძელს», ამჯერად რეჟისორი ირაკლი გოგია გააცოცხლებს. ნაწარმოები არაერთი თეატრის


»დაკარგული ტექნოლოგიების კვალდაკვალ — ტიხროვანი მინანქარი»

2013 წლის 23 დეკემბერს 16:15 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გიწვევთ გამოფენასა და


თეონა დოლენჯაშვილი, დრამატული მწერალი დამალული სენტიმენტებით

თეონა დოლენჯაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომაც ავირჩიე ის ჩემს რესპონდენტად. დანარჩენ მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ. პროფესიით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*