ნიუ იორკში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება | Jolo.ge


ნიუ იორკში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

ნიუ იორკში ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება

სექტემებერი, როგორც ყოველთვის სასიამოვნო სიახლეების დროა, ქართველ მხატვრებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შანსი სხვებთან ერთად ნიუ იორკის პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეში გამოიფინონ.

26 სექტემბერს George Billis Gallery ში კომპანია Madatart ქართველ მხატვრებსაც უმასპინძლებს. უფრო კონკრეტულად ამ გამოფენის და ზოგადად კომპანიის საქმიანობის შესახებ, მის დამფუძნებელს მარიტა დამენიას ვესაუბრეთ;

მარიტა დამენია: უკვე მეოთხე  წელია ნიუ იორკის ხელოვნების ბაზარზე ვართ. როცა ჩავიფიქრე საკუთარი არტპრომოუშენ კომპანია დამეფუძნებინა, ვიცოდი რომ საკუთარ თავს დიდ გამოწვევას ვუმზადებდი, რამდენიმე გამოცდილმა ადამიანმა მითხრა მთავარია სამიდან- ხუთ წლამდე გაძლო, ამას თუ მოახერხებ მაშინ ჩათვალე რომ ნამდვილი წარმატება გარანტირებულიაო.

ამ პერიოდის განმავლობაში 20-ზე მეტი გამოფენის ორგანიზება გავაკეთე. ჩემი პარტნიორები არიან ნიუ იორკის საუკეთესო გალერეები და რაც მთავარია მოვიპოვე ყველაზე ღირებული-რეპუტაცია, რომელსაც ნიუ იორკის ხელოვნების სფეროში ვერანაირ ფასად ვერ იყიდი.  ერთმა გალერეამ მაინც რომ თქვას შენზე რაიმე უარყოფითი დაემშვიდობები ყველაფერს, არავინ ახლოს აღარ გაგიკარებს. აქ ყველა გალერეა, საკუთარი მფლობელის სახელს ატარებს, ამიტომ, როცა როგორც კურატორს გამოფენისთვის გალერეას გითმობენ, ნიშნავს, რომ გითმობენ საკუთარ სახელს, იმიჯს, რომელიც ათეული წლების მანძილზე შექმნეს. ეს მათთვის დიდი რისკის შემცველია და დათმობაზე ყველასთან არ წავლენ.

მოგეხსენებათ რომ ჩვენს დროში მთავარი არა ხელოვნების ნიმუში-არამედ მისი შეფუთვაა, ეს არ მიიღწევა ერთჯერადი აქტით და ჩემი კომპანია, სწორედ ამით არის დაკავებული- კარგად შეფუთოს პროდუქტი. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ადამიანების უმრავლესობა არ არის ხელოვნებათმცოდნე, მათ აქვთ განსხვავებული გემოვნება, თანამედროვე ტექნოლოგიები კი იმდენად მრავალმხრივია, რომ ხელოვნების „ნიმუშის“ შექმნა ნებისმიერს შეუძლია. გაყიდვის ძირითადი კრიტერიუმი- ავტორის ცნობადობა და მისი ბიოგრაფიაა. ეს მყიდველს საშუალებას აძლევს, შენაძენი როგორც ინვესტიცია ისე განიხილოს.

ჩვენი არტპრომოუშენ კომპანიის მისიაა დაგეხმაროთ შექმნათ- საინტერესო ბიოგრაფია! გამოფენები, არტტფეარები და კოლექციონერების სახელები- ამ კომპონენტებით იქმნება მხატვრის ბიოგრაფია,  ასე რომ რაც უფრო ხშირად მოაწყობენ გამოფენებს მით უკეთესია. ხელოვანი აქტიური უნდა იყოს, საკუთარ ცნობადობაზე იზრუნოს

— მომდევნო გამოფენა სად არის დაგეგმილი და  ვინ იღებს მონაწილეობას?

— შემდეგი გამოფენა გაიმართება 26 სექტემბერს ჩელსში, მანჰეტენის პრესტიჟულ საგალერეო უბანში, George Billis Gallery ში გაიმართება. ჯგუფის შედგენა ჯერ არ დასრულებულა,  თუმცა რამდენიმე ავტორის დასახელება უკვე შემიძლია; მხატვრებიდან მონაწილეობენ  ცირა ახობაძე, ემინ გულიევი, ლაშა ბაღათურია, მაკრინე ტყებუჩავა, ირინა ფედორენკო,  ლელა ქართველიშვილი, სანდრო ღვინიაშვილი, მინანქარი -ნოდარ ნინკაშვილი. ჯგუფში ავტორების დამატება კიდევ გრძელდება, ჩვენი კარი ღიაა ყველა მიმართულების სახვითი ხელოვნების წარმომადგენლებისათვის. მსურველებმა ნამუშევრების ფოტოები და რეზიუმე შემდეგ მისამართზე უნდა მოგვაწოდონ dameniaart@gmail.com

რა სიახლეებს უმზადებს „მედეთარტი“ ხელოვანებს მომავალში?

— გამოფენების გარდა მაქვს რამდენიმე სერიოზული პროექტი. ასევე შემოთავაზება მაქვს რომ ზამთარში მედეთარტის ხელოვანები წარვადგინო, სპექტრუმ არტ ბაზელსა და ლოსანჟელესის არტ შოუზე. წინ ბევრი სამუშაო და საინტერესო პროექტია და იმედი მაქვს რომ ყველა მათგანი წარმატებული იქნება.

ნანახია:(471)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უსიტყვო სპექტაკლი მარჯანიშვილის სცენაზე

ლევან წულაძის თეატრალური ექსპერიმენტი, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე მაყურებელმა გუშინ პირველად იხილა. გურამ ბათიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი_»უცხოობაში»უსიტყვოდ გათამაშებული ტრაგი-კომედიაა. გამოწვევა,


თანამედროვე ბიბლიოთეკარის გიორგი კეკელიძის ხიბლი და მიღწევა — ინგა გოგიბერიძე

ბატონო გიორგი, გილოცავთ…..წარმატებულ და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ და ულამაზეს პირად ცხოვრებას…თქვენ ამას იმსახურებთ…… ორი წლის წინ დაწერილი წერილით გეფერებით,რადგან


ლადო ბურდულის წარწერა საკუთარ ფოტოზე

„ლადო, შეიძლება შენ მეტი გინდოდა, მაგრამ ბევრი რამ შეცვალე“ — ასე პასუობენ სოციალურ ქსელში, ცნობილი ხელოვანის ლადო ბურდულის მიერ გამოქვეყნებულ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*