ნიუ იორკში ემიგრანტი ქართველი მხატვრის ცირა ახობაძის სოლო გამოფენა გაიმართა | Jolo.ge


ნიუ იორკში ემიგრანტი ქართველი მხატვრის ცირა ახობაძის სოლო გამოფენა გაიმართა

ნიუ იორკში ემიგრანტი ქართველი მხატვრის ცირა ახობაძის სოლო გამოფენა გაიმართა

გასულ კვირას მანჰეტენზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მხატვრის ცირა ახობაძის პერსონალური გამოფენა  გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორი არტპრომოუშენს კომპანია მედეთარტი იყო, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად არის დაკავებული ნიუ იორკში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით.

გამოფენა ჩელსის საგელერეო ნაწილში მდებარე Sepia Eye Gallery-ს სტუმარი იყო, სადაც Madatart მა აკვარელში შესრულებული ორმოცამდე ნამუშევარი წარმოადგინა.  გამოფენის გახსნა ქართული სათვისტომოს წარმომადგენელებთან ერთად მედეთარტის ამერიკელი მეგობრებიც ესწრებოდნენ და გახსნის საღამომ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა. გაიყიდა რამოდენიმე ნამუშევარი.

მარიტა დამენია- Madatart ის დამფუძნებელი:

-ცირა ახობაძე თითქმის ცამეტი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ეს მისი პირველი პერსონალური გამოფენაა ნიუ იორკში, თუმცა ის მედეთარტის წევრი არტსიტია და აქტიურად არის ჩართული კომპანიის მიერ ორგანიზებულ გამოფენებსა და პროექტებში. 2016-2017 წლებში მხატვრის ნამუშევრები გამოფენილი იყო მედეთარტის მიერ ემანუელ  ფრემინ გალერიში, ჯადით გალერიში  და  ნიუ იორკის არტექსპოზე. საქართველოში ცხოვრების პერიოდში მისი ნამუშევრების სხვდასხვა დროს იფინებოდა ქარვასლასა და ცისფერ გალერეაში. ცირა ძალიან ნიჭიერი ხელოვანი, არაჩვეულებრივად ფლობს აკვარელით ხატვის ტექნიკას, აქვს საუკეთესო გრაფიკა და ზეთის ნამუშევრები. ვცდილობთ ის დამთავრიელებელს მრავალმხრივად წარვუდგინოთ. გასულ გამოფენებზე გვქონდა მისი გრაფიკა. პერსონალურ გამოფენაზე აკვარელი, მომავალ გამოფენაზე(ემანუელ ფრემინ გალერი)  კი გადაწყვეტილი აქვს, ზეთის საღებავებში შესრულებული ნამუშევრით წარსდგეს დამთვალიერებლის წინაშე. სხვათაშორის ამერიკელბს ეს ძალიან აოცებთ და აფასებენ როცა ხელოვანი თანაბარი სიძლიერით ფლობს, სხვადასხვა ტექნიკას.

-რას გვეტყვით თქვენს მომდევნო პროექტებზე?

— ჩვენს კომპანიას ბევრი საინტერესო და ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი აქვს დაგეგმილი.

რაც შეეხება ქართველი მხატვრების გამოფენებს. რა თქმა უნდა, გამოფენები გრძელდება მედეთარტის მომდევნო ჯგუფური გამოფენა სექტემბერში ჩელსიში მდებარე ემანუელ ფრემინ გალერიში გაიმართება, ჯგუფი ჯერ არ არის ბოლომდე შედგენილი, ამიტომ მსურველებს კიდევ შეუძლიათ შემოგვეხმიანონ ჩვენს ფეისბუქგვერდზე ან მოგვწერონ dameniaart@gmail.com-ზე.

ნანახია:(330)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გელა ჩარკვიანის «ნაცნობ ქიმერათა ფერხულის» პრეზენტაცია

23 აპრილს, 12:30 საათზე, „ახალი მზიურის“ ამფითეატრში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა გელა ჩარკვიანთან, სადაც ის


„ჯამბაზები“ ოპერის სცენაზე და მსოფლიოში აღიარებული გიორგი გაგნიძე

ათწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე ლეონ კავალოს «ჯამბაზები» ბრუნდება. სპეციალურად პრემიერისთვის, მსოფლიოში აღიარებული ბარიტონი გიორგი გაგნიძე ჩამოვიდა. წარმოდგენის


გიორგი ოვაშვილის ფილმი ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსების გარეშე დატოვა

რეჟისორი გიორგი ოვაშვილი 2000 წელს ამერიკიდან მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობს, ყველაფრის კეთება თავიდან დაიწო. გადაიღო მოკლემეტრაჟიანი  ფილმი „მზერის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<