ნინო ლეჟავას და დეჟან სავიჩის კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში | Jolo.ge


ნინო ლეჟავას და დეჟან სავიჩის კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

ნინო ლეჟავას და დეჟან სავიჩის კონცერტი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

ცნობილი ქართველი სოპრანო, ნინო ლეჟავა საქართველოშია და მალე ბათუმის მუსიკალურ ცენნტრში კონცერტს გამართავს. ნინო ლეჟავა ამჟამად იტალიაში, ქ.პეზაროში მოღვაწეობს, ის „რენატა ტებალდის და მარიო დელ მონაკოს» სახელობის საოპერო მომღერლების საერთაშორისო აკადემიის სამხატვრო დირექტორი გახლავთ. 

კონცერტი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დაარსებიდან 40 წლისთავს ეძღვნება 25 ოქტომბერს ჩატარდება. ცნობილი სოპრანო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრთან და კაპელასთან ერთად იმღერებს.

კონცერტს უდირიჟორებს ბელგრადის სახელმწიფო საოპერო თეატრის დირექტორი დეჟან სავიჩი, რომელიც ბათუმს სპეციალური სტუმრის სტატუსით ეწვევა.

26 ოქტომბერს ნინო ლეჟავა ზ. ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის საკონცერტო დარბაზში მასტერკლასს გამართავს.  შემდეგ კი გამოჩენილი ესპანელი მომღერლის ხოსე კარერასის  მასტერკლასისთვის ახალგაზრდა მომღერლებს შეარჩევს.

მასტერკლასი იტალიაში, ქ. პეზაროში, როსინის სახელობის კონსერვატორიაში,  19-დან 26 იანვარს გაიმართება.

ასევე, ერთ საუკეთესო მომღერალს ნინო ლეჟავა გადასცემს მასტერკლასზე უფასოდ მონაწილეობის უფლებას.

ნანახია:(117)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ახალგაზრდა ბალერინების საერთაშორისო წარმატება

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის, საბალეტო ხელოვნების სასწავლებლის მოსწავლეები  თბილისში გამარჯვებულები დაბრუნდნენ. მათ წარმატება მოიპოვეს რიგაში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსზე. ახალგაზრდა ბალერინამ სალომე


ჩვეულებრივი თვალისთვის დამალული სილამაზე

„ეს არის გამოფენა, რომელზეც მიღებული დადებითი მუხტი ძალიან დიდხანს გამყვება. თითოეული ნამუშევარი საოცარი პოზიტიური ენერგიით გავსებს, რა უცნაურადაც არ უნდა


»ნაწილები» მისტიკა ფილმსა და რეალობაში

ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, სახლი, სადაც ფილმს იღებდნენ, მეპატრონემ სასწრაფოდ გაყიდა. როგორც მსახიობები ამბობენ, გადაღების პროცესში იქ ბევრი უცნაური რამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*