ნიკოლოზ რაჭველი :,, დიდი ტრაგედია იყო ჩვენს ოჯახში. ეს 1993 წელს მოხდა“ | Jolo.ge


ნიკოლოზ რაჭველი :,, დიდი ტრაგედია იყო ჩვენს ოჯახში. ეს 1993 წელს მოხდა“

ნიკოლოზ რაჭველი :,, დიდი ტრაგედია იყო ჩვენს ოჯახში. ეს 1993 წელს მოხდა“

ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს : „დღეს ჩემი დეიდის, იზო ისაკაძის დაბადების დღეა! დეიდის, რომლის მოულოდნელი გარდაცვალება პირველი დიდი ტრაგედია იყო ჩვენს ოჯახში. ეს 1993 წელს მოხდა. მისი დედა, ანუ ჩემი ბებია ცოცხალი იყო და ერთად ვცხოვრობდით. დღემდე ლეიტმოტივად გამდევს მისი გლოვა, მისი გულამოსკვნილი ტირილი, განცდა… დეიდა ძალზედ ახალგაზრდა იყო და სრულიად მოულოდნელ ინფარქტს ვერ გაუძლო მისმა გულმა. მისი უმცროსი შვილი, ჩემი დეიდაშვილი ნინო მაშინ 10 წლის იყო, მე 13-ის. მამაჩემმა ძალიან განიცადა ოჯახური დარტყმა და რამდენიმე თვეში ასევე მოულოდნელ ინსულტს ემსხვერპლა. დედაჩემი კი ლოგინად ჩავარდა და მხოლოდ წლების შემდეგ შეძლო თავის აყვანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დასაბრუნებლად. ხოდა დღეს ჩემი დეიდის დაბადების დღეს ავღნიშნავთ ნათესავების, დეიდაშვილების წრეში. ის ერთადერთი პროფესიონალი მუსიკოსი იყო ჩემს ოჯახში, მისი ნაჩუქარი პარტიტურით ვუდირიჟორე პირველად ეროვნულ ორკესტრს ბეთჰოვენის V სიმფონია როცა 10 წლის ვიყავი, მისგანვე გავიგე პირველად გია ყანჩელის სახელი, მან გამომიყვანა პირველად პუბლიკის წინაშე მუსიკალურ გიმნაზიაში საირმეზე, სადაც ის ასწავლიდა სოლფეჯიოსა და მუსიკის ისტორიას. მოკლედ ასეთი ძვირფასი, ამაგდარი დეიდა დავკარგე ცხოვრების ადრეულ საფეხურზე… მისი შესანიშნავი შვილები (ზვიადი, გიორგი და ნინო) და ახლა უკვე შვილიშვილები ჩემი გულის სინათლეები არიან!“- წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ნანახია:(20)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ნიკოლოზ რაჭველი

Related Articles

გოდერძი ჩოხელი – უმისამართო წერილი

— მე შენ მიყვარხარ! — არა გჯერა? — ვიცი, რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს.


გამომცემლების, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის გახსნა

21 მაისს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  გამომცემლებისთვის, მთარგმნელებისა და მწერლებისთვის რიგით მე-3 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი გაიხსნება.   ფორუმ-დიალოგის მიზანია, ხელი


ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან …

თბილი ფერებით გადმოცემული სათქმელი და ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან — ეს კესო გიორგაძის ნახატებია … პოზიტივით დამუხტული თითოეული ტილო, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<