ნიდერლანდებში, შესაძლოა,დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები აკრძალონ | Jolo.ge


ნიდერლანდებში, შესაძლოა,დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები აკრძალონ

ნიდერლანდებში, შესაძლოა,დიზელსა და ბენზინზე მომუშავე ავტომობილები აკრძალონ

ნიდერლანდებში ეტაპობრივად შესაძლოა ისეთ მანქანებზე თქვან უარი, რომლებიც ბენზინსა და დიზელზე მუშაობს, –წერს რუსული მედია NLTimes.nl-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია, და მას მხარი პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა.

იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივა მხარდაჭერილი იქნა, 2025 წლისთვის ჰოლანდიაში მხოლოდ ელექტრომანქანები გაიყიდება.

კანონპროექტმა ნიდერლანდების მთავრობაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ჰენკ კამპი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა არარეალურია, რადგან 2025 წლისთვის ელექტრომანქანებზე მოსახლეობის მხოლოდ 15% გადავა.

კამპის პოზიციას „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის სახალხო პარტიის“ ლიდერი ჰალბე ზეილსტრაც ემხრობა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ენერგეტიკულ შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

თავის მხრივ პარტია PvdA-ს ლიდერი დიდერიკ სამსონი ოპონენტებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს გეგმა შესრულებადია, რადგან ამ სფეროში ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. მისივე თქმით, ამ ინიციატივას ენერგეტიკულ შეთანხმებასთან კავშირი არ აქვს, რადგან ის 2023 წლამდე მოქმედებს.

 

ნანახია:(15)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ მივანიჭოთ საყვარელ მამაკაცს სიხარული

ჯანსაღი ურთიერთობის ერთ-ერთი გასაღები არის საყვარელი მამაკაცის დარწმუნება იმაში, რომ შენ იმსახურებ მის პატივისცემას, ნდობას და სიყვარულს. მოდი გაეცანი ქვემოთ მოყვანილ ზოგიერთ ურთიერთობის ტიპებს


9 რამ, რაც თქვენს ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის

ჩვენგან დამოუკიდებლად თუ ზოგჯერ ჩვენი ჩართულობით ცხოვრება გვირთულდება/გვიძნელდება. თუმცა, იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მარტივად შევძლოთ, მთავარ რაღაცებზე უნდა ვკონცენტრირდეთ. შეადგინეთ


საზაფხულო კაფე, რომელსაც თქვენც ისურვებდით ამ ქალაქში

ერთ-ერთ რადიოსადგურში სტუმრობისას ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ ასეთი ისტორია მოჰყვა: «ერთხელ მე და დე სიკა მისი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*