ნიცშე თვითშემეცნებისა და განათლების მნიშვნელობაზე | Jolo.ge


ნიცშე თვითშემეცნებისა და განათლების მნიშვნელობაზე

ნიცშე თვითშემეცნებისა და განათლების მნიშვნელობაზე

ყველა ადამიანმა, რომელსაც არ სურს მასის ნაწილი იყოს, უნდა შეწყვიტოს საკუთარი ცხოვრების მაქსიმალურად გამარტივების მცდელობები. უნდა მიჰყვეს საკუთარ გონებას, რომელიც ეუბნება: „იყავი ის, ვინც ხარ! ყველაფერს, რასაც ახლა აკეთებ, ფიქრობ, მიზნად ისახავ, არაფერი აქვს საერთო შენთან.“

ყველა ახალგაზრდულ სულს ჩაესმის ეს ხმა დღისითა თუ ღამით, ეს არის ბიძგი ნამდვილი თავისუფლებისკენ. არ არსებობს იმაზე უბედური ადამიანი, რომელმაც ვერ შეძლო თავისი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება და მთელი ცხოვრების განმავლობაში ხან მარცხნივ გადაიხრება, ხან მარჯვნივ, ხან კი უკან გადავარდება.

როგორ შეუძლია ადამიანს შეიცნოს საკუთარი თავი? ეს ბნელით მოცული კითხვაა, რადგან მას შესწევს უნარი ცხრაჯერ გამოიცვალოს სახე და ვერც ერთხელ ვერ იტყვის დანამდვილებით – ეს ნამდვილად მე ვარ, ეს სახე კი უბრალოდ დროებით მაქვს მორგებული. თვითშეცნობის პროცესში შესაძლოა თავს იმგვარი ტრავმა მივაყენოთ, რომლის მოშუშებასაც ვერცერთი ექიმი ვერ შეძლებს.

უნდა გვახსოვდეს რომ ის, რასაც სინამდვილეში წარმოვადგენთ, ჩვენს სიღრმეებში კი არაა ჩამარხული, არამედ ჩვენზეა ამაღლებული.

შესაძლოა, არსებობდეს საკუთარი თავის პოვნის უკეთესი მეთოდიც, რათა გამოვფხიზლდეთ ანესთეზიისგან, რომელელშიც ისე ვართ გახვეულნი, როგორც სქელ ღრუბლებში, მაგრამ მე მსგავსი არაფერი მახსენდება.

წყარო: წერილი ბრმებზე — თვალხილულთა ჭკუის სასწავლებლად.

ნანახია:(96)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

10 რჩევა – როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება

ფსიქოლოგი დევიდ კენონი გვიზიარებს რამდენიმე რჩევას, რომლის გათვალისწინების შემდეგ თქვენი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ.   1. ყოველ დღე ჩაიწერეთ ახალი


სადაც თქვენი აზრებია – იქ ხართ თქვენც…

ხშირად დეპრესია ქედმაღლობისგან გვემართება. გაანალიზებთ რა ვინ ხართ არ გექნებათ იმედგაცრუება. ყოველთვის უნდა იფიქრო რაღაც კარგზე… ცარიელი ტვინი ვაკუუმია, რომელიც


ყველაფერი ისე ხდება, როგორც უკეთესი ყოფილა…

…ღელავ, ქოთქოთებ…გინდა ყველაფერი შენს სცენარს მოარგო….მაგრამ ყველაფერი ისე ხდება, როგორც თურმე გაცილებით უკეთესი ყოფილა. ამის დანახვას ოდნავ მოგვიანებით შეძლებთ….რამდენად გვიან?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<