მერილ სტრიპი: ბედნიერებისათვის საჭიროა — სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი | Jolo.ge


მერილ სტრიპი: ბედნიერებისათვის საჭიროა — სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი

მერილ სტრიპი: ბედნიერებისათვის საჭიროა — სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი

მერილ სტრიპი: წარმოუდგენელია! 60-ს გადავაბიჯე და მაინც მთავარ როლებს ვასრულებ. კარგად მახსოვს, 38 წელი რომ შემისრულდა მეუღლეს ვუთხარი: «უნდა მოვიფიქრო რას გავაკეთებ მომავალში. სავარაუდოდ, ჩემი კარიერა დასრულებულად უნდა ჩავთვალო».

როცა ახალ როლს ვითავისებ, მოცემულ პერსონაჟად გადავიქცევი. ვეღარ ვაფასებ საკუთარი გმირის მოქმედებას, ხასიათს და ყოველთვის ვბრაზდები, როცა ამის გაკეთებას სხვა ცდილობს.

არასოდეს მაინტერესებდა მოდა. რომელი ჩანთა დავიკავო? რომელი ფეხსაცმელი და სამკაული მოუხდება ამა თუ იმ კაბას? ეს იმაზე ნაკლებად მაინტერესებს, ვიდრე ის თუ როგორ არის აწყობილი იმ თვითმფრინავის ძრავი, რომლითაც სადმე მივფრინავ.

როლის განსახიერებისას არასოდეს ვნერვიულობ. შეიძლება ინერვიულო პრესკონფერენციაზე, მაგრამ არა კადრში და სცენაზე, რადგან ასეთ შემთხვევაში როლს ვერ განასახიერებ.

მომწონს რომ ვბერდები იმიტომ, რომ ახლა თუ როლზე მიწვევენ, მაშინ როგორც წესი, ძალიან საინტერესოზე.

შვილებს არასოდეს არ უთხრათ «შენ უნდა …!» მაშინ ისინი აუცილებლად საწინააღმდეგოდ მოიქცევიან. შეიძლება საკუთარ მაგალითზე გაზარდო, მაგრამ აქაც ზღვარი არსებობს.

ხანდახან მეუბნებიან, რომ ცხოვრებაში უკეთ გამოვიყურები, ვიდრე ეკრანზე. მადლობა ღმერთს, რომ ასეა და არა პირიქით!

პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი ვარ, უფრო მეტიც, როგორც კი ვხვდები ადამიანს, რომელსაც პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მასთან ურთიერთობა მიჭირს. ეს თითქოსდა პირბადეა, რომელიც სახეს ყველასგან მალავს.

ბედის მადლობელი ვარ — სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. რამდენი მეგობარი გარდამეცვალა, ან მძიმედ არის ავად. მე კიდევ თქვენთან ვარ, განა ეს მშვენიერი არ არის?

ახალგაზრდა ქალი ყოველთვის ზრუნავს სილამაზეზე და ამას ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობს. სიმართლე გითხრათ ახალგაზრდობაში მეც ასე ვიქცეოდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ამისგან დავიღალე. დროა ვაღიარო: ლამაზი არასოდეს ვყოფილვარ.

როგორ უნდა შევათავსოთ კარიერა და ოჯახი? პირველ რიგში კარგი ქმარი უნდა გყავდეთ. გამიმართლდა: ასეთი დიდი ხნის წინ ვიპოვე. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სერიოზულ ბიზნესს ვმართავ. დაგეგმვა, დაგეგმვა და კიდევ ერთხელ დაგეგმვა — ეს არის მთავარი.

21 წლის ასაკში ოჯახი დავტოვე, სამოგზაუროდ გავემგზავრე ქალთან ერთად, რომელსაც ცუდად ვიცნობდი. შვილებს ამის უფლებას ახლა არ მივცემ. უმალ თვითმფრინავს ჩავუვარდები, სანამ ისინი ასეთ სისულელეს ჩაიდენენ.

მე ვიცი რა არის შური. მე ძალიან მშურდა ჯესიკა ლანჟის, რომელმაც 1985 წელს მიიღო როლი, ფილმში «Sweet Dreams». არაჩვეულებრივი ფილმია და თავად ჯესიკა ბრწყინვალე იყო.

ყოველთვის ბედნიერი ნამდვილად არ ვყოფილვარ. აი, პრესასთან ყოველთვის მხიარული და კეთილგანწყობილი ვარ. ოჯახში ხშირად ჯუჯღუნა ვარ. არ გჯერათ? ჰკითხეთ ჩემ ქმარს.

სინამდვილეში ბედნიერებისათვის საჭიროა სამი რამ: — სიყვარული, გემრიელი საჭმელი და სექსი.

 

ნანახია:(1389)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„შეიძლება ისე მეცხოვრა ასე ახლოს არასდროს მივახლოვებოდი ღმერთს“- ნიკოლოზ რაჭველი

თუშეთით აღფრთოვანებული ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს ნიკოლოზ რაჭველი: „პირველად ვარ თუშეთში… დავმუნჯდი… ასე არასდროს, არსად… არც სიტყვა


«ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა»- ზაზა ფაჩულია რობერტ დე ნიროს შეხვდა

«ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა»- წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში და საყვარელ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ქართველი კალათბურთელი რობერტ


„სირცხვილია“ — ანიტა რაჭველიშვილი

ანიტა რაჭველიშვილი: „მთელი დღეა ქალაქში ფეხით დავდივარ! გამორთულია შადრევნები ეს ერთი! ამის გამო კიდევ უფრო გაუსაძლისია ეს სიცხე! არ არსებობს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<