ნეიროიმპულსური თერაპია – განკურნება მარტივი და ეფექტური მეთოდებით | Jolo.ge


ნეიროიმპულსური თერაპია – განკურნება მარტივი და ეფექტური მეთოდებით

ნეიროიმპულსური თერაპია – განკურნება მარტივი და ეფექტური მეთოდებით

ძველი ჩინური დაოსური ფსიქოენერგეტიკული სისტემების მიხედვით საქართველოში შეიქმნა საინტერესო მიმდინარეობა — «ნეიროიმპულსური თერაპია», რომელსაც აღმოსავლური გამაახალგაზრდავებელი პრაქტიკების სპეციალისტმა მამუკა მანგოშვილმა ჩაუყარა საფუძველი.

მამუკა მანგოშვილი: ნეიროიმპულსური მოძრაობებით ცოცხლდება სხეულის ყველა ზონა და უბანი, შედეგად მიიღწევა გამართული ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ჯანსაღი გონება, ვირტუალური სივრცის გაცნობიერება და მისი ბოლომდე ათვისება-გამოყენება. ამ  მეთოდებს უნივერსალურ შედეგებამდე მიჰყავს ადამიანი და ფსიქოენერგეტიკული განვითარების კუთხით  მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანამედროვე ეპოქაში.

მარტივი და ეფექტური მეთოდებით ხდება ნებისმიერი სახის დისკომფორტისგან განკურნება, ასევე

გაახალგაზრდავება,

ქარიზმის ამაღლება,

წინსვლა და წარმატება საკუთარ საქმეებში,

ბიზნესის ეფექტურობა,

ინტუიციის გაძლიერება …

ნეიროიმპულსების ერთობლივი მიზანმიმართული მოქმედებებით სასწაულები ხდება, გონება-სუნთქვა-მოძრაობის ერთიანობა ძველი ჩინური დაოსური სისტემების საბაზისო «საფირმო» მოქმედებაა, რაც განასხვავებს მას სხვა ეზოთერული თუ ფილოსოფიური მიმდინარეობებისაგან!

მამუკა მანგოშვილი გახლავთ ყოფილი სპორტსმენი. ის 80-იან წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი იყო, ხოლო 90-იანებში უკვე მძლეოსნობამ გაიტაცა, სპრინტში მოკლე მანძილზე სირბილში საქართველოს არაოფიციალური რეკორდებიც აქვს დამყარებული.

სპორტული გამოცდილების გამო ბუნებრივი აღმოჩნდა მისი დაინტერესება აღმოსავლური გამაჯანსაღებელი სისტემებით, რომელშიც პრიორიტეტულია ადამიანის ფიზიკური სიჯანსაღე, გამძლეობა, წარმატების მიღწევა, ფსიქიკისა და ფიზიკური სხეულის კოორდინაცია, შინაგანი რეზერვები, ფსიქოენერგეტიკული მოდელები და ა.შ. სწორედ ამ სპეციფიკის მიხედვით შექმნა და დაამუშავა ეფექტური გამაჯანსაღებელი სისტემა „ნეიროიმპულსური თერაპია“, რომელსაც ანალოგი არა აქვს თანამედროვე ფსიქოენერგეტიკულ სისტემებში.

 მამუკა მანგოშვილის „ნეიროიმპულსური თერაპია»

გაიმართება   LD მედიტაციის ცენტრში

14 მარტი, შაბათი, 18:00 სთ

ყიფშიძის 9 ბ

ფასი:  25 ლ

 

ნანახია:(792)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თქვენ ყოველდღე გაქვთ შანსი, —  დაიბადეთ!

*** იღბალი უკანა კარიდან შემოდის, უიღბლობას — კარი არ სჭირდება, ყველა ნასვრეტიდან აღწევს, ამიტომ ამოქოლეთ ყველა ნასვრეტი იმის რწმენით, რომ


გენიალური გონება — როგორ დავინახოთ ის რასაც სხვები ვერ ხედავენ?

როგორ იქმნება გენიალური იდეები? აქვთ თუ არა რაიმე საერთო „მონა ლიზას“ და ფარდობითობის თეორიის ავტორებს? როგორ ახრეხებდნენ აინშტაინი, ედისონი, და


ენერგიების გაცვლის კანონი

სამაყაროს ერთ ერთ მნიშვნელოვან კანონს წარმოადგენს – ენერგიების გაცვლის კანონი, რომელიც ღაღადებს: «სიცოცხლე ჩქეფს იქ სადაც , მოძრაობაა/გაცვლაა». მაგალითად, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*