ნეგატიური აზროვნების კატასტროფა | Jolo.ge


ნეგატიური აზროვნების კატასტროფა

ნეგატიური აზროვნების კატასტროფა

ქვეცნობიერი არ არჩევს კონსტრუქციულ და დესტრუქციულ აზრთა იმპულსებს. ის იმ მასალით მოქმედებს რომელსაც ჩვენ მას აზრის იმპულსის საშუალებით ვაწვდით. ქვეცნობიერი ისეთივე მზაობით ასახავს რეალობაში შიშით წარმოქმნილ აზრს, როგორც რწმენით გამსჭვალულს.

როგორც ელექტროობა, რომელსაც სარგებლობა მოაქვს თუ ის კონსტრუქციულად გამოიყენება, ან კლავს თუ მას არასწორად იყენებენ. თვითშთაგონების კანონიც ასეა, — ან მიგიყვანთ სიმდიდრესა და აყვავებასთან, ან მარცხთან და ეს იმისდა მიუხედავად თუ როგორ გესმით ის.

თუ შეავსებთ თქვენს გონებას შიშით, ეჭვითა და მისი ძალების გამოყენების ურწმუნოებით, თვითშთაგონების კანონი აღიქვამს ამ ურწმუნოებას და იმ ნიმუშის სახით გამოიყენებს მას , რომლითაც თქვენი ქვეცნობიერი ფიზიკურ რეალობად გარდაქმნის თქვენს აზრს.

დომინირებული აზრის მეშვეობით, რომელსაც ადამიანი თავის ცნობიერებაში ინარჩუნებს(მნიშვნელობა არა აქვს, პოზიტიურია ეს აზრი თუ ნეგატიური) თვითშთაგონება ზეწოლას ახდენს ქვეცნობიერზე და აიძულებს მას იმოქმედოს ამ აზრის შესაბამისად.

ბუნებამ ისე მოაწყო ადამიანი, რომ მას შუძლია მთლიანად გააკონტროლოს ის მასალა, რომელიც გრძნობათა ხუთი ორგანოს მეშვეობით ქვეცნობიერს გადაეცემა, მაგრამ ეს სრულად არ ნიშნავს იმას რომ ადამიანი ყოველთვის ახორციელებს ამ კონტროლს. უმეტეს შემთხვევაში ის სწორედაც, რომ არ ახორციელებს მას და ამით აიხსნება ის თუ რატომ ატარბეს ადამიანთა უმრავლესობა მთელ თავის ცხოვრებას სიღარიბეში.

ქვეცნობიერი ნაყოფიერი ნიადაგია, რომელშიც უხვად გაიზრდება სარეველა, თუ იქ შეგნებულად არ დავრგეთ სასარგებლო მცენარეები. თვითშთაგონება კი ის საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ინდივიდს შეუძლია შემოქმდებითი აზრებით მიზანმიმართულად კვებოს თავისი ქვეცნობიერი ან თავისივე დაუდევრობით საშუალება მისცეს დესტრუქციულ აზრებს გაიზარდონ ტვინის ამ ბაღში.

ნაპოლეონ ჰილი — „იფიქრე და გამდიდრდი“

ნანახია:(2609)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად 

«თუ ცეკვა გულით გინდა, იცეკვე თავსხმა წვიმაშიც, რადგან შესაძლოა, წვიმამ ძალიან დიდხანს არ გადაიღოს!» © ისრაელმორ ეივორი ადამიანები ხშირად ელიან,


„დათქმულ დღეს, ყველა ეს მამაკაცი ერთდროულად წარსდგა იმ ქალბატონის წინაშე“…

…ერთ-ერთ ამერიკელ ფსიქოლოგთან მივიდა ქალბატონი… მისი პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში: — „მიუხედავად იმისა, რომ სიმპათიურიც ვარ და საინტერესოც და კიდევ უამრავი


რატომ ნებდებიან ადამიანები?

თქვენ, როდესმე გიკითხავთ საკუთარი თავისთვის, რატომ ნებდებიან ადამიანები, რატომ ღალატობენ თავიანთ მიზნებს, რატომ ჩერდებიან შუა გზაზე და თავს ანებებენ იმ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<