ნებისმიერი აგრესიის დროს თუ ავისხლიტავთ აგრესორს თვითონ ანგრევს მისი ნეგატიური ენერგია | Jolo.ge


ნებისმიერი აგრესიის დროს თუ ავისხლიტავთ აგრესორს თვითონ ანგრევს მისი ნეგატიური ენერგია

ნებისმიერი აგრესიის დროს თუ ავისხლიტავთ აგრესორს თვითონ ანგრევს მისი ნეგატიური ენერგია

კი ბოროტება მოდის თქვენთან, მაგრამ თქვენ ის უნდა შეაკავოთ, არ გაატაროთ, რადგან ის თქვენს გარშემომყოფ ადამიანებსაც დააზარალებს.

თუ თქვენ გახდით აგრესიული ან თუნდაც დეპრესიული, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოროტებამ გაიარა თქვენში.

ისწავლეთ ბოროტების მიღება-გადამუშავება კი არა, არამედ არმიღება.

ერთი ახალგაზრდა სამურაი საქვეყნოდ ცნობილ სამურაებთან მიდიოდა უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და წყობიდან გამოყავდა, შემდეგ ბრძოლაში იწვევდა და წონასწორობა დაკარგულ მოწინააღმდეგეებს ადვილად ამარცხებდა. ერთხელაც , საქვეყნოდ ცნობილ მოხუც სამურაის მიადგა და ჩვეულ სტილში დაუწყო ლანძღვა-გინება. მოხუცმა ოსტატმა ყურადღება არ მიაქცია და ჩვეულებრივ განაგრძო შეგირდების წვრთნა. ახალგაზრდა სამურაი ლანძღვა-გინებით დაიღალა და თავის გზაზე წავიდა. ახალგაზრდა შეგირდებმა ოსტატს ჰკითხეს: რატომ არ გაეცი პასუხი? ნუთუ ბრძოლაში გამოწვევის შეგეშინდა? ოსტატმა მიუგო: თქვენთან ვინმე რომ მოვიდეს საჩუქრით და არ მიიღოთ მის მიერ მორთმეული საჩუქარი ვის დარჩება ის?

-რა თქმა უნდა ვინც მოიტანა იმას- მიუგეს ახალგაზრდებმა. ასეა ნებისმიერი აგრესიის დროს თუ ავისხლიტავთ აგრესორს თვითონ ანგრევს მისი ნეგატიური ენერგია.

 

იყო ერთი ადამიანი, რომელიც კუნძულზე მარტო ცხოვრობდა. კუნძულის ერთ მხარეს ციდან დიდი ფარდა იყო ჩამოშვებული, რომლის იქიდან მზიური სინათლე გამოდიოდა და კუნძულს ანათებდა. ამასთან ფარდის უკნიდან უმშვენიერესი მუსიკა ისმოდა. კაცს არავინ არ ჰყავდა ქვეყნად.

მას ჰქონდა მხოლოდ ორი რამ — სინათლე და მუსიკა.

ერთხელ კაცმა გადაწყვიტა ჩამოეხია ფარდა, რათა ენახა, რა გამოსცემდა სინათლეს და საიდან ისმოდა მუსიკა.

კაცმა ჩამოხია ფარდა…

ფარდის უკან უამრავი განძი და თვალ-მარგალიტი იყო დახვავებული. კაცი სიხარულისგან ცას ეწია, რადგან მიხვდა, რომ ქვეყნად ყველაზე მდიდარი შეიქმნა.

დაღამდა…

არც ფარდა იყო, აღარც სინათლე და აღარ მუსიკა.

კაცმა მთელი ცხოვრება სიბნელეში და სულისშემძვრელ სიჩუმეში გაატარა, იმის მიუხედავად, რომ ძალიან მდიდარი იყო…

P.S. ნუ ჩამოხევთ ფარდებს!

სანამ ხალხის ერთი ნაწილი — კამათობს, იმუქრება, გაჰყვირის, ჩხუბობს, წუწუნებს, ტირის, ეშინია, იტანჯება, უბედურია,

მანამ მეორე ნაწილი — იცინის, იყვარებს, ოჯახდება, შვილს აჩენს, ტკბება, ბედნიერია.

როგორც XIX საუკუნეში იტყოდნენ, „შენ გადასწყვიტე ჩემო მკითხველო, თუ რომელს აირჩევ“.

 

ჩვენს გაუცნობიერებელ სურვილებთან და მიზნებთან შედარებით გაცნობიერებული სურვილები და მიზნები არარაა.

ისევე როგორც სიტყვაში გამოხატული ემოცია ძალას კარგავს, რადგან ასტრალური სამყარო ითქვიფება მენტალურ სამყაროში და ამით მას ძალა აკლდება.

სწორედ ამიტომ არის დუმილი — ოქრო.

თუმცა ამასაც თავისი ნაკლი აქვს, მერე ამ დუმილის გამო ყველას შამპოლიონობა უნდება და ყველა თავისებურად ახსნას იწყებს.

მოკლედ, დედამიწაზე მყოფებს ყველა ვარიანტში „დარხეული“ გვაქვს.

 

რამაზ გიგაური

ნანახია:(189)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„როდის კარგავთ და გემატებათ სასიცოცხლო ძალა“

სასიცოცხლო ძალები იკარგება, როდესაც: • ამბობთ «კარგი, დიახ, კი» მაშინ, როდესაც გინდოდათ გეთქვათ «არა» • იღიმით მაშინ, როდესაც გეტირებათ • არ ისვენებთ • თავს


საინტერესო ფაქტი არწივზე და …

40 წლის ასაკში არწივს ეზრდება ძალიან დიდი ბრჭყალები და უხდება დრეკადი, რის გამოც მას აღარ შეუძლია მოინადიროს. ნისკარტი უხდება გრძელი და


გიფიქრია? იქნებ საერთოდ არ ხარ ისეთი, როგორიც საკუთარი თავი გგონია

ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც ჭეშმარიტი სწრაფვა აქვს სრულყოფილებისკენ. ღვთისნიერება, სიკეთე, სინდისი, ნამუსი, ზნეობა, პატიოსნება, წესიერება, გულმოწყალება, სამართლიანობა და მადლიერება, — თუ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<