ნება მიეცით მამაკაცს იყოს ბედნიერი თქვენს გვერდით… | Jolo.ge


ნება მიეცით მამაკაცს იყოს ბედნიერი თქვენს გვერდით…

ნება მიეცით მამაკაცს იყოს ბედნიერი თქვენს გვერდით…

ქალბატონებისთვის მამაკაცები ძირითად შემთხვევაში ამოუცნობი არიან, რადგან თავად ერთს ფიქრობენ, მამაკაცები კი მეორეს, მათი შეხედულებები მნიშვნელოვან საკითხებზე ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ დიდ დროს ახარჯავენ იმაზე ფიქრს, როგორ გააბედნიერონ მამაკაცი, სინამდვილეში კი ეს ძალიან მარტივია:

 

ნება მიეცით გაგაცინოთ — მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც ქალების ბედნიერების მიზეზები არიან. მათ იციან, რომ ქალებს მოსწონთ სახალისო მამაკაცები, ანუ ისეთი მამაკაცები, რომლებიც მათ ხშირად აცინებენ. აგრძნობინეთ მას თავი ძლევამოსილად, გაიცინეთ მის ხუმრობებზე.

 

იყავით მადლობელი — მამაკაცებს მოსწონთ, როდესაც გასცემენ სიყვარულს, საჩუქრებს, ემოციებს და მათთვის მნიშვნელოვანია ქალმა ეს დააფასოს.

 

ნუ იქნებით ზედმეტად მზრუნველი — ქალები ბუნებით ყურადღებიანები არიან, განსაკუთრებით მეუღლეების მიმართ. გამუდმებით ცდილობენ წესრიგში ჰყავდეთ ისინი და ყველაფერში დაეხმარონ, მაგრამ მამაკაცებს ეს სულაც არ სჭირდებათ.

 

იყავით ქალური — გასაგებია, რომ თანამედროვე სამყაროში გენდერული თანასწორობა პოპულარული თემაა, ქალებს ხშირად ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე მამაკაცებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ უარვყოფთ, რომ ქალი სუსტი არსებაა, თუნდაც ფიზიკურად და მას არ მოეთხოვება იყოს მამაკაცური.

 

აჩვენეთ რა გახარებთ ყველაზე მეტად — მამაკაცები საკმაოდ ფრთხილობენ საჩუქრების არჩევისას, რადგან მათ სურთ დაინახოთ ნამდვილი, ბედნიერი ემოცია. ნუ შეიკავებთ ემოციებს და აჩვენეთ რა გაგიხარდათ ყველაზე მეტად.

ნანახია:(1381)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ იტყუებიან ქალები და მამაკაცები…

  ურთიერთობაში არცთუ იშვიათია, როდესაც ქალი და მამაკაცი ერთმანეთს ატყუებენ. რატომ ხდება ასე, ძალიან ბევრისთვის საიდუმლოა. გამოყოფენ სხვადასხვა მიზეზებს, თუმცა


5 მიზეზი, რატომ ვერ ხვდებით სწორ მამაკაცს

ძალიან ცოტაა ისეთი ქალბატონი, რომელსაც ჰკითხავთ როგორი მამაკაცი ჰყავს გვერდით და გიპასუხებთ, რომ ზუსტად ისეთი, როგორიც სურდა. რა არის მიზეზი


გულს თეთრ ზმანებად მოევლინე და… სულში ბუდასავით გამისხივოსნდი…

მე არ ვწერ ამ წერილს ქარიან ღამეში… არც წვიმის წვეთები ეცემიან მინას, თუმცა… სიშორეზე მაინც ტირის როიალი… …მომწყურდი ახლა! ისე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*