ნაყინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

by Ann | Ноябрь 27, 2016 00:17

ნაყინზე ხშირად გვესმის, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა ყველა ასე კრიტიკულად არ არის განწყობილი და ფიქრობს, რომ მას ზიანი არ მოაქვს, თუმცა არც სასარგებლოა. როგორც აღმოჩნდა ასე სულაც არაა.

 

კვლევა იაპონელმა პროფესორმა იოშიჰიკო კოგამ ტოკიოს უნივერსიტეტ „კერინში“  კოლეგებთან ერთად ჩაატარა. მათ ადამიანები გაყვეს ორ ჯგუფად, ერთს საუზმეზე ნაყინი შესთავაზეს, მეორეს კი საშუალება მისცეს საკუთარი სურვილისამებრ გამოკვებილიყვნენ. საუზმის შემდეგ თითოეულმა ადამიანმა კომპიუტერთან ინტელექტუალური ტესტირება გაიარა და შედეგი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: ადამიანები, რომლებმაც საუზმეზე ნაყინი მიირთვეს გაცილებით მარტივად იმახსოვრებდნენ და რეაგირებდნენ ფაქტებზე, მათი ტვინი გაცილებით აქტიურად მუშაობდა ვიდრე იმ ადამიანების, რომლებსაც ნაყინი არ მიურთმევიათ.

 

ამის შემდეგ მკვლევარები დაინტერესდნენ რაში იყო საიდუმლო და აღმოჩნდა, რომ აქ ნაყინის შემადგენლობაზე მთავარი მისი ტემპერატურაა. მათ დამატებითი კვლევისას ადამიანებს უზმოზე ცივი წყალი დაალევინეს და ამის შემდეგ კვლავ ტესტი ჩაუტარეს. მათი გონება საკმაოდ სხარტად მუშაობდა, თუმცა არა ისე, როგორც იმ ადამიანების, რომლებმაც ნაყინი მიირთვეს.

ნანახია:(142)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/nayini-tvinis-mushaobas-aumjobesebs/