ნაყინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს | Jolo.ge


ნაყინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ნაყინი ტვინის მუშაობას აუმჯობესებს

ნაყინზე ხშირად გვესმის, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა ყველა ასე კრიტიკულად არ არის განწყობილი და ფიქრობს, რომ მას ზიანი არ მოაქვს, თუმცა არც სასარგებლოა. როგორც აღმოჩნდა ასე სულაც არაა.

 

კვლევა იაპონელმა პროფესორმა იოშიჰიკო კოგამ ტოკიოს უნივერსიტეტ „კერინში“  კოლეგებთან ერთად ჩაატარა. მათ ადამიანები გაყვეს ორ ჯგუფად, ერთს საუზმეზე ნაყინი შესთავაზეს, მეორეს კი საშუალება მისცეს საკუთარი სურვილისამებრ გამოკვებილიყვნენ. საუზმის შემდეგ თითოეულმა ადამიანმა კომპიუტერთან ინტელექტუალური ტესტირება გაიარა და შედეგი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: ადამიანები, რომლებმაც საუზმეზე ნაყინი მიირთვეს გაცილებით მარტივად იმახსოვრებდნენ და რეაგირებდნენ ფაქტებზე, მათი ტვინი გაცილებით აქტიურად მუშაობდა ვიდრე იმ ადამიანების, რომლებსაც ნაყინი არ მიურთმევიათ.

 

ამის შემდეგ მკვლევარები დაინტერესდნენ რაში იყო საიდუმლო და აღმოჩნდა, რომ აქ ნაყინის შემადგენლობაზე მთავარი მისი ტემპერატურაა. მათ დამატებითი კვლევისას ადამიანებს უზმოზე ცივი წყალი დაალევინეს და ამის შემდეგ კვლავ ტესტი ჩაუტარეს. მათი გონება საკმაოდ სხარტად მუშაობდა, თუმცა არა ისე, როგორც იმ ადამიანების, რომლებმაც ნაყინი მიირთვეს.

ნანახია:(142)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ორი ანგელოზის ამბავი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება! ამიტომ ცხოვრების მიერ მოზადებულ განსაცდელს ღირსეულად უნდა დავხვდეთ! ორი მოგზაური ანგელოზი ერთი მდიდარი კაცის სახლში დარჩა


საინტერესო ფაქტები — იცით თუ არა, რომ…

1.თუ მისამართს Facebook.com — ს მიუწერთ 4-ს, თქვენ ავტომატურად მოხვდებით მარკ ცუკემბერგის ოფიციალურ გვერდზე —  Facebook.com/4 2.დელფინებს გახელილი თვალებით სძინავთ


მეუფე ანტონი ბლუმის საოცარი სიტყვები

»ადამიანს შეუყვარდება სხვა ადამიანი, რადგან უეცრად, თავისთვის მოულოდნელად, მასში დაინახავს რაღაც ისეთს, რაც ადრე არასოდეს უნახავს. ხდება ხოლმე: ახალგაზრდა ადამიანები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*