ნაყინი და ხასიათი | Jolo.ge


ნაყინი და ხასიათი

ნაყინი და ხასიათი

იტალიელი ფსიქოლოგის, ვივიანა ფინესტრელას აზრით, ადამიანის ბუნების ამოცნობა სულ იოლად შეიძლება. მთავარია, იცოდეთ, როგორ ნაყინს ანიჭებს უპირატესობას.


პლომბირს კონსერვატორი და დინჯი ადამიანი მიირთმევს; 

ყავისას —
 მხიარული, იმპულსური, აქტიური; 

ხელგაშლილ, მხიარულს ადამიანს შოკოლადით მოჭიქული ნაყინი უყვარს; 

ფრთხილ და გაწონასწორებულ ადამიანს, რომელსაც გრძნობების გამოხატვა უჭირს —მარწყვის ნაყინს ანიჭებს უპირატესობას. 

ჯიუტი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანს ვანილის ნაყინი უყვარს. ასეთ ადამიანს არ უჭირს ახალგაცნობილებთან ურთიერთობა, ადვილად ეგუება უცხო გარემოს. 

თხილიანი ნაყინის მოყვარული ერთგული და ყურადღებიანია. უყვარს გარშემო მყოფებისა და სიტუაციის გაკონტროლება, აფასებს ოჯახურ სიმყუდროვეს. 

ვინც შოკოლადის ნაყინს მიირთმევს, გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას დისტანციას ინარჩუნებს და მხოლოდ ახლობლებთან არის გულახდილი; 

ხილის ნაყინი (გაყინული წვენი) ინტერესიან ადამიანს მოსწონს — ახალი აღმოჩენები იტაცებს და თავადაც ხშირად ატარებს ექსპერიმენტს; 

კრემ-ბრიულეს მოყვარული გურმანია, დასკვნები ხანგრძლივი ფიქრისა და დაკვირვების შემდეგ გამოაქვს. 

ბანანის ნაყინი თავისუფლებისმოყვარე ადამიანს მოსწონს. იგი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს. 

ჭკვიანი და განათლებული ადამიანი ლიმონის ნაყინს მიირთმევს; როგორც კი ფული და თავისუფალი დრო გამოუჩნდება, სამოგზაუროდ მიდის. 

 

 

ნანახია:(38)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ნაყინიხასიათი

Related Articles

5 ტოქსიკური ქმედება, რომლებიც ადამიანს აქცევს მისი გარშემომყოფებთათვის საშიშად

ჩვენს გარშემო არიან ადამიანები რომლებიც სიხშირეებზე დადებითად ან უარყოფითად ზემოქმედებენ და იწვევენ მის აწევას ან დაწევას. ხშირად გაგვიგია გამოთქმაც რომ


როგორ გავაუმჯობესოთ ტვინის შესაძლებლობები

თქვენს გონებას ყოველდღიურად უამრავი გადაწყვეტილების მიღება უხდება. როგორ შეიძლება ის უფრო ეფექტური და სწრაფი გავხადოთ? არსებობს რამდენიმე უკვე დამტკიცებული ვარჯიში,


საუკეთესო მამა — წერილი, რომელიც დაგაფიქრებთ

დღეს მივხვდი, რომ მამაჩემი საუკეთესო მამაა ამქვეყნად, ისეთი, როგორზეც ვოცნებობდი. ის დედაჩემის მოსიყვარულე ქმარია (და ყოველთვის აიძულებს მას, იცინოს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*