ნახატები, რომლებიც ჯერ არავის უნახავს — ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა | Jolo.ge


ნახატები, რომლებიც ჯერ არავის უნახავს — ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა

ნახატები, რომლებიც ჯერ არავის უნახავს — ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა

„მინდა სიხარულით დავპატიჟო ყველა ის ადამიანი, ვისაც ექნება თავისუფალი დრო და გამოფენის ნახვის სურვილი“ — ამბობს ცნობილი მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე და მსურველებს , პერსონალურ გამოფენაზე, „ბაია გალერეაში“ ეპატიჟება.

გამოფენა, სახელწოდებით „ბაღები“, კვირას, 14 ოქტომბერს, 19 საათზე გაიმართება. თემაზე და პროექტზე მუშაობა, როგორც მხატვრისგან ირკვევა ბაია წიქორიძის იდეას და «ბაია გალერეის» საინტერესო შემოთავაზებას უკავშირდება.

ანტონ ბალანჩივაძე: კონკრეტულად ამ ციკლზე თითქმის 4 წელია, რაც ვმუშაობ და ეს მუშაობა თბილისში არსებულ ეკოლოგიურ და ურბანულ გამოწვევებზე ფიქრთან იყო გარკვეულწილად კავშირში.

შეძლებისდგავარად ასევე იმ მიმართებაზე ფიქრთანაც, რაც «ვეფხისტყაოსნის» ხატ-სახეების თანამედროვე საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ ცხოველმყოფელ კავშირზე შეიძლება მიგვითითებდეს.
მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე ნამუშევრის ფოტო დაიდო სოციალურ ქსელში, არც ერთი მათგანი აქამდე გამოფენილი არ ყოფილა და ისინი ჯერ არავის უნახავს.

კვირას, 14 ოქტომბერს, 19 საათზე, „ბაია გალერეა“

ბაია გალერეის ახალი მისამართია — ინგოროყვას 19ა. 
შესასვლელი პარლამენტის უკან მდებარე სკვერიდან

 

ნანახია:(85)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მუსიკა და ტვინის განვითარება

1993 წელს, როშერი (Frances Rauscher) ამტკიცებდა, რომ მოცარტის ერთერთი სონატის (სონატა ორი ფორტეპიანოსათვის K448) მხოლოდ 10 წუთის მოსმენის შემდეგ, საგრძნობლად


„გელოდებით! მიყვარხართ! გმადლობთ!“ — ნიკოლოზ რაჭველის სასიხარულო სიახლე

როგორც ვიცით მაყურებელთა თხოვნით 9-10 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები კვლავ გაიჟღერებს.  თუმცა, განმეორებით კონცერტებზეც ყველა ბილეთი


ზურა ყიფშიძე, ლევან უჩანეიშვილის სპექტაკლში ბროდვეიზე

თეატრმა ნოსტალგია იცის, წყურვილი… თქვა მსახიობმა და ალბათ, სწორედ ეს არის მთავარი „დამნაშავე“ იმაში, რომ ლევან უჩანეიშვილი სპექტაკლს დგამს, ამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*