ნაწყენი ხარ? ეს ტექსტი სარკესთან წაიკითხე | Jolo.ge


ნაწყენი ხარ? ეს ტექსტი სარკესთან წაიკითხე

ნაწყენი ხარ? ეს ტექსტი სარკესთან წაიკითხე

,,მე ისეთი დიადი ინდაური ვარ, რომ ვერაფრით დავუშვებ, ვინმე საკუთარი ბუნების შესაბამისად მოიქცეს, თუ ეს მე არ მომწონს. მე ისეთი დიადი ინდაური ვარ, რომ თუკი ვინმე ისე არ მოიქცა, როგორც მოველოდი – დავსჯი ჩემი წყენინებისთვის.

დაე, ხედავდეს, თუ რა მნიშვნელოვანია ჩემი განაწყენება, დაე მიიღოს მან თავისი საქციელისთვის საკადრისი სასჯელი. მე ხომ ასეთი დიადი, დიდებული ინდაური ვარ!

მე არ ვაფასებ საკუთარ სიცოცხლეს. მე ისე ძალიან არ ვაფასებ საკუთარ სიცოცხლეს, რომ სულაც არ მენანება შეუფასებელი დროის ხარჯვა წყენაზე. მე უარს ვამბობ კუთვნილ სიხარულის წუთებზე, კუთვნილ ბედნიერების წუთებზე, კუთვნილ გართობის წუთებზე… მე მირჩევნია ეს კუთვნილი წუთები დავხარჯო წყენაზე.

და სულერთია, რომ ეს წუთები შეადგენენ საათებს, საათები – დღეებს, დღეები – კვირებს, კვირები – თვეებს, თვეები კი – წლებს. მე არ მენანება კუთვნილი სიცოცხლის კუთვნილი წლები მწუხარებაში გასატარებლად – მე ხომ საკუთარ სიცოცხლეს არ ვაფასებ. მე არ შემიძლია საკუთარ თავს შევხედო გვერდიდან. მე ძალიან ადვილად მოწყვლადი ვარ. ისე მარტივია ჩემთვის ტკივილის მოყენება, რომ იძულებული ვარ დავიცვა ჩემი ტერიტორია და წყენით ვუპასუხო ყველას, ვინც მას შეეხება.

მე შუბლზე აბრას დავიკიდებ – ,,ფრთხილად, ავი ძაღლია“ და აბა ვინმემ გაბედოს და ვერ შენიშნოს! მე ისეთი საცოდავი ვარ, რომ არ შემიძლია წვეთი დიდსულოვნების პოვნა საკუთარ თავში, რომ ვაპატიო, წვეთი თვითირონიის – რომ გავიცინო, წვეთი სიკეთის – რომ ვერ შევნიშნო, წვეთი სიბრძნის – რომ არ ჩავიხვიო, წვეთი სიყვარულის – რომ მივიღო. მე ხომ ძალიან, ძალიან დიადი ინდაური ვარ!”

ოშო

 

ნანახია:(1249)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რისი სწავლა სჭირდებათ ბედნიერი ურთიერთობისთვის ქართველ ქალებს ?

„ქალი თუ ბედნიერია, ის თავისი სიყვარულით ამშვენებს და ანათებს სამყაროს“ — ამბობს, „ქალურობის სტუდიის“ მფლობელი და ენერგეტიკული პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი ევგენია დრონი.  ევგენია დრონი: მიყვარს ენერგიებთან


ბოდიშის მოხდა

ინტერნეტის და სოციალური ქსელის საშუალებით პატარა გამოკითხვა ჩავატარე და… შედეგით გაკვირვებული არ დავრჩენილვარ. ისაა, რასაც ისედაც ყოველდღიური რეალობიდან ვხედავდი. თითქოს


„მოვინდომე და გავიარე“ — დაუჯერებელი ისტორიის ორი გმირი

ხათუნა მუზაშვილისა და ანა-მარიას საოცარ ისტორიას სანამ მოგითხრობთ , მანამდე მინდა ის პრაქტიკული სავარჯიშოები გაგიზიაროთ, რომელიც რწმენას შეგმატებთ, საკუთარ ძალებში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*