«ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს» — დასამახსოვრებელი ფრაზები „შენი თავგადასავლიდან“ | Jolo.ge


 «ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს» — დასამახსოვრებელი ფრაზები „შენი თავგადასავლიდან“

 «ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს» — დასამახსოვრებელი ფრაზები „შენი თავგადასავლიდან“

«შენ კი არ შეგეძლოო. როგორ არ შემეძლო, უბრალოდ, ისე არ დავმთვრალვარ ჩემი შესაძლებლობებით, რომ ადამიანებისთვის ჭკუის სწავლება დამეწყო.»

 

«ეს თავი, წარმოუდგენლად დიდი და, ალბათ, ბევრის დამტევი, სულ ერთიანად გაბურდულიყო თმაწვერში. სოფელში გითამაშიათ ბურთი? არასწორად დაჰკრავთ და იმგვარად გაეკვეხება ეკალბარდებში, რომ იქიდან გამოღება გაგიძნელდებათ, ხელები უეჭველად დაგეკაწრებათ. აი, ასეთი თავპირი ჰქონდა და, თითქოს ძველი ნახატიდან ამოჭრილ ხელმწიფეთა თვალები — სისასტიკით, ფიქრით, სიმშვიდითა და კეთილშობილებით სავსე.»

 

«»ვერა» იმედიანი სიტყვაა. იმას ნიშნავს, რომ ამის გამკეთებელი კი ხარ, მაგრამ რაღაც ერთი გაკავებს. «არა» სხვა საქმეა, «არა» მართლა «არაა»…

 

«სხვა ქვეყანაა — ხევ-სუ-რე-თი. არ-დო-ტი, მუ-ცო, შა-ტილ, დარ-თლო, ფარ-სმა, ჩინ-თი-ო, ისევ უღელტეხილი… არ მაგონდება… ხონი-ჩალ და მუ-ცო. შა-ტილ!.. აი, ასე ვარ ნამყოფი… ჩვენი მეგზური იყო თაზო. თაზო ერქვა. მოიცა, — ახლა სხვა მხრიდან მიუფორთხდა თავის ნახაზს, — ეს ხომ თბილისია? ეს არის დუ-შეთი, ასე… ბარის-ახო… მანდ პოეტი ცხოვრობდა… აი, კიდევ, აქეთ, გუ-ლან-ჰაჰ-მატ! სწორია? უღელტეხილი და ისევ შა-ტილ… ყველა გზა შატილში მიდისო…»

 

«ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს.»

 

«ასეა წესი, პირველი ვაჟი მეომარი უნდა დადგეს, მეორე ღმერთს აჩუქო, მესამემ სიბერეში მოგიაროს…

-და გოგოები?

-გოგოები კარგად უნდა გაათხოვო.»

 

 

აკა მორჩილაძე, «შენი თავგადასავალი«

 

ნანახია:(257)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რა კავშირი აქვს თქვენს ფრჩხილზე არსებულ თეთრ ნახევარმთვარეს ჯანმრთელობასთან?

ქალბატონებს ფრჩხილების მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ და ხშირად იყენებენ ლაქს, თუმცა ალბათ მისი მოშორებისას ფრჩხილის ძირში, ნუნასთან შეგიმჩნევიათ ნახევარმთვარის ფორმის


როგორ მოქმედებს მამაკაცზე სექსზე უარის მიღება…

ხშირია კამათი იმაზე თუ როგორ მოქმედებს სექსზე უარის თქმა ქალსა და მამაკაცზე და კიდევ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ქალისთვის


მარიამობა დღეს, 92 წლის წინათ …

მარიამობა დღეს, 92 წლის წინათ, მანგლისთან, ბედენის მთაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით… სურათზე — ემიგრანტები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*