ნატვრის ხე | Jolo.ge


ნატვრის ხე

ნატვრის ხე

წლების წინ ერთ მონასტერში ხე გავიცანი.ზოგადად ხეებზე კარგი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ამ ხეს ერთი დიდი ნაკლი ქონდა — ღმერთს ეტოლებოდა…
ტაძრის ეზოში იდგა და ტაძრამდე არ უშვებდა ადამიანებს, ჯერ მე ვარ და მერე ტაძარიო.
შეაბამდნენ ადამიანები ფერად-ფერად ნაჭრებს და ჯეროდათ რომ ღმერთი თუ არა, ხე მაინც აასრულებდა მათ ოცნებებს.
საერთოდ არ ბრაზდებოდა ღმერთი ამაზე. ღმერთს უყვარს როდესაც ადამიანებს იმედი აქვთ, თუნდაც ხის, თუნდაც პეპლების, თუნდაც ადრე მოფრენილი მერცხლების…
მთავარია იმედი ქონოდათ ადამიანებს და ღმერთი ყველანაირად უგზავნიდა ამ იმედს მათ…
ჯერ ხეს ჩაუთქვამდნენ სურვილებს და მერე ღმერთთან შედიოდნენ ადამიანები, ღმერთს კი უმეტესად ისინი ებრალებოდა ვისაც არც ღმერთის და არც ხის რწმენა არ ქონდათ…
10 წლის მერე ისევ მომინდა იმ ტაძარში გავლა,მინდოდა მენახა ეს ხე რამდენი ნატვრით იყო მომატებული,მაგრამ ეზოც კი ვერ ვიცანი,არამედ ხე…
სანთლის გამყიდველს ვეკითხები ხის არყოფნის მიზეზს…
ქარმა წააქცია და მერე მისგან ტაძრისთვის საჭირო ხის ნივთები გამოთალეს…ტოტები კი დაწვესო…
ე. ი. ხეც ტაძარში შევიდა და ამდენი ადამიანის ნატვრა ერთდროულად შეუტანა უფალს..
ნეტავ ჩემი ნატვრაც თან შეიყოლა თუ ტოტებთან ერთად დაწვეს ?… ..

ანა ლაშხელი ონიანი

 

ნანახია:(256)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

საოცარი ოჯახი კალიფორნიაში

ალისა უიჩი ქმართან ერთად ცხოვრობს კალიფორნიაში. მათ ყავთ  8 შვილი. შეძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მიუხედავად 8 შვილისა ალისა  არის ფოტოგრაფი,


„რა არის ის, რაც ესე გვბოჭავს, გვაშფოთებს და გვადარდებს?“…

ადამიანი ხშირად გაურბის საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენას. ხშირად დისკომფორტია ეს. ვცდილობთ დავკავდეთ კითხვით, წერით, მუსიკის მოსმენით, ფიქრით, არაფრის კეთებით, ოღონდ


„სხვისთვის რომ არ გადაედოთ ინფექცია, სიკვდილს აქ ელოდებოდნენ“…

„ეს ანატორის აკლდამებია, ხევსურეთში შატილიდან სამ კილომეტრში მუცოს გზაზე, ამ საოცარი მთის ძირში“ — წერს პაატა ქურდაძე ფეისბუქის პირად გვერდზე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*