ნატურალური სასმელი ლამაზი და სწორი მუცლისთვის | Jolo.ge


ნატურალური სასმელი ლამაზი და სწორი მუცლისთვის

ნატურალური სასმელი ლამაზი და სწორი მუცლისთვის

ზედმეტი ცხიმის მოცილება მუცლის არედან ყველა ქალის სურვილია. როგორც წესი, ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ზონაა და ქალბატონების მცდელობა, ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ სრულდება ხოლმე.

ეს ნატურალური სასმელი დაგეხმარებათ წელის გარშემოწერილობა რამდენიმე სანტიმეტრით შეამციროთ. მისი მიღებისას წონას დაკარგავთ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ორგანიზმიდან წყალიც გამოიდევნება. ფიგურის გარდა ეს სასმელი ტვინის ფუნქციონირებაზე, მხედველობასა და მეხსიერებაზეც დადებითად მოქმედებს.

ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი თაფლი

2 ჩაის კოვზი ვაშლის სიდრის ძმარი;

1 ფინჯანი ახლად გამოწურული გრეიფუტის წვენი.
მომზადება: ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ.
გრეიფუტი შესანიშნავი საშუალებაა ნივთიერებათა ცვლის დასარეგულირებლად. სწორედ ამიტომაა რომ მას ხშირად გამოიყენებენ იყენებენ დიეტის დროს. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ამ ხილის კანის დაყნოსვა დროებით მადასაც თრგუნავს.
თაფლი ძალიან სასარგებლოა როგორც საკვებად, ასევე კოსმეტიკური მოხმარებისთვის. დღეში 1 ს.კ. სრულიად საკმარისია. იგი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას. მისი მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობენის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას, ააქტიურებს ჟანგვით პროცესებს.
ვაშლის ძმარი კი არა მარტო დიეტური პროდუქტია, არამედ გამოიყენება როგორც თერაპევტული საშუალება სხვადასხვა მკურნალობის დროს.
ნაყენის მიღება სასურველია სადილამდე 7 დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ რამდენიმე დღე და თუ საჭირო გახდა, ეს კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. თუ გრეიფუტი არ გიყვართ, მისი ჩანაცვლება ფორთოხლითაც შეგიძლიათ.

წყარო: Alexander Fit-Style

ნანახია:(267)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

20 პროდუქტი, რომლითაც დილა არ უნდა დაიწყოთ

კვება — ეს ერთ-ერთი უმნიშვენლოვანესი ფაქტორია, რომელიც ადამიანი ჯანმრთელობას განსაზღვრავს. ჯანსაღ კვებაზე კი ბევრს იოგურტი და ნატურალური წვენები ახსენდება. როგორი


ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება …

ჯანსაღი კვების აუცილებლობა ცალსახაა. მრავალი პროფესიონალის მიერ კვება განიხილება, როგორც უმთავრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური ფუნქციონირებისთვის. როგორც ინტელექტუალურად, ასავე,


თუ ხანგრძლივი ცხოვრება გსურთ…

გჯერათ ამის თუ არა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ამისთვის ბევრი რამ სულაც არაა საჭირო, მხოლოდ ჯანსაღი საკვები. არსებობს რამდენიმე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<