ნაპოლეონ ჰილის ”უხილავი მრჩევლები” | Jolo.ge


ნაპოლეონ ჰილის ”უხილავი მრჩევლები”

ნაპოლეონ ჰილის ”უხილავი მრჩევლები”

არასოდეს მიმინებებია თავი საყვარელ გმირებად საკუთარი თავის წარმოდგენისათვის. გამოცდილებამ მასწავლა, რომ დიდებაზე არანაკლებია, დიდებასთან მეტოქეობა გრძნობითა და მოქმედებით, არჩეულ მიზანთან მქსიმალურ მიახლოებამდე.

ვიდრე დავწერდი თუნდაც ერთ სტრიქოსნ პუბლიკაციისთვის, ან წარმოვთქვამდი სიტყვას, გამოვიმუშავე ჩვეულება  მემუშავა საკუთარ თავზე. ვქმნიდი საკუარ თავს იმ ადამიანებსი ბიოგრაფიაზე დაყრდნობით, რომლებიც ყველაზე მეტ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ჩემზე. ესენი იყვნენ ემერსონი, პეინი, ედისონი, დარვინი, ლინკოლნი, ბერბენკი, ნაპოლეონი, ფროიდა და კარნეგი. მრავალი წლის განმავლობაში ვეთათბირებოდი მათ, რომელთაც ვუწოდე ‘’უხილავი მრჩევლები.’’

ყოველ საღამოს ძილის წინ ვხუჭავდი თვალებს და წარმოვიდგედი ჩემთან ერთად  ერთ მაგიდაზე მსხდომ უძლიერეს პიოვნებებს. ამასთან არა თუ მქონდა შესაძლებლობა მჯდარიყავი ერთ მაგიდასთან  ადამიანებთან, რომელთაც ვთვლიდი გენიალურებად, არამედ ვხელმძღვანელობდი კიდეც მათ, ვინაიდან, ბუნებრივია, მე ვთამჯდომარეობდი ამ შეკრებებზე. მერწმუნეთ ამ შეხვედრებით არა მხოლოდ სიამოვნებას ვანიჭებდი საკუთარ ფანტაზიას, არამედ დავინახე კონკრეტული მიზანი:საკუთრი ხასიათი გარდამექმნა ისეთნაირად, რომ ის გამხდარიყო ჩემი წარმოსახვითი მრჩევლების ხასიათის სინთეზი.

მე დავიბადე უმეცრებისა და ცრუწმენების გარემოცვაში. ძალიან ადრე შევიგნე, რომ მჭირდებოდა ამ წინააღმდეგობის გადაახვა იმ ნამდვილი ცხოვრების გზაზე, როგორადაც ის მქონდა წარმოდგენილი და ამიტომ დავინახე მიზანი გარდავქმნილიყავი  საკუთარი ნებით როგორ? თქვენ უკვე მოგიყევით.

წარმოსახვითი საბჭოს შეკრების დროს მის ყველა ბრწყინვალე წევრს ვთხოვდი აუცილებელ ცოდნას და რჩევას  და ამას ხმამაღლა ვაკეთებდი. მაგალითად:

– ბატონო ედისონ, მომეცით თქვენი რწმენა, რომელიც დაგეხმარათ ბუნების მრაცვალი საიდუმლოს გაგებაში, თქვენი უნარი შეუპოვარი შრომისა, რომელიც ასე ხშირად გეხმარებოდათ  გამარჯვებაში.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა  შემთხვევაში სხვადასხვანაირად მივმართავდი ჩემს წარმოსახვით ‘’კაბინეტის’’ წევსრებს, იმისდა მიხედვით, თუ ხასიათის რა ნიშნების არზრდა მსურდა იმ მომენტში.

ყოველ საღამოს რამოდენიმე თვის სეანსების  შემდეგ გაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მე მათ ვხედავდი როგორც ცოცხლებს. ისე ცხადად ვუყურებდი ამ შეხვედრებს, რომ შეშინებულმა შემდგომში შევწყვიტე ისინი რამოდენიმე თვით. ისინი ზებუნებრივად მეჩვენებოდნენ და მეშინოდა, თუ სეანსებს გავაგრძელებდი, რაღაც მომენტში დამავიწყდებოდა, რომ ყველაფერი ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის თამაშია.

ჩემი ‘’კაბინეტი’’ სხდომები მიმდინარეობდა  წარმოსახვაში, მათ მე გამიყვანეს თავსგადასავლებისა და ვნებათა ღელვის  შესანიშნავ ბილიკზე. აღმიძრეს აღფრთოვანება ჭეშმარიტი სიდიადის  წინაშე. განიმტკიცერს შემოქმედებითი ძალისხმევა, წაახალისეს პატიოსანი ზრების განვითარება.

ნაპოლეონ ჰილი ”იფიქრე და გამდიდრდი”

მარიამ შარიქაძე

ნანახია:(106)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა …

ძირითადი საფრთხე არა გარედან, არამედ შიგნიდან მოდის. „გარეგანი“ ვერაფერს გვიზამს, თუ „შინაგანი“ ძლიერი და მტკიცეა. *  *  *  ჩვენი ნამდვილი


გინდათ უფრო ყურადღებიანები იყვნენ თქვენს მიმართ?

„ეს მოხდება მიუხედავად იმისა გჯერათ ამის თუ არა“- წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი ხათუნა მუზაშვილი: „გინდათ უფრო ყურადღებიანები იყვნენ თქვენს მიმართ?


გადაწყვეტილებები ბედნიერებისა და მეტი თავდაჯერებულობისთვის…

ბედნიერებისთვის ადამიანს ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია, თუმცა მთავარი ბედნიერება ისაა, როდესაც გჯერა საკუთარი თავის და არ თვლი, რომ ვინმეზე ნაკლები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*