ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან … | Jolo.ge


ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან …

ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან …

თბილი ფერებით გადმოცემული სათქმელი და ნამუშევრები, რომლებიც საოცარ განწყობას გიქმნიან — ეს კესო გიორგაძის ნახატებია … პოზიტივით დამუხტული თითოეული ტილო, რომ უნებურად დადებითად მოქმედებს შენზე.

პირველი პერსონალური გამოფენა, რომელზეც ახალგაზრდა მხატვრის 20-მდე ნამუშევარი წარმოდგენილი, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოეწყო.

კესო, ჯერ სკოლის მოსწავლეა. სამომავლოდ დიდი მიზნები აქვს. მომავალ წელს სწავლის გაგრძელებას უცხოეთში გეგმავს.  უფრო დიდ წარმატებამდე კი მილოცვებს აქ, ამ დარბაზში იღებს.

კესო გიორგაძე: განსაკუთრებული და სრულიად განსხვავებული დღე იყო ჩემთვის. აქამდე ჩემი ნახატები მხოლოდ ჩემ სკოლაში იყო გამოფენილი, დღეს კი უამრავი ადამიანის შეფასება მოვისმინე და ემოციებითა და კეთილი სურვილებით დავიმუხტე.

— რამდენია ხანია რაც ხატავ და შენი გამორჩეული ნახატი რომელია?

— სულ ვხატავ, ამის გარეშე ჩემი თავი არც მახსოვს. გამორჩეული ნახატი არ მაქვს. როცა ვხატავ  მთელ ჩემ ემოციებს და ფანტაზიებს რაშიც ვაქსოვ, იმ მომენტში გამორჩეულად ის მიყვარს.

ჯერ ძიების, პროცესში ვარ. ხან აკრილში ვხატავ, ხან აკვარელში, ხან ფანქარში, მოკლედ შეზღუდვები არ მაქვს. ჯერ ჩემი, გამოკვეთილი მიმართულებაც არ მაქვს. ხატვა მიყვარს და მნიშვნელობა არ აქვს არც მასალას და არც ჟანრს.

ნანახია:(120)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«ბასიანის» სოლო კონცერტი და ალბომის პრეზენტაცია

დღეს, საღამოს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ხალხური სიმღერების ანსამბლი «ბასიანი» სოლო კონცერტს გამართავს. ანსამბლი მაყურებლის წინაშე სრულიად განახლებული პროგრამით


სესილია თაყაიშვილის წერილი მომავალ მსახიობებს

ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობის სესილია თაყაიშვილის გმირები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სწორედ მისმა ინდივიდუალურობამ გამოიწვია ის, რომ მისი პერსონაჟები


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*