ნამდვილი ვირტუოზები არ უშინდებიან დაცემას და როცა ეცემიან, აუცილებლად დგებიან | Jolo.ge


ნამდვილი ვირტუოზები არ უშინდებიან დაცემას და როცა ეცემიან, აუცილებლად დგებიან

ნამდვილი ვირტუოზები არ უშინდებიან დაცემას და როცა ეცემიან, აუცილებლად დგებიან

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ მდიდარ და ღარიბ ადამიანებს შორის განსხვავება ფულშია. სინამდვილეში, ეს უდიდესი მითია. რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი აქაც არის, მაგრამ ეს მხოლოდ მათემატიკური, გარეგანი ფაქტორია.

სინამდვილეში მთავარი განსხვავება მდიდრებსა და ღარიბებს შორის, ეს არის აზროვნების დონე და მასშტაბი.

სიღარიბე ფულისა და ნივთების ნაკლებობა კი არ არის, არამედ, პირველ რიგში გონებრივი მდგომარეობაა!

ვინ არის შინაგანი თამაშის ვირტუოზი?

ეს არის პიროვნება, რომელიც სიუხვის კატეგორიებით აზროვნებს. მისთვის ფული არა მიზანი, არამედ საშუალებაა, რომელიც მისი დანიშნულების რეალიზებაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, მას ყოველვის აქვს ფული და თანაც — ჭარბად. ვირტუოზი — ეს არის ადამიანი, რომელიც გონებრივად, სულიერად, ემოციონალურად და ფიზიკურად ვითარდება. მან გამოამჟღავნა საკუთარი დანიშნულება და თავით გადაეშვა მის რეალიზებაში. ის არ აზროვნებს დეფიციტური კატეგორიებით, რადგან მაღალი ნორმის დონე აქვს და უშიშრად აბიჯებს განუსაზღვრელობაში. მას არ აღელვებს სტაბილურობა და გარანტირებული ხელფასი, რადგან შემოქმედია და თავისუფლად მიდის რისკებზე.

ერთხელ ჰენრი ფორდს ჰკითხეს:

— რას იზამდით, მთელი თქვენი ქონება რომ დაგეკარგათ?

— ყველაფერს ახლიდან დავიწყებდი და 5 წლის შემდეგ უფრო დიდ ფინანსურ წარმატებას მივაღწევდიო, — მიუგო ფორდმა.

დამტკიცებული ფაქტია! თუ ვირტუოზს ექნება ბიზნესი, მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერს დაკარგავს, გარკვეული დროის შემდეგ, დიდი ალბათობით ის ყველაფერს უკან დაიბრუნებს.

თუ ღარიბი შემთხვევით გამდიდრდება [მემკვიდრეობა, ლატარია და ა.შ.], ეს ფულები ძალიან მალე, ფაქტიურად გარანტირებულად, აზროვნებით მდიდარ ადამიანებთან დაბრუნდება. აზროვნებით ღარიბი ადამიანი არ დგამს თამამ ნაბიჯებს თავისი სულიერი და მატერიალური კაპიტალის გასამრავლებლად. ეს ყველაფერი კი ტოქსიკური რწმუნებულებებისა და შეცდომის დაშვების შიშის გამო ხდება.

სწორედ ტოქსიკურ რწმუნებულებებს და შეცდომის დაშვების შიშს გვინერგავენ სკოლიდან, შემდეგ კი საქმეში ერთვებიან კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები და ასე გვაქცევენ რეაქტიურ ადამიან-ნივთებად, სადაც მხოლოდ მზა შაბლონები და შიშზე დაფუძნებული, წარსულის მიერ განპირობებული, დაუსაბუთებელი და ილუზორული სტანდარტები და ნორმებია.

რატომ ხდება ასე?

სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია — საგანმანათლებლო სისტემის პროგრამა საბჭოთა კავშირის შემდეგ ფაქტიურად არ შეცვლილა… ანუ არ შეცვლილა ფესვებში, უბრალოდ, ფასადი შეიცვალა. ხოლო მაშინდელი სისტემის იდეა ძალიან მარტივი იყო: კვალიფიციური შემსრულებლების მომზადება, რომლებიც არასდროს იკითხავენ, «რისთვის?» და «რატომ?»… რომლებიც უსიტყვოდ შეასრულებენ უფროსების მიერ გაცემულ ბრძანებებს.

სამწუხაროდ, ჩვენს მშობლებს ეს არ ესმით, გვიქადაგებენ რა ისეთ იდეებს, როგორებიცაა:

  • ნუ გამოყოფ ცხირს;
  • ზედმეტად ნუ აქტიურობ;
  • რას იფიქრებს ხალხი;
  • იყავი მართალი;
  • კარგად ისწავლე;
  • და ა.შ.

შესაძლოა, შენ ახლა გაგიკვირდა და პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდა ისეთ მტკიცებულებაზე, როგორიცაა, მაგალითად: «იყავი მართალი!» მაგრამ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ იმისათვის, რომ სოციალურ პარადიგმაში იყო მართალი, საჭიროა, ვიღაც სხვა, ან სხვები იყვნენ მტყუანები… ეს უკვე ეგოიზმე დაფუძნებული პარადიგმაა, რასაც მთელი ცხოვრება გვიინსტალირებენ ქვეცნობიერში.

დაივიწყე ამის შესახებ! სინამდვილეში, შენ არ უნდა აყენებდე შენს ეგოს «სუფრის თავში», უნდა გამოირჩეოდე ერთფეროვანი მასისგან, უნდა გამოყო ცხვირი და დაუშვა შეცდომები… აზროვნებით ღარიბები მთელი თავიანთი ცხოვრება დარჩებიან უფერულები, თუ რა თქმა უნდა, არ გარისკავენ, განვითარდნენ და გახდნენ ნამდვილები.

დაუშვი შეცდომები! მხოლოდ ასე შეძლებ ზრდას და განვითარებას.

ადამიანებს ეშინიათ, რომ არაფერი გამოუვათ, მათ ეშინიათ, რომ ჩადებული ფული არ მოუტანთ შედეგს. სინამდვილეში, არ უნდა გვეშინოდეს ამის, მაგრამ თუ მაინც ვერ მიიღებ შედეგს, გაკვეთილი გამოიტანე ყოველივე ამიდან და შემდგომ გამოიყენე ეს გამოცდილება.

საკუთარ შეცდომებზე სწავლა!

სწორედ უმოქმედობა, რისკისგან გაქცევა და სტაბილურობისკენ სწრაფვაა ყველაზე დიდი რისკი!

ნამდვილი ვირტუოზები არ უშინდებიან დაცემას და როცა ეცემიან, აუცილებლად დგებიან და მომდევნო შეცდომას უშვებენ, შემდეგ კი კვლავ დგებიან. მიბაძე მათ!

ავტორი: გიორგი თვალაძე

ნანახია:(151)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რიჩარდ ბრენსონის 9 პრინციპი

1. ადექი და გააკეთე! ეს რიჩარდ ბრენსონის კრედოა. ეს არაჩვეულებრივი საჩუქარი [რწმუნებულება] მან ოჯახისგან მიიღო, სადაც ყოველთვის „აკეთებდნენ“ და მიუხედავად


„გარისკე ცხოვრება… თამამად გადალახე რუბიკონი… “

ყველაზე დიდი ადამიანური სისუსტე — ეს არის შიში, რომელიც საკუთარი თავის არ ცოდნიდან და ყალბი, შაბლონური რწმუნებულებებიდან იღებს სათავეს. ეს


ბიზნესის წარმოების 22 წესი ებრაელებისგან

ებრაელი ხალხი უძველესი დროიდან ცნობილია ბიზნესის მართვის ხელოვნებით, ასევე, საზოგადოებაში თავის დამკვიდრებით და არც ისე ცოტა ქონების დაგროვების უნარით. გვერდიდან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*