«ნამდვილი შიში — სიყვარულის წინაშე შიშია, რწმუნებულებების ერთადერთი მიზანია — ამის გაცნობიერებაში ხელი შეგვიშალოს…» | Jolo.ge


«ნამდვილი შიში — სიყვარულის წინაშე შიშია, რწმუნებულებების ერთადერთი მიზანია — ამის გაცნობიერებაში ხელი შეგვიშალოს…»

«ნამდვილი შიში — სიყვარულის წინაშე შიშია, რწმუნებულებების ერთადერთი მიზანია — ამის გაცნობიერებაში ხელი შეგვიშალოს…»

ბაირონ ქეითის «სამუშაო» ყველაზე ღრმად გვხსნის და ყველაზე სათუთად, ფაქიზად, უმტკივნეულოდ საკუთარ თავთან გვაბრუნებს, ილუზიებისგან გვათავისუფლებს და საკუთარ თავში ძალიან დიდ სიყვარულს გვაცნობიერებინებს, რასაც ხშირად ყველაზე მეტად გავურბივართ და რისიც ხშირად ყველაზე მეტად გვეშინია…

ბაირონ ქეითს ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა აქვს:
«ნამდვილი შიში — სიყვარულის წინაშე შიშია, რწმუნებულებების ერთადერთი მიზანია — ამის გაცნობიერებაში ხელი შეგვიშალოს.»
«The real fear is fear of love. The only purpose of beliefs is to be an obstacle to that awareness.»

ჩვენ ადამიანებს გვეშინია სიყვარულის, მისი მიღების, აღიარების, გაცნობიერების, გათავისების, განცდის, რადგან სიყვარულის წინაშე ყველანი ვშიშვლდებით და სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, ილუზიად იქცევა და ქარწყლდება…

მხოლოდ სიყვარული კურნავს ყველაფერს და ჩვენი მთავარი გამოწვევაა მის მიმართ გავიხსნათ და ის მივიღოთ, მივენდოთ და მივცეთ მას უფლება წარგვმართოს.

ბაირონ ქეითის «სამუშაო»-ს ყოველი სესია ჩვენში სიყვარულის ყოველ ახალ სიღრმეს და შრეს ხსნის, ყოველ ჯერზე ჩვენი გული უფრო მეტად იხსნება, თავისუფლდება და ვუბრუნდებით საკუთარ ჭეშმარიტ არსს — რომელიც სიყვარულია.

მიხარია და მადლიერი ვარ, რომ ამ გზამ და ამ მეთოდმა ამირჩია. ამ მეთოდით მუშაობა საკუთარ თავთან და ჩემს კლიენტებთან უდიდესი სიამოვნებაა, ყოველი სესია ჩემს სულს მალამოდ ედება.

უბრალოდ მადლიერი ვარ…
შეიძლება თქვენც გსურდეთ ეს განიცადოთ და მე მზად ვარ «სამუშაოს» სესიებით დაგეხმაროთ და მხარი დაგიჭიროთ ამ პროცესში საკუთარ თავთან, შინ დაბრუნებაში.

სიყვარულით, თინი ბასილაია

ნანახია:(312)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

„მოვინდომე და გავიარე“ — დაუჯერებელი ისტორიის ორი გმირი

ხათუნა მუზაშვილისა და ანა-მარიას საოცარ ისტორიას სანამ მოგითხრობთ , მანამდე მინდა ის პრაქტიკული სავარჯიშოები გაგიზიაროთ, რომელიც რწმენას შეგმატებთ, საკუთარ ძალებში


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ“ – სასწაულმოქმედი რეცეპტი

– ნამახვამდის, ძვირფასო და დაიმახსოვრეთ: აპატიეთ, აპატიეთ და კიდევ ერთხელ, აპატიეთ! სამჯერ დღეში ჭამის შემდეგ! გისურვებთ ჯანმრთელობას! შემდეგი! – ექიმო, გამარჯობათ!


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ჩინელი ბრძენი, ფენ-შუის საიდუმლო და გამდიდრებული ახალგაზრდა

გზაზე მიმავალ ჩინელ ბრძენს წყალი მოსწყურდა. ერთ-ერთ ღარიბულ ქოხთან შეჩერდა და იქვე მჯდომ ახალგაზრდა კაცს წყალი სთხოვა. ახალგაზრდამ გატეხილი ფიალით


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*