„მზეო ამოდი“ — იყო ერთი უცნაური კაცი… (იგავი) | Jolo.ge


„მზეო ამოდი“ — იყო ერთი უცნაური კაცი… (იგავი)

„მზეო ამოდი“ — იყო ერთი უცნაური კაცი… (იგავი)

ის ყოველ დილით მზეს აღვიძებდა!

გათენებამდე გამოვიდოდა აივანზე, დადგებოდა პირით აღმოსავლეთისკენ და დაიწყებდა ძახილს:

– მზეო ამოდი! მზეო ამოდი!

და ასე, სანამ მზე არ ამოვიდოდა.

– მადლობა მზეო! – იტყოდა ის მაშინ და ბედნიერი სახით შებრუნდებოდა სახლში.

მზის ამოსვლა

ასე გრძელდებოდა ყოველდღე დიდი ხნის განმავლობაში, სანამ ერთხელ ამ ამბავს შემთხვევით ერთი მისი მეზობელი არ შეესწრო.

– შენ რა, გაგიჟდი?! – დაუძახა მან. – რას გაჰყვირი დილაუთენია, მაგის გარეშე არ ამოვა მზე თუ რა?!

– არა, არ ამოვა! – უპასუხა კაცმა და სახლში შევიდა.

მეზობელმა თვალთვალი დაუწყო. როცა იგივე განმეორდა მომდევნო დღეებშიც, დაასკვნა რომ კაცი გაგიჟდა და ამის შესახებ თანასოფლელებს აცნობა. ისინიც მეორე დილით შეუმჩნევლად დაუდარაჯდნენ და დარწმუნდნენ, რომ მეზობელი არ ტყუოდა.

– რას აკეთებ ადამიანო?! ეს ხომ მზეა და ის დასაბამიდან ასე ამოდის ყოველ დილით და ჩადის ყოველ საღამოს. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს შენ დაუძახებ თუ არა, დაანებე თავი…

– თქვენ არ გესმით. ეს მე ვაღვიძებ მზეს ყოველ დილით, ჩემი დახმარებითაა რომ ამოდის და გვჩუქნის თავის მაცოცხლებელ სითბოს და სინათლეს! ასე რომ არ გავაკეთო, ქვეყანა ბნელში ჩაიძირება!

მეზობლები ცდილობდნენ აეხსნათ მისთვის ასეთი საქციელის აბსურდულობა, ის კი მაინც თავისას გაიძახოდა.

კამათი დიდხანს გაგრძელდა მაგრამ კაცს ვერაფერი შეასმინეს. მაშინ მეორე დილით, გათენებამდე, მასთან სახლში მივიდნენ – შებოჭეს, პირი აუკრეს, აივანზე გამოიყვანეს, და უთხრეს:

– ახლა შენ ვერ დაუძახებ მზეს, მაგრამ უყურე და ნახავ რომ ის მაინც ამოვა.

კაცი თავიდან მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ ვერაფერს გააწყობდა და ახლა უკვე გაყუჩებული, შიშით შესცქეროდა ჰორიზონტს.

ყველანი მოლოდინში გარინდულიყვნენ…

ცოტახანში ჰორიზონტმა დაიწყო წითლად შეფერადება და მალე მზეც ამოვიდა!

ყველამ კაცს შეხედა: – მას თვალები თანდათანობით ცრემლებით აევსო და… ატირდა!

– კარგი, დამშვიდდი!

უთხრეს მას თანაგრძნობით, გაათავისუფლეს და წასვლა დააპირეს, რომ უცებ ჩაესმათ მისი სიტყვები:

– მე ვიცოდი, – ამბობდა ის და ცრემლიანი, მაგრამ რაღაცნაირად სიხარულით თუ აღტაცებით გაბრწყინებული თვალებით უყურებდა მზეს, – მე ვიცოდი, რომ შენ ამას შეძლებდი მზეო, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შენ ამას როდისმე ჩემი დახმარების გარეშეც მოახერხებდი და შენ გააკეთე ეს! ყოჩაღ მზეო! ყოჩაღ! მე ვამაყობ შენით!

სიყვარულით და პატივისცემით, ხვიჩა მებონია

წყარო:http://mebonia.com/

ნანახია:(572)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული

დღეს, ხშირად გავიგონებთ: საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება, საკუთარ თავს პატივი უნდა სცე და ა.შ მაგრამ, დაფიქრებულხართ, თითქოს ამ


ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების საიდუმლო …

ცალ-ქმარმა 60 წელი იცხოვრა ერთად. მათ  მთელი ცხოვრება, არ ჰქონიათ ერთმანეთისგან არფერი დამალული. მხოლოდ, ერთ საიდუმლოს ინახავდა ცოლი. კარადის ზედა


ბედნიერების შვიდი ციკლი, ანუ შემთხვევით არაფერი ხდება

შეგინიშნავთ, რომ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს დაახლოებით ერთი და იგივე ამბები გადაგვხდება ხოლმე თავს? თუ არა, დააკვირდით, რადგან ადამიანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*