„მზე რომელიც ღამე ამოდის“ — სულა სულაშვილი

by admin | Январь 21, 2018 14:22

— მოგისმენიათ ოდესმე გულწრფელი ლოცვა?

— დიახ პროფესორო.

— სად, ეკლესიაში? — ისე მკითხა, რომ თავი არც აუწევია.

— არა, საავადმყოფოში, მომაკვდავის საწოლთან.

პროფესორმა სათვალე გაისწორა, თვალები ოდნავ მოჭუტა და შემომხედა.

— გინახავს გულწრფელი სიყვარულით ანთებული თვალები და კოცნა?

— დიახ პროფესორო.

— სად, ეკლესიაში ჯვრის წერის დროს?

— არა პროფესორო. აეროპორტში, სადაც შეყვარებულები ერთანეთს აცილებენ.

პროფესორი რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა.

— ვინ გითხრათ, რომ მე ათეისტი ვარ?

— ინტუიციამ მიკარნახა.

— მომეცით თქვენი ჩათვლის წიგნაკი.

— ინებეთ…

— ახლა რას გკარნახობთ ინტუიცია?

— იმას, რომ მომავალ სემესტრში სტიპენდიას ისევ ავიღებ.

თქვენ კი აუცილებლად წახვალთ საავადმყოფოში, შემდეგ აეროპორტში და ბოლოს უეჭველად შეაღებთ ეკლესიის კარს…

სულა სულაშვილი — „მზე რომელიც ღამე ამოდის“

ნანახია:(20004)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mze-romelic-game-amodis/