„მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს“ | Jolo.ge


„მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს“

„მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს“

✅„რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“

✅„მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის წყვდიადის სასოწარკვეთილებაა, რომელიც სიბნელეს მოსდევს და მასვე მიჰყვება.“

✅ „დავიწყება! რა სიტყვაა! მასშია შიში, ნუგეში, მოტყუება! ვინ შეძლებდა ცხოვრებას, დავიწყება რომ არა? მაგრამ ვის შეუძლია დაივიწყოს ყველაფერი, რისი გახსენებაც არ სურს?“

✅ „დედამიწაზე ყველაფრისათვის საკმარისია ადგილი. მხოლოდ ადამიანებს არა აქვთ ადგილი.“

✅ „იცხოვრო — ნიშნავს იცხოვრო სხვებისთვის.“

✅ „ადამიანი მუდამ მარტოა და თან არასოდეს არის მარტო.“

✅„ადამიანი დიდია თავის ზრახვებში, მაგრამ უძლურია მათ განხორციელებაში. ამაშია მისი უბედურებაც და მომხიბვლელობაც.“

✅„თუ რაიმეს გაკეთება გინდა, არასოდეს იკითხო, ამას რა მოჰყვება, თორემ ვერაფერს გააკეთებ.“

✅ „მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს.“

✅ „ჩვენ არ ვიხოცებით, კვდება დრო, წყეული დრო. კვდება განუწყვეტლივ. ჩვენ კი ვცოცხლობთ, უცვლელად ვცოცხლობთ. როცა შენ იღვიძებ, გარეთ გაზაფხულია, როცა იძინებ — შემოდგომა, მათ შორის კი გაიკიაფებს ხოლმე ზამთარი და ზაფხული და, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ მარადიულნი და უკვდავნი ვართ, როგორც გულისცემა, ან წვიმა, ან ქარი.“

✅ „სიმშვიდე კარგია, როცა თვითონ ხარ დამშვიდებული.“

✅ „ზოგჯერ იაფფასიანი მუსიკა უფრო შეგირყევს სულს, ვიდრე შოპენის ყველა ნოქტიურნი.“

✅ „საღამო ირონიული დაცინვით იჭყიტება ღია ფანჯარაში.“

✅ „ქალი სიყვარულისგან ფხიზლდება, კაცი კი ჭკუას კარგავს.“

✅„აცხოვრე ქალი თუნდაც რამდენიმე დღე იმ ცხოვრებით, რომლის უზრუნველყოფაც მისთვის მუდმივად არ შეგიძლია, და აუცილებლად დაკარგავ.“

✅ „ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა უკვე ვეღარაფერს გრძნობს.“

✅ „ადამიანი სუსტია და ეს გახლავთ მისი მომხიბლაობაც!“

✅ „ქალი ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო. ყველაფერი დანარჩენი სიცრუეა.“

✅„გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს. ტკივილს გვაყენებს მხოლოდ „მანამდე“ და „შემდეგ“.“

✅„რა უბადრუკნი ხდებიან ჭეშმარიტებანი, როცა ხმამაღლა გამოთქვამ.“

✅„გამარჯვება უდარდელობას იწვევს.“

ერიხ მარია რემარკი — „ტრიუმფალური თაღი“

ნანახია:(2726)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«- არ დაურეკო — ორივეს გვიბრძანა დახლთან მდგარმა «ცეცხლისფერმა» ქალმა»…

სოფელში ხომ დღე არ გავა, რომელიმე «მარიტა» არ შესვან ვირზე და არ ამოილაფონ თავადაც. არ უყვართ ის ქალი. აიჩემეს :


გოგლა ლეონიძე და გალაკტიონი

მას ერთხელაც არ წამოსცდენია გალაკტიონი ლოთიაო. ჰოდა, როცა მწერალთა კავშირში გალაკტიონი გააფრთხილეს, თუ სმას თავს არ დაანებებ, კავშირიდან გაგრიცხავთო, გოგლა


«მე თქვენ მახსოვხართ» …

რამდენიმე წლის წინ ამანათი მივიღე… გამომგზავნის გვარი და სახელი ბევრს არაფერს მეუბნებოდა… ყუთი იმდენად მსუბუქი იყო, ვიფიქრე ჩემთვის განკუთვნილი საჩუქარი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*