„მხოლოდ გიყვარდეს – და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ“ | Jolo.ge


„მხოლოდ გიყვარდეს – და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ“

„მხოლოდ გიყვარდეს – და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ“

ნეტარი ავგუსტინეს ქადაგებები:

„ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.“

«თავი და არსი (შეიძლება ითქვას, სული) ყველა სათნოებისა არის სიყვარული, რომლის გარეშეც არაფერს ნიშნავს არც მარხვა, არც ღამისთევა, არც შრომა. ეშმაკს ყველაფერში შეუძლია მიბაძოს ადამიანს: მარხვას დავასახელებთ? – იგი საერთოდ არაფერს ჭამს; ღამისთევა? – მას არასოდეს სძინავს და ყოველთვის ფხიზლობს. მხოლოდ სიყვარულისა და თავმდაბლობის მიბაძვა არ ძალუძს მას.»

«კეთილი, თუნდა მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია.»

«ზოგიერთები ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტყვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის.»

«ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, რომელიც მოჭარბებულიდან აძლევს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისათვის.»

„ზოგიერთი ვნება ხორცისთვისაა დამახასიათებელი, სხვა კი – სულისთვის. ერთისგან თავდაცული და მეორის მიმართ დაუდევარი იმის მსგავსად იქცევა, ვინც თავისი ვენახი მაღალი ღობით შემოღობა მხეცებისგან დასაცავად და ამასთან ერთად იგი მტაცებელი ფრინველებისთვის სრულიად დაუცველი დატოვა.“

„არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.“

„ვინც უსამართლობას დაინთმენს, მისი მწუხარება სჯობს იმის სიხარულს, ვინც არასწორად მოქმედებს.“

„უმჯობესია, თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე ამაყად იქებდე თავს სათნოებებით.“

„მხოლოდ გიყვარდეს – და მაშინ შეძლებ, გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ.“

„თუკი უფალი გადადებს თავის სასჯელს, შენ ნუ გადადებ შენს გამოსწორებას.“

„როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე.“

ნანახია:(1013)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ფაქტები ავსტრალიის შესახებ 

ავსტრალია ამავე სახელწოდების კონტინენტზე მდებარე განვითარებული სახელმწიფოა, რომელიც ბრიტანეთის თანამეგობრობაში შედის. ქვეყანას არცერთ სხვა სახელმწიფოსთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია. არსებობს


7 რჩევა…

თუ ხშირად გამოუძინებელი ხართ: ცუდია, თუ დღე-ღამის განმავლობაში 7 საათზე ნაკლები გძინავთ. ცნობისთვის, ყველაზე დიდხანს ის ადამიანები ცოცხლობენ, ვისაც დღე-ღამეში 9


წერილი ჩემს მომავალ სიძეს :):):):):)

გამარჯობა ჩემო ძვირფასო, ამ წერილს გაცილებით ადრე გწერ ვიდრე უნდა გაგიცნო, შენი გაცნობა სიმართლე გითხრა არ მეჩქარება, მაგრამ რაღაცეების თქმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*