„მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ამას“ — გიორგი თვალაძე | Jolo.ge


„მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ამას“ — გიორგი თვალაძე

„მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ამას“ — გიორგი თვალაძე

თვითდისციპლინა — ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა და მიზანმიმართული აღზრდა. ამ მუშაობაში მთელი ძალები საკუთარ თავზეა მიმართული და ამ სამიანობის შედეგიც თავად ჩვენ ვხდებით,

უბრალოდ, ამჯერად ჩვენ უკვე სხვა ვართ — აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნება.

ეს რთული სამუშაოა, რადგან გიწევს საკუთარ თავს მიუდგე, როგორც პროექტს. შენ თავად ქმნი პროექტს, თავად მოქმედებ და თავად იღებ შედეგს. სხვა აქ არაფერ შუაშია და მეტიც, ზედმეტია.

რატომ ჩნდება საკუთარი თავის შეცვლის სურვილი?

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს სურვილი ყველას უჩნდება… ყველას უნდა იყოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, მაგრამ… მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ამას.

შენ გრძნობ, რომ ჭაობში ცხოვრობ და ყველაფრის შეცვლის სურვილი გიჩნდება. შენ აცნობიერებ, რომ — იმისათვის, რომ მოახდინო რადიკალური ცვლილებები გარესამყაროში, საჭიროა დაიწყო შიგნიდან. შენ შესაძლოა არ მოგწონს და ხელს გიშლის გარკვეული ჩვევები [მაგალითად ეწევი და სუნი აგდის]. შენ გინდა გათავისუფლდე ამ ჩვევებისგან და მათ ნაცვლად გქონდეს ჯანსაღი და განმავითარებელი ჩვევები.

ამ შემთხვევაში, შენ იწყებ გზების ძებნას, ისახავ მიზანს და იწყებ მოქმედებას. ეს მოქმედება მშენებლობას გავს.

რაც უფრო მასშტაბურია მიზანი, მით უფრო ხანგრძლივია მშენებლობის პროცესი!

როგორც წესი, თავიდან ემოციაზე ხარ და გეჩვენება, რომ მაგარ შედეგებს იღებ, მაგრამ ძალიან მალე, როდესაც დაიცლება ნებისყოფის ძალის ფიალა, შენ ეშვები… გეჩვენება, რომ შენ მოქმედებებს შედეგი აღარ მოაქვს და ცვლილებები არ დგება…

აი სწორედ აქ დგება გარდამტეხი მომენტი…. სწორედ აქ მიყვება ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა საცერს და თავის საწყის ნიშნულს უბრუნდება. არადა, სინამდვილეში, შედეგი დგება… შეიძლება შენ ვერ გრძნობ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ მოქმედებ, არ ჩერდები და უმკლავდები შინაგან წინააღმდეგობებს, უკვე შედეგია.

მთავარია საზრისი! რაც უფრო სიღრმისეულია პასუხი კითხვაზე «რისთვის?» მით უფრო ძლიერია შთაგონება. რაც უფრო ძლიერია შთაგონება, მით უფრო მძლავრია მოქმედება. რაც უფრო მძლავრია მოქმედება, მით უფრო ახლოა შედეგი!

თვითდისციპლინა ათავისუფლებს!

გიორგი თვალაძე

ნანახია:(160)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

იცინეთ ბევრი და ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს

„საყვარელებო და ძვირფასებო, ხშირად ჩაეხუტეთ ერთმანეთს“ — გვირჩევს ინდოეთიდან სიცილის თერაპიის ქართველი მკურნალი მაგნო შავდია და გულწრფელი ჩახუტებისა და გულიანი სიცილის მაგიური


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

„დედა თუ არ არის თავდაჯერებული, ეს ბავშვს ვნებს“…

ამონარიდი მასარუ იბუკას წიგნიდან «სამის მერე უკვე დაგვიანებულია» 1. ტვინის სტრუქტურა სამ წლამდე ფორმირდება. 2. ბავშვი მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რაც


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ცნობიერის I – II – III დონე — წარმატების საიდუმლოებები

„ადამიანის წარმატება ან წარუმატებლობა მისი ცნობიერის მდგომარეობაა“- ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და ცნობიერის სამ დონეზე საუბრობს. თამარ კვარაცხელია: „ცნობიერი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*