„მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია“ | Jolo.ge


„მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია“

„მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია“

ერთი აღმოსავლური გამოთქმაა, მიყვარს ძალიან:

„ერთხელ ერთ სუფიას ჰკითხეს: «როგორ უნდა ამოვიცნოთ სულიერი ადამიანი?» სუფიამ უპასუხა: «ეს არ არის ის, რასაც ლაპარაკობს, არც ის, როგორადაც ის გეჩვენება, არამედ ის ატმოსფერო, რომელიც იქმნება მისი თანდასწრებით. აი რა არის ამის დამადასტურებელი. ვინაიდან არავის ძალუძს შექმნას ატმოსფერო, რომელიც მის სულს არ ეკუთვნის..»

ადამიანი მხოლოდ იმას გასცემს რაც უკვე მასშია (მხოლოდ პირდაპირი გაგებით არ უნდა მივიღოთ ეს ოღონდ, გაცემა ხომ მაინც და მაინც რაღაც ნივთის ჩუქებას არ ნიშნავს). იმიტომაც ივსება ეს ატმოსფერო მის გარშემო იმ ენერგიით, რასაც თვითონ ატარებს. სიყვარულით სავსე ადამიანი მხოლოდ სიყვარულს ჩუქნის სხვებს, ტკივილით სავსე — სხვასაც ტკენს, ნაწყენი — სხვასაც ანაწყენებს… და მნიშვნელობა არ აქვს იმის უკან რას ლაპარაკობს, მხოლოდ ამით შეიძლება დაინახო ადამიანი რისი მატარებელია.

EM MA
 ემა ომანაძე

ნანახია:(214)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„სიყვარული — ათავისუფლებს“…

* ეგო — ფიქრობს, როგორ მიიღოს; * სიყვარული — ფიქრობს, როგორ გასცეს; * ეგო — აცალკევებს და ჰყოფს; * სიყვარული


როგორ ქმნის გონება ჩვენს რეალობას ანუ …

„როგორც ფიზიკური სხეული საჭიროებს საკვებს სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად, ასევე, გონება საჭიროებს ჩვენი რეალობის შესაქმნელად, საშენ მასალად – აზრებს“ — წერს


10 უმოწყალო ნაბიჯი, ნებისმიერი მიზნის მისაღწევად 

«თუ ცეკვა გულით გინდა, იცეკვე თავსხმა წვიმაშიც, რადგან შესაძლოა, წვიმამ ძალიან დიდხანს არ გადაიღოს!» © ისრაელმორ ეივორი ადამიანები ხშირად ელიან,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*