მუსიკის ჟანრის მიხედვით შეიძლება ადამიანის პიროვნების ტიპის განსაზღვრა | Jolo.ge


მუსიკის ჟანრის მიხედვით შეიძლება ადამიანის პიროვნების ტიპის განსაზღვრა

ძველი დროის ექიმებიჰიპოკრატე, თეოფრასტე, ცელსიუსი, აურელიანუსი, გალენი და სხვები თავიანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას. სწორად შეჩეული მუსიკა უხსნის ადამიანს არასასიამოვნო განწყობასა და დეპრესიას, რაც მისთვის ერთგვარი კათარზისია. 

ფსიქოლოგები კი ამტკიცებენ, რომ მუსიკის ჟანრის მიხედვით, რომელსაც ადამიანი უსმენს, შეგვიძლია მისი პიროვნების ტიპის განსაზღვრა.

მათი დასკვნით,

პოპ – მუსიკის მოყვარულები, როგორც წესი, ექსტრავერტები არიან. მათთვის დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, სამართლიანობა და ცოტაოდენი სიმორცხვე (ექსტრავერტი – ცხოვრების სოციალურ და პრაქტიკულ ასპექტებს, რეალურ გარე ობიექტებსა ოპერაციებს ანიჭებს უპირატესობას. კომუნიკაბელური, ოპტიმისტი, იმპულსური, ნაცნობების ფართო წრე ჰყავს და აქვს ემოციებსა და გრძნობებზე სუსტი კონტროლი), ასევე აქვთ მაღალი თვითშეფასება, მაგრამ ნაკლებად შემოქმედებითი და საკმაოდ შებორკილები არიან.

რეპისა და ჰიპ – ჰოპის მსმენელთა უმეტესობა ძალიან კომუნიკაბელურია, მათთვის დამახასიათებელია მაღალი თვითშეფასება. როკმუსიკისა და მძიმე მეტალის თაყვანისმცემლები, როგორც ცნობილია, ძალიან რბილი ხასიათისანი არიან, მიუხედავად იმისა, რომ აგრესიულებად და სასტიკებად თვლიან. ისინი წარმოადგენენ შემოქმედებით ადამიანებს, ძალიან დაბალი თვითშეფასებით. მაგრამ მათ შორის ბევრია ინტროვერტი (ინტროვერტი – უპირატესობას ანიჭებს საკუთარი წარმოსახვების და აზრების სამყაროს. მშვიდი, მორიდებული, უყვარს წესრიგი ყველაფერში, ნაკლებად კონტაქტური, აკონტროლებს თავის გრძნობებს).

ქანთრის თაყვანისმცემლები ჩვეულებრივ შრომისმოყვარე და კომუნიკაბელურები არიან. ამასთანავე ადამიანები, რომლებსაც ეს ჟანრი იზიდავთ, ხშირად ემოციური სტაბილურობით გამოირჩევიან, რადგანაც ქანთრი – სიმღერები ხშირად სევდიანია.

საცეკვაო მუსიკის მოყვარულები კომუნიკაბელურები, თავდაჯერებულები არიან, კლასიკის მსმენელები – შემოქმედებითები, თუმცა, უმეტესწილად, საკუთარ თავში ჩაკეტილები.

ჯაზი, ბლუზი და სოული საკუთარ თაყვანისმცემლებს მაღალი თვითშეფასების ექსტრავერტებად ახასიათებს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ისინი არიან შემოქმედებითები, განათლებულები და კომუნიკაბელურები.

 

 

 

 

 

ნანახია:(21)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

რამდენიმე სასარგებლო რჩევა ქალბატონებს

ერიდეთ მამაკაცთან ურთიერთობას, თუ… – გეუბნებათ, რომ მის პირველ სიყვარულს აგონებთ. მას ან სძულს, ან ჯერ კიდევ ახსოვს ის: ორივე


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

რა შედეგი აქვს ღამით ერთი ჭიქა წყლის დალევას?

აუცილებლად წასაკითხი! ყოველთვის არსებობს ისეთი რამ, რის შესახებაც არაფერი ვიცით… იცით თუ არა რატომ უნდებათ ადამიანებს ჭარბი რაოდენობით შარდვა ღამის


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

= კამეჩები დალტონიკები არიან. = როდესაც ზვიგენი მსხვერპლს იჭერს, ის თვალებს ხუჭავს, რათა ნადავლმა მას თვალები არ დაუზიანოს. = ზღარბის ეკლები წარმოადგენენ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*