მ უ დ რ ე ბ ი  და ხელის თითების მნიშვნელობები | Jolo.ge


მ უ დ რ ე ბ ი  და ხელის თითების მნიშვნელობები

მ უ დ რ ე ბ ი  და ხელის თითების მნიშვნელობები

ადამიანის ორგანიზმი ურთულესი ამოცანაა, რომლის ამოხსნასაც ასწლეულებია ცდილობენ. მას აქვს თვითგანკურნების უნიკალური შესაძლებლობები. ადამიანები, საკუთარი სხეულის რესურსების მხოლოდ რამოდენიმე პროცენტს იყენებენ, სინამდვილეში კი მას საოცარი თვისებები გააჩნია.

როგორც ცნობილია, ხელი, სხეულის შინაგან ორგანოებთან არის მჭიდროდ დაკავშირებული, რითაც ის საშუალებას იძლევა სათანადო ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას და შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა. აღმოსავლური კულტურის უძველესმა წარმომადგენლებმა დატოვეს უნიკალური პრაქტიკა, რომლის დროსაც ადამიანი ხელის თითებით გარკვეულ კომბინაციებს ასრულებს, სადაც თითოეულ კომბინაციას მისი აზრი და დატვირთვა გააჩნია. ამ კომბინაციებს  მ უ დ რ ე ბ ი  ეწოდება.

მუდრა, ქართულად ითარგმნება, როგორც “სიხარულის ჩუქება”. მათი შესრულებისას სული სიხარულით და ნეტარებით ივსება, რაც მუდრების სისტემატური შესრულებისას მჟღვნდება. მუდრები ძალიან დიდი ხანია რაც ბიოენერგეტიკაში გამოიყენება. ისინი ადამიანს ცხოვრებისეული სიტუაციების მოგვარებაში, სიმშვიდის მოპოვებასა და გონებრივი სამუშაოების დაძლევაში ეხმარება. სტუდენტები, რომლებიც ამ პრაქტიკას იყენებდნენ, ამბობენ, რომ სწავლა და მასალის დამახსოვრება ბევრად მარტივდებოდა და გამოცდებსაც უპრობლემოდ აბარებდნენ.

არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი სამსახურიდან პრობლემებით დაღლილი უკან ბრუნდება და ძალიან სურს მომხდარი უთანხმოებების და სხვა უსიამოვნო ფაქტების დავიწყება -წყნარ და მშვიდობიან გარემოში გადანაცვლებაში მას მედიტაციისას შესრულებული მუდრები ეხმარება, რაც ნეგატიური და არასაჭირო აზრების თავიდან მოცილებას საგრძნობლად აადვილებს. არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც მუდრების პრაქტიკა ავადმყოფს განკურნებაში დაეხმარადა სრულად გამოჯანმრთლების შემდეგ ადამიანი იმ სასიცოცხლო ენერგიით ავსებულა, რომელიც აურას აძლიერებს.

მუდრებს ძალიან დიდი ისტორია აქვთ და მათ სამშობლოდ ინდოეთი ითვლება. არსებობს გადმოცემები, რომლის თანახმადაც ადამიანებს ხსენებული პრაქტიკა შივამ უძღვნა. ცნობილია, რომ ხელების ჟესტიკულაციით, ადამიანს ძალიან დიდი ენერგიის მართვა შეუძლია, რადგან ხელი უნივერსალური გამტარია და  მაღალი სიხშირის ძალების გამოყენებით, საკუთარი ბიოველის მართვის საშუალებას გვაძლევს. მუდრების შესრულება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი და პრატქიკა არ მოითხოვს განსაკუთრებულ გარემოებას და განმარტოებას. თუ ადამიანს შეუძლია თვით ხმაურიან გარემოშიც კი მოახდინოს კონცენტრაცია, ის თავისუფლად მიაღწევს სასურველ ეფექტს. ინდუისტური და ბუდისტური ფილოსოფიის მიმდევარმა ბრძენებმა გამოყვეს სიცოცხლის საწყისის ხუთი ელემენტი, რომელთა სრულ ჰარმონიაში მოყვანისას, ადამიანის ორგანიზმიც ჰარმონიულად განაგრძობს მოქმედებას.

სიცოცხლის საწყისის მომცველი ელემენტები:

  • ციური თაღი, რომელიც თავის მაღლა მდებარეობს. 
  • ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ.
  • ცეცხლი, რომლითაც სითბოს ვინარჩუნებთ. 
  • წყალი, რომლითაც წყურვილს ვიკლავთ. 
  • მიწა, რომელიც საყრდენს წარმოადგენს. 

 

ხელის თითების მნიშვნელობები

ცერა თითი შეესაბამება ჰაერს, ციური მამის სულს და კავშირშია მეორე ჩაკრასთან. მის მცველად ითვლება ცეცხლოვანი პლანეტა მარსი. ცხოველი – ლეოპარდი. თითის ზედა ნაწილზე მასაჟით ვარეგულირებთ თავის ტვინის პრობლემებს, ხოლო ქვედა ნაწილზე ზემოქმედება აჯანსაღებს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის და ლიმფური სისტემის ფუნქციებს. საგრძნობლად უწყობს ხელს აზროვნებას.  მისი ფერია ლურჯი.

საჩვენებელი თითი  დაკავშირებულია ცეცხლოვან ძალასთან, ღვთიურ ნებასთან. მისი მფარველია პლანეტა იუპიტერი. შეესაბამება მეხუთე ჩაკრას. ცხოველი – ვეფხვი. საჩვენებელ თითზე ზემოქმედებით შეგვიძლია კუჭ-ნაწლავის პრობლემები დავარეგულიროთ და ასევე გავაუმჯობესოთ გულის კუნთების მუშაობა. საჩვენებელ თითზე მასაჟი ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას. მისი ფერია ცისფერი.

შუა თითი ასოცირდება მიწასთან და მის ძალებთან. მას ასევე აკავშირებენ სულიწმინდასთან. მფარველი პლანეტა – სატურნი. ცხოველი – დრაკონი. შუა თითზე მასაჟი არეგულირებს და ამშვიდებს ადამიანის შინაგან სულიერ მდგომარეობას. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ფერი – იისფერი.

არათითი უკავშირდება აჯნა ჩაკრას, ხოლო მისი მფარველია მზე. ცხოველი – გველი. არათითზე ზემოქმედებით ვარეგულირებთ ღვიძლის და ნაწლავების პრობლემებს. ფერი – წითელი.

ნეკა თითი ასოცირდება წყლის სტიქიასთან. ის არეგულირებს თირკმელების და შარდის ბუშტის სისტემას. ნეკა თითზე მასაჟი აუმჯობესებს ფსიქიკურ მდგომარეობას და იწვევს სიმშვიდეს. მფარველი პლანეტა – მერკური. სიმბოლო – წერო. ფერი – მწვანე.

 

ძირითადი მუდრები და მათი მნიშვნელობები

შანკჰ მუდრა (ნიჟარა)

mudry-znacheniya-paltsev-1მოცემული მუდრა, ვოკალური მონაცემების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ის არა მარტო ყელის იოგებს გაგიძლიერებთ, არამედ მოგაცილებთ ანგინას, ფარინგიტებს, ლარინგიტებს და სხვა უსიამოვნებას.

დასახელება თავად გვეუბნება, რომ შანკჰ მუდრას შესრულებისას, ხელების კომბინაციით ნიჟარა უნდა შევქმნათ.

მარჯვენა ხელის ყველა თითით, გარდა ცერისა, ხელში მოაქციეთ მარცხენა ხელის ცერა თითი, ხოლო მარჯვენა ცერი, ზევიდან დაადეთ.

 

სურაბჰი მუდრა (ძროხის მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-2

მათთვის, ვისაც სახსრების ტკივილი არ აძლევს მოსვენებას, ძროხის მუდრა მისწრებაა. ეს ტკივილი ხშირად გაუსაძლისია და უძილო ღამეები ახლავს თან. რევმატული ართრიტები, ოსთეოართროზები და სახსრების მსგავსი დაავადებები ნაკლებად შეაწუხებთ თუ ძროხის მუდრას რეგულარულად მიმართავთ.

შესრულება საკმაოდ მარტივია. ერთი ხელის ნეკა თითები, მეორე ხელის არათითებთან შეაერთეთ, ხოლ შუა თითები – საჩვენებლებთან. ცერა თითები არ მონაწილეობს და უბრალოდ გამართულ მდგომარეობაში უმოქმედოდაა.

 

გიან მუდრა (ცოდნის მუდრა)

Гиан-мудра

ცნობილი ფაქტია, რომ შინაგან განწყობას წარმატება და იღბალი განაპირობებს. თუ საკუთარ ძალებს ვირწმუნებთ და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ყველაფერი სწორედ ისე იქნება, როგორც დავგეგმეთ, სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა ბევრად გაიზრდება.

გიან მუდრას სწორედ ეს დატვირთვა გააჩნია. ის შინაგანი ორგანოების მოქმედებას დაარეგულირებს და აზრების მოკრებაში დაგვეხმარება. მისი მეშვეობით დაივიწყებთ შურიან კოლეგებს და სხვა არასასურველ ცხოვრებისეულ მომენტებს.

ყველა არა კეთილისმსურველი დატოვებს თქვენ პირად სივრცეს და გარშემო მხოლოდ თქვენთვის საყვარელი წრე დარჩება. გაძლიერდებით სულიერად და ფიზიკურად. უბრალოდ წრიული სახით შეაერთეთ ცერა და საჩვენებელი თითები ერთმანეთთან და მუდრა შესრულებულია.

 

შუნია მუდრა (ციური მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-4

მუდრა დაგეხმარებათ ყურების ყურებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. სმენის დაქვეითების ან ყურის ნიჟარასთან დაკავშირებული ავადმყობობების შანსები საგრძნობლად იკლებს შუნია მუდრას რეგულარული შესრულებისას.

შუა და ცერა თითებით შექმენით რკალი. აუცილებელია ცერა თითმა შუა თითი დააფიქრისოს.

 

 

ვაიუ მუდრა (ქარის მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-5

ვაიუ მუდრა რეკომენდირებულია მათთვის, ვინც ხერხემლის, წელის, თავის, კისრის და ხელების სხვადასხვა სახის დაავადებებით არის შეწუხებული. ამ კომბინაციის ათი-თორმეტი საათის პრაქტიკის შემდეგ, სიმპტომები საგრძნობლად კლებულობს და მდგომარეობა მსუბუქდება.

თუ მას სიცოცხლის (პრანას) მუდრასთან ერთად შევასრულებთ, ეფექტი ბევრად ძლიერი იქნება.

ცერა თითით დააფიქსირეთ საჩვენებელი თითი და შექმენით რკალი. დანარჩენი თითები მოადუნეთ.

 

ლინგა მუდრა (ასამაღლებელი მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-6

თუ ლინგა მუდრას სათანადოთ შევუთავსებთ ბრინჯის და ხილის დიეტებს, ის წონის დაკლებაში დაგვეხმარება.

პრაქტიკას გააჩნია გვერდითი მოვლენა – ხშირი გამოყენების შემთხვევაში იწვევს დეპრესიას.

ლინგა მუდრა ასევე დაგვეხმარება გრიპის, ბრონქიტის და ვირუსული დაავადებების შემთხვევაშიც.

განსაკუთრებით სასარგებლოა წელიწადის ცივ დროს, როდესაც ორგანიზმი შესუსტებულია და დაავადებების რისკი დიდია.

შესრულება მარტივია – თითებით შექმენით ბოქლომის მსგავსი კომბინაცია.

 

აპან ვაიუ მუდრა (გადამრჩენელი სასიცოცხლო მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-7

ეს მუდრა დაგეხმარებათ გულის შეტევების, ინფარქტის და ინსულტის შემთხვევებში. ხშირია შემთხვევები, როდესაც მსგავსი პრობლემებისას, ადამიანები სასწრაფოს მოსვლამდე გარდაცვლილან. აპან ვაიუ მუდრას შეუძლია მსგავს სიტუაციებში დაგეხმაროთ.

საჩვენებელი თითი მოხარეთ და მიადეთ ცერა თითის ფუძეს. მოხარეთ შუა და არა თითები და მიიტანეთ ცერა თითთან, ხოლო ნეკა თითი მოიყვანეთ ანტენის მსგავს ფორმაში.

 

 

პრანა მუდრა (სიცოცხლის მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-8

მუდრა გვეხმარება ორგანიზმში ეგერგეტიკული ველის გაძლიერებაში. მისი გამოყენება სასარგებლოა, როდესაც ადამიანი დაღლილია და ძალა აქვს გამოცლილი.

ასევე გვეხმარება ნერვოზის შემთხვევაში და არეგულირებს მხედველობით სისტემას. თუ აღელვებული ხართ, თქვენი გარემოცვა გაწუხებთ, შეასრულეთ პრანა მუდრა – შეაერთეთ ცერა, არათითი და ნეკა ერთ წერტილში და შედეგიც არ დააყოვნებს.

 

 

პრიტჰვი მუდრა (მიწის მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-9

პრიტჰვი მუდრა გვეხმარება ფსიქიურ-ემოციური მდგომარეობის გამოსწორებაში და ხელს უშლის ნერვული შემოტევების წარმოქმნას.

მუდრა გამოადგებათ მერყევ ადამიანებს, რომლებიც საპასუხისმგებლო მომენტებში იბნევიან.

შეაერთეთ ცერი და არათითი ისე, რომ სხვა დანარჩენი თითი გამართულ მდგომარეობაში დარჩეს.

 

 

 

აპანა მუდრა (ენერგიის მუდრა)

mudry-znacheniya-paltsev-10

აპანამუდრა რეკომენდირებულია ორგანიზმიდან შლაკების და სხვა დაბინძურებების გამოდევნის პროცესისთვის. ალკოჰოლი და დღევანდელი საკვები საგრძნობლად აბინძურებს ორგანიზმს, რასაც მოცემული მუდრა აფერხებს და პრობლემის მოგვარებაში გეხმარებათ.

 

 

 

 

 

ეს მუდრების მხოლოდ ძალიან მცირე ჩამონათვალია. მათი კომბინაციები უსასრულოა და ეფექტურობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

მიმართეთ მუდრებს სისტემატურად და მალევე იგრძნობთ ცვლილებებს ორგანიზმში. იმუნიტეტი გაძლიერდება და სხეული მაცოცხლებელი ენერგით აივსება. ნამდვილი ბედნიერების უმთავრესი კომპონენტი ჯანმრთელი სულიერი მდგომარეობა და სხეულია!

მომზადებულია არტურ გოლოვინის სტატიის მიხედვით

mangala

ნანახია:(211)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments



Related Articles

რა კავშირია სიტყვებსა და ჯანმრთელობას შორის?

ყოველდღიურად გამოყენებული სიტყვები პირდაირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან. ამის შესახებ დასკვნა მეცნიერებმა ენდრიუ ნიუბერგმა და მარკ რობერტმა დადეს. მათ ამ ყველაფერთან


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

ჰოლივუდის ყველაზე „ხანგრძლივი წყვილები“

ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა რატომღაც საზოგადოებისთვის. ადამიანებს აინტერესებთ რატომ ანგრევენ ისინი ასე ხშირად ოჯახებს, იცვლიან პარტნიორებს. ამის მიზეზი


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

საოცარი ოჯახი კალიფორნიაში

ალისა უიჩი ქმართან ერთად ცხოვრობს კალიფორნიაში. მათ 8 შვილი ჰყავთ…  ალისა  არის ფოტოგრაფი, აქვს თავისი ბიზნესი და  შეინარჩუნა ფიზიკური სილამაზე.


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*