მთვარეული ჰედვინი — ძილის დროს შექმნილი შედევრები | Jolo.ge


მთვარეული ჰედვინი — ძილის დროს შექმნილი შედევრები

მთვარეული ჰედვინი — ძილის დროს შექმნილი შედევრები

Lee Hadwin — იგი ე.წ. ღამის შემოქმედია. ეს ადამიანი დღე არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს ხატვის მიმართ. ლი ჰედვინმა მთვარეულობა ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაიწყო, მაგრამ მისმა მშობლებმა მიიჩნიეს, რომ ეს ბავშვისთვის ნორმალური იყო და მალე გადაეჩვეოდა, თუმცა ასე არ მოხდა. როცა ბიჭმა თინეიჯერობის ასაკს მიაღწია, ძილში სიარულის გარდა ხატვაც დაიწყო. თავდაპირველად მისი ნახატები საწოლი ოთახის კედლებს ამშვენებდა, ასაკის მატებასთან ერთად მუშაობასაც უმატა და დილას რომ იღვიძებდა ყველაფერი მოხატული ხვდებოდა, არაფერი არ ახსოვდა და მღვიძარ მდგომარეობაში საერთოდ არ ჰქონდა ხატვის ნიჭი.

 

თავის ნიჭს ავტორი ტალანტად მიიჩნევს: „ხშირად თვითონაც აღფრთოვანებული დავრჩენილვარ, როცა გამიღვიძია და ჩემს ირგვლივ ხელოვნების ნიმუშები დამხვედრია. რა არის ამაში გასაოცარი? ის, რომ როცა ფანქარს ვიღებ მღვიძარე, უბრალო მონახაზსაც, ესკიზსაც ვერ ვაკეთებ. ვერ აგიხსნით რა უცნაური გრძნობაა იღვიძებდე დილით სრულიად უცხო ნახატებით გარემოცული, გულწრფელად მაოცებენ «ჩემი» ნახატები. უფრო საოცარი კი ისაა, რომ როდესაც მღვიძავს, ერთ უბრალო ჩანახატსაც კი ვერ ვაკეთებ. ნახატების თემაც სრულიად განსხვავდება ჩემი აზრებისგან. თითქოს ძილის დროს ჩემი ტვინის სხვა ნაწილი იღვიძებს. »

 

ჰედვინის ფენომენს უკვე იკვლევენ ედინბურგის ძილის ცენტრში. მათ განაცხადეს, რომ ასეთი შემთხვევა ჯერ არ ჰქონიათ და ლის ფენომენი უნიკალურია.

 

მასზე უკვე იღებენ დოკუმენტურ ფილმს, რომელშიც გამოყენებული იქნება იუთუბზე განთავსებული მისი ვიდეოც, სადაც ლი მძინარე ხატავს არანორმალური სისწრაფით და არ ესმის არაფერი.

 

წამყვანი გალერეები უკვე დაინტერესდნენ მხატვრის ნამუშევრებით. ერთ — ერთ გამოფენაზე კი ჰადვინის ნახატი „ფრენა ფანტაზიაში“ «ხელოვნების მოყვარულმა 5000 ფუნტ — სტერლინგად შეიძინა.

 

მხატვარი ამბობს, რომ თავდაპირველად მისი უცნაურობა არათუ სასიამოვნო, არამედ მისთვის შემაშფოთებელიც კი აღმოჩნდა, თუმცა ახლა ძალიან კმაყოფილია. მაგრამ დარდობს, რომ ამ ტალანტის კონტროლი არ შეუძლია და ეშინია ერთ დღესაც ისევე არ დაკარგოს ნიჭი, როგორც იპოვნა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ძილის წინ იგი ფერად ფანქრებსაც ტოვებს, ხატვისას მხოლოდ შავ ფანქარს იყენებს. მას არადროს დაუხატავს ფერებში. ხატვის პროცესი 20 წუთიდან 2საათამდე გრძელდება. ნახატის დასრულების შემდეგ იგი ლოგინს უბრუნდება და ძილს აგრძელებს. დილით კი ძალიან დაღლილი, ენერგიაგამოცლილი თავის ტკივილით იღვიძებს.

 

«დილით გაღვიძება საშინელებაა — ბნელ ოთახში ვწევარ მთელი დღე და სხეული დაჭიმული მაქვს. ლოგინიდან თავის წამოწევაც კი არ შემიძლია «, — ყვება ლი -» მხოლოდ მეორე დღეს ვიკრებ ძალებს და ნახატს ვათვალიერებ. გამოკვლევებს ვიტარებ. მინდა გავიგო, საიდან მოდის ეს ნახატები. ბედნიერი ბავშვობა მქონდა და ფსიქიკაც ნორმალური უნდა მქონდეს. არავითარი ძლიერი სტრესი ან მორალურ — ფსიქიური ტრავმა არ მიმიღია. მიუხედავად ამისა, ძნელია მე ნორმალური ადამიანი მეწოდოს «.

 

            თათია ქვილითაია

ნანახია:(387)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რატომ უყვართ ჭკვიან ადამიანებს სარკაზმი?..

  ბევრი ფიქრობს, რომ სარკაზმი ადამიანებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და გულისტკენის საშუალებაა, ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ სარკასტული ხუმრობები


მანდარინი- ხილი საოცარი სამკურნალო თვისებებით

მანდარინს საოცარი სამკურნალო თვისებები გააჩნია. მისი ქერქიც კი სასარგებლოა. რბილობი შეიცავს შაქარს, ლიმონმჟავას, ვიტამინებს. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია.


რა უნდა ჰქონდეს ყველა ქალს?…

ყველა ქალი იმსახურებს რაღაც განსაკუთრებულს და ამისთვის უნდა იბრძოდეს! სცენარისტმა პამელა რედმონდ სატრანმა ქალბატონებს რამდენიმე პუნქტი შესთავაზა, თუ რა უნდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*