„მტერი“ — სულა სულაშვილი

by admin | Январь 9, 2017 10:36

ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთის გვმართებდა …

გვმართებდა, არა სიყვარული და ერთგულება — არამედ მტრობა და შურისძიება …

მაგრამ, ჩვენ შორის არ არსებობდა სიძულვილი, რომელსაც შეეძლო ისე დავესუსტებინეთ, რომ ლაჩარს დავმსგავსებოდით…

მტერი იყო და პატივს ვცემდი, რადგან ვიცოდი არასოდეს იკადრებდა მუხანათობას და უფრო მეტიც, მისგან ვაჟკაცობის მაგალითს ვიღებდი…

ერთხელ ანჩისხატის წინ ავტოსადგომზე შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს პირისპირ. რამდენიმე წუთი ძარღვებდაჭიმული, გაავებული თვალებით ვზომავდით მანძილს, რომელიც ალბათ საშინელდა გამოუსწორებელ უბედურებას სულ რაღაც ორიოდე მეტრითღა გვაშორებდა…

მოულოდნელად ზურგი შემაქცია და წავიდა…

იმ დღით გულში გამარჯვება ვიზეიმე…

მერე კი საერთო ნაცნობებთან წავიტრაბახე : შეეშინდა და გამეცალა, გაიქცა — მეთქი…

მისი პასუხი გაინტერესებთ?…

„არა მგონია სულა იმ დღით დალხენილ გულზე ეკლესიაში სალოცავად შესულიყო… მივხვდი, რომ რაღაც უჭირდა და მე არ ვარ ის კაცი გაჭირვებულს ლოდივით აღმართზე წამოვწეოდიო“…

იმ დღით მამაჩემს ოპერაციას უკეთებდნენ…

სულა სულაშვილი

ნანახია:(875)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mteri-sula-sulashvili/