„მტერი“ — სულა სულაშვილი | Jolo.ge


„მტერი“ — სულა სულაშვილი

„მტერი“ — სულა სულაშვილი

ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთის გვმართებდა …

გვმართებდა, არა სიყვარული და ერთგულება — არამედ მტრობა და შურისძიება …

მაგრამ, ჩვენ შორის არ არსებობდა სიძულვილი, რომელსაც შეეძლო ისე დავესუსტებინეთ, რომ ლაჩარს დავმსგავსებოდით…

მტერი იყო და პატივს ვცემდი, რადგან ვიცოდი არასოდეს იკადრებდა მუხანათობას და უფრო მეტიც, მისგან ვაჟკაცობის მაგალითს ვიღებდი…

ერთხელ ანჩისხატის წინ ავტოსადგომზე შემთხვევით გადავეყარეთ ერთმანეთს პირისპირ. რამდენიმე წუთი ძარღვებდაჭიმული, გაავებული თვალებით ვზომავდით მანძილს, რომელიც ალბათ საშინელდა გამოუსწორებელ უბედურებას სულ რაღაც ორიოდე მეტრითღა გვაშორებდა…

მოულოდნელად ზურგი შემაქცია და წავიდა…

იმ დღით გულში გამარჯვება ვიზეიმე…

მერე კი საერთო ნაცნობებთან წავიტრაბახე : შეეშინდა და გამეცალა, გაიქცა — მეთქი…

მისი პასუხი გაინტერესებთ?…

„არა მგონია სულა იმ დღით დალხენილ გულზე ეკლესიაში სალოცავად შესულიყო… მივხვდი, რომ რაღაც უჭირდა და მე არ ვარ ის კაცი გაჭირვებულს ლოდივით აღმართზე წამოვწეოდიო“…

იმ დღით მამაჩემს ოპერაციას უკეთებდნენ…

სულა სულაშვილი

ნანახია:(907)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

სამი არჩევანი ცხოვრებაში

როდესაც აღმოაჩენთ, რომ ოთახში ხართ და გარეთ გასვლა გინდათ, ოთახის კარს მიაწექით. არ გაიღო? მაშინ გამოქაჩეთ თქვენსკენ. კიდევ არ გაიღო?


„მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ნიშნავს“

✅„რა უნდა მისცეს ერთმა ადამიანმა მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა? და რა უნდა იყოს ამაზე დიდი?“ ✅„მარადიული იაფფასიანი სასოწარკვეთილება ღამის


კუნძულები, რომელთა ყიდვაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია…

  ალბათ ხშირად გიფიქრიათ, რომ მიატოვებდით ყველაფერს და სადმე განმარტოვებით კუნძულზე ზღვის ხმაურს მოუსმენდით. თუ თქვენ ფინანსები ხელს გიწყობთ ეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<