„მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული“ — ლევან რამიშვილი | Jolo.ge


„მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული“ — ლევან რამიშვილი

„მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული“ — ლევან რამიშვილი

12-13-14 მაისი, 2018

„ყველამ მინდა იცოდეთ, რომ მთელი ეს ცირკი წინასწარ არის გათვლილი და დადგმული.

იცოდეთ, ხალხო, რომ ნებისმიერ მთავრობას ყავს თავისი შტატიანი პიარ–ტექნოლოგები, რომლებიც წინასწარ სწავლობენ მოსახლეობის განწყობებსა და აზროვნებას, და ამის მიხედვით წინასწარ წერენ სცენარებს, რომლებიც შემდეგ მას–მედიის და სხვა საშუალებების მეშვეობით ხორციელდება.

ეს არც ისე ძნელია. ნებისმიერი საშუალო ფსიქოლოგი გაართმევს ამ საქმეს თავს… ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ეს ისეთი ადვილი გასათვლელი იყო! რა უნდოდა იმის გათვლას, რომ დარბეული ხალხი მთავრობის სახლთან მოვარდებოდა. არც იმის გათვლა იყო ძნელი, რომ მათ «პატრიოტთა» ველური ჯოგები დაუპირისპირდებოდნენ, მითუმეტეს, რომ ასეთი ჯოგების მომზადება წინასწარ შეიძლებოდა. და რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში მთავრობა მომრიგებელ–მომწესრიგებლის და მშვიდობის მტრედისა და გარანტის როლში გამოვიდა.

კიდევ ერთხელ, არჩევნების წინ, მოსახლეობის ყურადღება კატასტროფული სიღატაკიდან ისევ ცირკზე და სანახაობაზე გადაიტანეს! თუ შეამჩნიეთ ვინმემ, ამ მიტინგებს შორის, საინფორმაციო გამოშვებაში გაირბინა ერთმა ნიუსმა იმის შესახებ, რომ ლტოლვილების ოჯახი, მოხუცები და ბავშვები უსახლკარობის გამო მორგში ცხოვრობენ… და ამ ამბის ფონზე ქვეყნის ერთ ნაწილი ცეკვა–თამაშის უფლებას მოითხოვს, მეორე ნაწილი კი შლეგივით დარბის ქუჩაში, თავის ჭკუაში»პიდარასტებს» დასდევს მოსაკლავად. ამ ყველაფრის მერე გამოყლევებულები არა ვართ ყველანი, დიდიან–პატარიანად?

საქართველოს მხოლოდ ერთი რამე უშველის – მოსახლეობის ყველა ფენის გაერთიანება ერთ დიდ სოციალურ მოძრაობაში ეკონომიკის აღორძინებისათვის“.

ლევან რამიშვილი

📷 Vakho Kareli

ნანახია:(189)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«სიცილის იოგა» თბილისში — „კაიფი“ ნარკოტიკების გარეშე!

ამ ძალიან მარტივი და სახალისო მეთოდით თქვენ შეძლებთ ძალისხმევის გარეშე გაუშვათ შიშები და სტრესები, მიიღოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, დაიბრუნოთ ხალისი და სიხარული…


„სიყვარული“ და „სექსი“, — სექსუალური რევოლუცია (ნაწილი5)

სიყვარული ჩვეულებრივ ჩვენ ისე ვხმარობთ სიტყვებს „სიყვარული“ და „სექსი“, თითქოს მათ შორის შინაგანი მსგავსება არსებობდეს. ეს ასე არ არის. სიყვარული


„არ ღირს აჩქარება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიეცე სექსს“… სექსუალური რევოლუცია (ნაწილი3)

ტანტრა — ენერგია და ექსტაზი  ოშო რაჯნეში ბუნების საჩუქარი სექსი მოღვაწეობის ერთ-ერთი სახეობაა, ბუნების მიერ ნაბოძები, რომელიც მასში მყოფთ კვლავ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*