მთავარია, ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ კი მოხვდე სწორ ადგილას… | Jolo.ge


მთავარია, ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ კი მოხვდე სწორ ადგილას…

მთავარია, ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ კი მოხვდე სწორ ადგილას…

როგორ ჩნდება შენ გარშემო ფიქრების აბლაბუდა და როგორ ეხვევი სამუდამოდ მასში?

რა არის ამ აბლაბუდის მიღმა და როგორი ცხოვრება გელის, თუ ცალი თვალით მაინც გამოიხედავ გარეთ, რეალობაში?

მაღვიძარა რეკავს… უკვე დილაა… ცალი ხელით ზარს თიშავ და თვალების გახელას ვერ ასწრებ, ისე შემოიჭრება შენს თავში მილიონი ფიქრი… შემოდის და ქარიშხალი „ირმას“ მსგავსად, ოკეანე რომ გააქრო ბაჰამებიდან, მიაქვს გათენებული დილის სიხარულის შეგრძნება, მადლიერების განცდა, დასვენებულ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელები… და უცებ, გრძნობ, რომ მთელი სხეული გტკივა, ენერგია ძილის შემდეგაც არ დაგბრუნებია, თავში მილიონი ხმა გეძახის სხვადასხვა რამეს: ჩქარა… რამდენი რამაა მოსასწრები… ისევ სამსახურში რა წავა ახლა?.. უიმე, რას გავხარ? თვალები რა დღეში გაქვს?.. როგორ გაწყენინეს და გაგაბრაზეს გუშინ?.. იდიოტები… უგულოები… საზიზღრები… მე კი რა ცოდო ვარ მათ ხელში…

ფიქრებს უკვე აქვთ შენ გარშემო მტკიცედ შემოქსოვილი აბლაბუდა, რომლის გარღვევა თითქმის აღარ შეგიძლია, რომელიც გხუთავს და სულსა და გულს გიტანჯავს, რომელიც ენერგიას აცლის შენს სხეულს და დილითაც კი ვერ გრძნობ ვერაფერს, დაღლილობისა და უაზრო მოწყენილობის გარდა, რომელსაც საკუთარი თავის შეცოდება ახლავს ლაიტმოტივად…

გეცოდება მაშინ, როცა მარტო ხარ — მარტოობის გამო, გეცოდება, როცა ქმარი ან ცოლი გყავს — ჰარმონიული ურთიერთობის არარსებობის გამო… გეცოდება შვილებთან ურთიერთობისას — გადაღლილობის გამო, გეცოდება საქმის კეთებისას — დაღლილი სხეულისა და გათენებული ღამეების გამო… გეცოდება წვიმაში — რომ სველდება, მზეში — რომ ცხელა და რომ დაფიქრდე კარგად, ყველაზე ბედნიერ წამებშიც კი გეცოდება, რადგან იცი — ეს წამები ძალიან მალე გაივლის და ისევ ეს საშინელი ხმაური დაიწყება თავში, რომელიც გიმტკიცებს, რომ საშინელი ცხოვრება გაქვს და ცოდო ხარ…

იცი, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა მთელ დედამიწაზე, რომელსაც საკუთარი თავი ეცოდება? რომელსაც ამის უნარი აქვს… და სწორედ ესაა ყველაზე დიდი ხაფანგი მისთვის…

გეცნო ზემოთ დაწერილი ერთი-ორი განცდა და შემთხვევა მაინც?

თუ კი, რას აკეთებ იმისთვის, რომ ასე არ იყო და არ იუფერულებდე და იტანჯავდე ყოველდღიურობას?

მახსოვს, ბავშვობაში როცა ყველა ტელევიზორთან იჯდა ახალ წელს და უყურებდა მორიგ კონცერტს, შინაგანი პროტესტი მიპყრობდა, რომ მე უნდა გავრთობილიყავი იმის ყურებით, როგორ ერთობიან სხვები…

მას შემდეგ სულ ასეთი შეგრძნება მაქვს, როცა ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც სრულფასოვანი და სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ და მეორე მხრივ კი ადამიანებს, რომლებიც მათ პროფილებს ადევნებენ თვალს და ალაიქებენ და ალაიქებენ ცხოვრებას, რომლის დანახვა მხოლოდ ფოტოებში შეიძლება…

თუ გქონია პროტესტი, რომ აღარ გინდა ვიღაცის ბედნიერი ცხოვრების ფოტებით თუ ვიდეოებით შეიგრძნო სრულფასოვანი ცხოვრების გემო?

ეს ხომ იგივეა, რესტორანში რომ მენიუს კითხვით გრძნობდე საჭმლის გემოს?!

თუ გქონია ყელში ამოსვლის მომენტი, რომ კმარა — საკუთარი თავისთვის ამ ტანჯვის აბლაბუდის მოქსოვა, სადაც ერთადერთი სტაბილური გრძნობა საკუთარი თავის შეცოდებაა?

ხვდები, რომ თუკი შენ გჯერა, რომ ცოდო ხარ, ე.ი. უარს ეუბნები საკუთარ შინაგან ძალას, გამოვიდეს გარეთ და ძირფესვიანად შეცვალოს შენი რეალობა?

რა იმალება ამ საბედისწერო ჩვევის და ფიქრებით შემოქსოვილ-შემოწებებული აბლაბუდის მიღმა?

რა დაგჭირდება, როცა ცალი თვალით მაინც გამოიხედავ გარეთ და გამოსვლა მოგინდება?

პირველი ის, რომ დაგჭირდება ამ აბლაბუდის გარეთ მცხოვრებთა დახმარება ადაპტაციაში. დაგჭირდება მათი მოსმენა — და არა საკუთარი სიმართლის მტკიცება მათთვის, დაგჭირდება პირდაპირი კითხვების დასმა — პირდაპირი პასუხების მისაღებად, დაგჭირდება, შეწყვიტო თამაში და დაიწყო ნამდვილი ცხოვრება.

ამქვეყნად არცერთი სულიერი არ შექმნილა ტანჯვისთვის, არც ფიქრების ტყვეობაში ცხოვრებისთვის და როგორც კი გააცნობიერებ ამას, პირველი ნაბიჯიც გადადგმული გექნება შენი შინაგანი ძალის მიმართულებით…

მთავარია, ეს ნაბიჯი გადადგა, შემდეგ კი მოხვდე სწორ ადგილას, სადაც დაგეხმარებიან შენი შინაგანი ძალის გამოთავისუფლებაში, რაც ახალ ენერგიას და შედეგებს მოიტანს შენს ცხოვრებაში და ცოტა ხანშივე იგრძნობ, როგორი გემო აქვს აბლაბუდის გარეთ თავისუფალ სუნთქვას…

თუ მზად ხარ ამისთვის, სწორედ ის დროა, შემოუერთდე იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც განიცდიან და გრძნობენ იმავეს, რასაც შენ და დგამენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, საკუთარი შინაგანი ძალის გამოსავლენად.

15, 16 და 17 სექტემბერს ჩავატარებთ 3 დღიან ონლაინ მარათონს. ეს იქნება უფასო ვებინარების სერია, სადაც შენ მიიღებ კონკრეტულ ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს ფიქრების აბლაბუდიდან გამოსასვლელად.

დარჩენილია ბოლო ნაბიჯი:

შემოგვიერთდი ახლავე  http://bit.ly/2gW4K8e

მხოლოდ შენ წყვეტ, კვლავ გეცოდებოდეს საკუთარი თავი, თუ კარს უღებდე შენს ნამდვილ ძალას სამოქმედოდ. ამას სხვა შენ მაგიერ ვერასოდეს გააკეთებს…

არჩევანი შენზეა!

 

ავტორი:  გიორგი თვალაძე

ნანახია:(318)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„მორალი და სიწმინდე ვერასდროს იქნება განსაზღვრული გარედან“…

1. თავისუფლება ნიშნავს რომ ის რასაც ფიქრობ, გრძნობ და აკეთებ განპირობებული არ არის გარე ფაქტორებით. თავისუფალი ნიშნავს რომ სხვანაირად ვერ


როკფელერი, 500 000 $ და ფულზე მეტი

მეწარმე ჩაფლული იყო ვალებში და გამოსავალს ვერ ხედავდა. კრედიტორები, აწუხებდნენ გამუდმებით. მიმწოდებლები, თხოულობდნენ ანაგრიშსწორებას. ის იჯდა პარკში თავზე ხელებშემოწყობილი, ფიქრობდა,


თქვენ წარმოადგენთ იმას, რასაც ფიქრობთ

უსასრულო სამყაროში არსებობს უდიდესი ენერგეტიკული ქსელი, რომელშიც აბსოლუტურად ყველა და თითოეული მიერთებულია ენერგეტიკულ დონეზე. არსებობს ერთი მთლიანი სიცოცხლის წყარო, რომელიც გამოვლინებას


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<