„მთავარია არ გადაუხვიოთ გზას, რომლისაც გჯერათ“ — ხათუნა მუზაშვილი | Jolo.ge


„მთავარია არ გადაუხვიოთ გზას, რომლისაც გჯერათ“ — ხათუნა მუზაშვილი

„მთავარია არ გადაუხვიოთ გზას, რომლისაც გჯერათ“ — ხათუნა მუზაშვილი

მე არ ვიცი რას აკეთებთ თქვენ, როდესაც ცილს გწამბენ…..ან როცა გწირავენ……პატიობთ? ან არ პატიობთ… მაგრამ… ყველაზე მთავარი ისაა, რომ არ გაგიქრეთ იმის კეთების სურვილი რასაც აკეთებდით… მთავარია არ გადაუხვიოთ გზას, რომლისაც გჯერათ…
მე ამ დროს ჩემი მალამო მაქვს … და მინდა გაგიზიაროთ… ამ მალამოს დედა ტერეზას სიტყვები ჰქვია – წერს ფსიქოლოგი ხათუნა მუზაშვილი.

————————————————————————————————-

– თუკი თქვენ კეთილი ხართ, ადამიანებს შეუძლიათ დაგადანაშაულონ ეგოისტურ მისწრაფებებში. ამისდა მიუხედავად, იყავით კეთილი!

– თუკი თქვენ წარმატებულები ხართ, თქვენ გაგიჩნდებათ როგორც ჭეშმარიტი, ასევე ყალბი მეგობრები. ამისდა მიუხედავად, იყავით წარმატებულები!

– თუ თქვენ გულითადი და გულღია ხართ, ადამიანებმა შეიძლება მოგატყუონ. ამისდა მიუხედავად, იყავით გულითადები და გულღიები!

– ის, რასაც მრავალი წლის განმავლობაში აშენებდით, შეიძლება ერთ ღამეში დაანგრიოს ვინმემ. ამისდა მიუხედავად, აშენეთ!

– თუ თქვენ სიმშვიდესა და ბედნიერებას მიაღწევთ, ადამიანებს შეშურდებათ. ამისდა მიუხედავად, იყავით ბედნიერები!

– იმ სიკეთეს, რასაც დღეს აკეთებთ, ხშირად ივიწყებენ მეორე დღესვე. ამისდა მიუხედავად, აკეთეთ სიკეთე!

– მიეცით სამაყაროს საუკეთესო, რაც კი გაგაჩნიათ, თუნდაც ეს არ იყოს საკმარისი, ამისდა მიუხედავად, მიეცით!

– თუ თქვენ განსჯით სხვას, მაშინ არ გრჩებათ დრო იმისათვის, რომ გიყვარდეთ იგი! გიყვარდეთ! ყველაფრის მიუხედავად!

– გაუნაწილეთ ადამიანებს ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ და ეს არ იქნება არასდროს საკმარისი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, გაუნაწილეთ მათ ის საუკეთესო, რაც გაგაჩნიათ.

– საბოლოოდ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი თქვენსა და ღმერთს შორის ხდება; ყველაფრის მიუხედავად, ეს არასდროს ყოფილა ადამიანებსა და თქვენ შორის.

ნანახია:(380)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„მაგრამ განსხვავებული შედეგი მარტო იმას აქვს, ვინც“…

მონობა 21-ე საუკუნეში უკვე აზროვნების ინსტრუმენტად იქცა. ქვის ქანაში ეს სავსებით ნორმალური პროცესი იყო, იმიტომ რომ მაშინდელი ადამიანი მარტო გადარჩენაზე


როდის ვკარგავთ და ვიღებთ ძალებს

თქვენს წინაშეა ჩამონათვალი იმ მიზეზებისა, რაც იწვევს ძალის წართმევას და დადებითი ენერგიის შემოდინებას ჩვენ ვკარგავთ ძალებს, როდესაც: • ვამბობთ „დიახ“-ს ,


„ამიტომ არ არის საჭირო ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება… არამედ“…

„ყველაფერი იცვლება. იცვლება სივრცე. იცვლება დედამიწა. იცვლება დრო. იცვლებით თქვენ… მომავლის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. და თქვენ გაინტერესებთ რა იქნება და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*