მთავარი ისაა, რა ხდება თქვენს ცნობიერებაში… | Jolo.ge


მთავარი ისაა, რა ხდება თქვენს ცნობიერებაში…

მთავარი ისაა, რა ხდება თქვენს ცნობიერებაში…

ერთხელ გოგონამ მამას შესჩივლა, რომ მისი ცხოვრება ძალიან რთული იყო და არც კი იცოდა როგორ გამკლავებოდა. მოაგვარებდა ერთ პრობლემას და მეორე ჩნდებოდა. ის კი ბრძლით დაიღალა.

 

მამამ გოგონა სამზარეულოში შეიყვანა, 3 ჯამი წყლით გაავსო და ცეცხლზე დადგა. როგორც კი მათ დუღილი დაიწყეს მამაკაცმა ერთში ჩაყარა კარტოფილი, მეორეში კვერცხი, მესამეში კი დაფქვილი ყავა. ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე მათ ხარშვა დააცადა. რამდენიმე წუთის შემდეგ გოგონა მოუთმენლობამ შეიპყრო და მამას ჰკითხა რატომ აკეთებდა ამას. კაცმა კარტოფილი და კვერცხი ჯამზე გადმოიღო, ყავა კი ჭიქაში დაასხა და გოგონას ჰკითხა რას ხედავდა.

 

გოგონამ უპასუხა: — კარტოფილს, კვერცხს და ყავას.

 

-შეამოწმე ახლოდან, — ურჩია მამამ.

 

გოგონამ კარტოფილი გაჭრა და ნახა, რომ ხარშვისას დარბილებულიყო. კვერცხის ნაჭუჭის გატეხვისას კი მასში კარგად მოხარშული შიგთავსი დახვდა. ყავის მოწრუპვამ გოგონას ღიმილი მოჰგვარა.

 

„რომელი მათგანი ხარ შენ?“ — ჰკითხა მამამ — „ყველა განსხვავებულად რეაგირებს ცხელ წყალზე. კარტოფილი მაგარი იყო, მაგრამ დარბილდა, კვერცხს ნაჭუჭი იცავდა შიგთავსის გადმოღვრისგან, მაგრამ გამაგრდა, ყავამ კი წყალი სრულიად შეცვალა“.

 

მორალი: ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენსავე ცხოვრებაში, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა რა ხდება ჩვენს ცნობიერებაში, როგორ ვუდგებით პრობლემებს.

ნანახია:(628)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბედნიერი ხარ და არ იცი …

ბევრი ადამიანი ვერ ხვდება და არ იცის, რომ ბედნიერია. ახლა, ამ სიტყვებს მიხვდება ის, ვინც ხშირად ამბობს, თურმე რა ბედნიერი


„როცა დიდი სიხარულია, იქ შიში უძლურია… ვერავინ და ვერაფერი მოგერევა“

ასე იწყება… ჯერ შენ არ გაქვს, მაგრამ გიხარია ვიღაცამ რომ შეიძინა. გიხარია მისი სიხარული. გაიგე რომ გაბედნიერდა, შენც გიხარია რომ


ოპა, ევრიკა! სწორედ ამაშია საქმე! დიახ — საქმე სიამოვნებაშია!

ადამიანს არ სჭირდება იძულებით რამის გაკეთება, თუ შთაგონება მასთანაა. მაგალითად — მანდილოსნების აბსოლუტურ უმრავლესობას არ სჭირდებათ აიძულონ საკუთარ თავს, საშოპინგოდ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*