საოცრად მსუბუქი ხდება ცხოვრება ამ დროს … | Jolo.ge


საოცრად მსუბუქი ხდება ცხოვრება ამ დროს …

საოცრად მსუბუქი ხდება ცხოვრება ამ დროს …

ერთხელაც დაიღალა ქალაქის ჩქარი რიტმისგან, ფორიაქისგან, შფოთისგან და ხმაურისგან. გადავწყვიტა ეპოვნა სრული სიმშვიდე. არ იცოდა როგორ, რანაირად, მაგრამ იცოდა, რომ სადღაც უნდა წასულიყო, გასცლოდა იქაურობას. გაუსაძლისი გახდა მისთვის ყოველდღიურება…

პირველი, რაც თავში მოუვიდა ეს იყო ბუნებასთან ახლოს ყოფნა. მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო ტყეში, სადაც არაფერი დაურღვევდა წონასწორობას.

გაუდგა გზას სიმშვიდის საძებნელად.

ტყეში ღრმად შესულს წამებში მოეჩვენა -აი, აქ გამეფებულაო სიჩუმე… მაგრამ ეს წამები იყო, რადგან მოგვიანებით მკაფიოდ გაიგონა ტყის მრავალხმოვანება: ჩიტების ჭიკჭიკი, კალიების ჭრიჭინი, ხეების შრიალი…

არა, ასე არ აწყობდა!

ამიტომაც, გადაწყვიტა თავიდან შესდგომოდა მშვიდი და წყნარი ადგილის ძებნას.

გავიდა რამდენიმე დღე.

მიაგნო გამოქვაბულს, სადაც ნამდვილად სუფევდა სიწყნარე და სიმშვიდე. როგორც კი გაიფიქრა – ახლა კი მეღირსა სიმშვიდეო და განეწყო მაქსიმალურად დამტკბარიყო… აღმოჩნდა – სადღაც, შორეულ კუთხეში შეუჩერებლად ეცემოდა წყალის პაწაწინა წვეთი და რაც მეტად ისადგურებდა გამოქვაბულში სიჩუმე, მით მეტად მატულობდა წყლის წვეთის ვარდნის ხმა.

გაღიზიანდა…

გადაწყვიტა, აეშენებინა ისეთი სახლი, რომელსაც ექნებოდა სქელი ხმის ჩამხშობი კედლები. ფიქრობდა – იქ ნამდვილად დაისადგურებს სიჩუმეო! ნახევარი წელი გაგრძელდა სახლის მშენებლობა.pasuxebi

ბოლოს, როგორც იქნა…

დაგდა სკამი სახლის შუა ადგილას, დაჯდა, დახუჭა თვალები და …. „ტიკ- ტიკ- ტიკ…“ სრულ სიჩუმეში ტიკტიკებდა და არ ცხრებოდა საათი. გაცოფებულმა მოიგლიჯა ხელიდან და მიახეთქა კედელს.

ახლა კი დადგა ის მომენტი, როცა ყურადღებას არაფერი იპყრობდა. ღრმად ჩაისუნთქა და … „დუგ- დუგ, დუგ-დუგ“… —  მკერდ ქვეშ უცემდა გული, თან სულ უფრო და უფრო ხმამაღლა.

მიხვდა: შინაგანი სიწყნარე არ არის დამოკიდებული გარემოებებზე. ყველაფერი არის შიგნით – ყველა პრობლემების ამოხსნა არის შიგნით!

გააზრების მსგავს მომენტებში, საოცრად მსუბუქი ხდება ცხოვრება. ამ დროს, თავს ანებებ დამნაშავის ძიებას!

ამ ქვეყნაზე ირჩევ და ცხოვრებას იწყებ ყველაზე მთავარ ადამიანთან – საკუთარ თავთან.

წყარო:https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(466)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

„ეს ბუნებრივი შედეგია სუპერ-მუპერ ტექნიკისა“

#შიოს ტექნიკა ანუ, როგორ ვაყიდინოთ მშობლებს სათმაშოები. მე არ ვიცი, ვინ ასწავლა ჩემს 5 წლის ბიჭს ეს ტექნიკა, მაგრამ მიზანში


როგორ მოვიპოვოთ სოციალური სტატუსი საზოგადოებაში?

XXI საუკუნეში თითქმის არ არსებობს სფერო, სადაც კონკურენტული გარემო არ სუფევდეს. სოციალური ადგილის მოპოვება ამ გარემოში დამხმარე არამატერიალური საშუალებების გარეშე


ინტუიცია და სწრაფი გადაწყვეტილება

ადამიანს ზოგჯერ, გიწევს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება – დრო არ ითმენს. თუ თქვენ მოგიწიათ სწრაფად გადაწყვეტილების მიღება და შიშობთ, იქნება თუ არა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<