მსოფლიოში ყველაზე ცუდი ქმრები | Jolo.ge


მსოფლიოში ყველაზე ცუდი ქმრები

მსოფლიოში ყველაზე ცუდი ქმრები

საზოგადოებისთვის საყვარელი ცნობილი ადამიანები ზოგჯერ სულაც არ არიან კარგი მეუღლეები. ამის დასტურად რუსულმა ჟურნალმა Woman იმ მამაკაცების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ძალიან ცუდი მეუღლეები იყვნენ.

 

1. ალექსანდრ ბლოკი (პოეტი) – „მეშინია შენთან შეხვედრის, მაგრამ არშეხვედრის უფრო მეშინია“, — დაწერა ერთ დროს ბლოკმა და როგორც აღმოჩნდა არცთუ ტყუილად. არავინ იცის ეს მართლაც შიში იყო თუ ბავშვობის რწმენა, რომ მეუღლე წმინდაა, მაგრამ ფაქტი ერთია, ლუბა მენდელეევაზე დაქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში პოეტს მასთან სექსი არ ჰქონია. მიუხედავად ცოლის მცდელობისა ბლოკი მასთან სულიერ სიახლოვეს ანიჭებდა უპირატესობას და ხორციელ სურვილებს მეძავებთან იკმაყოფილებდა.

 

2. ალბერტ აინშტაინი (ფიზიკოსი) — გენიოსი ფიზიკოსი ძალიან უცნაური იყო მეუღლის მიმართ. მას გამზადებული ჰქონდა „მანიფესტი“, რომლითაც ავალდებულებდა(!) მეუღლეს, მილევა მარიჩს დამორჩილებდა მის მოთხოვნებს. მოთხვნები კი შემდეგში მდგომარეობდა:  ფიზიკოსის ნივთები და თეთრეული ყოველთვის უნდა ყოფილიყო წესრიგში, დღეში სამჯერ მილევას მისთვის უნდა მიეწოდებინა საკვები, ბავშვების თანდასწრებით არ უნდა აეწია ხმისთვის ან ეთქვა საყვედური მეუღლისთვის და მთავარი — არ უნდა მოეთხოვა სექსი!

 

3. ივან ბუნინი (მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი) — ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბუნინი მეულესთან ერთად ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ოჯახისთვის უსიამოვნება მოეწყო. მწერალს სიგიჟემდე შეუყვარდა გალინა კუზნეცოვა და მასთან რომანიც გააბა. რომანის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ბუნინმა მეუღლე საცხოვრებლად გრასში გაუშვა, პარიზის ბინაში კი გალინა ჩაასახლა. ამ ფაქტით შეწუხებულმა ვერა ნიკოლაევნამ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის ფსიქოლოგობა თავად გაეწია და დაერწმუნებინა, რომ მის მეუღლეს გალინა შვილივით უყვარდა.

 

4. ივანე მრისხანე (რუსი მონარქი) — ამ დრომდე დანამდვილებით არავინ იცის რამდენი მეუღლე ჰყავდა რუსეთის მრისხანე მეფეს, თუმცა გავრცელებული ცნობით მათი რიცხვი 7-ს შეადგენდა. მეფეს, რომლის პრინციპი იყო — „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“, ამავე პრინციპით ხელმძღვანელობდა ქალებთან მიმართებაშიც. მისი რამდენიმე მეუღლე საწამლავით გარდაიცვალა, მარია დოლგარუკაია, რომელიც დაქორწინების შემდეგ ქალიშვილი არ აღმოჩნდა ცივ მდინარეში დაახრჩვეს, ვასილისა მელენტევა კი გაურკვეველი მიზეზით ცოცხლად დამარხეს. ივანე მრისხანეს მხოლოდ ბოლო მეუღლე, მარია ნაგა გადაურჩა.

 

5. კარლ გუსტავ იუნგი (ინგლისური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი) — ფროიდის გამოჩენილი მოსწავლე დაქორწინებული მხოლოდ ერთხელ იყო და მეუღლესთან ერთად 50 წელიწადი გაატარა. ემა რაუსენბახმა მას ოთხი ქალიშვილი და ერთი ვაჟი აჩუქა, თუმცა მასთან ერთად ბედნიერად სულაც არ უცხოვრია. კარლ გუსტავი თავისი პაციენტების დიდ ნაწილთან ამყარებდა სექსუალურ კავშირს და ამას იმით ხსნიდა, თითქოს მათ ფსიქოლოგიას სწავლობდა.

<p>

6. ლევ ლანდაუ (ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი) — დიდი ფიზიკოსი თვლიდა, რომ ქორწინება და სიყვარული შეუთავსებელი ცნებებია. მეცნიერს ეშინოდა დაეკარგა ის ძვირფასი გრძნობა, რაც კორას მიმართ გააჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად მასზე მაინც იქორწინა. მან თაავიდანვე გამოუცხადა მეუღლეს, რომ მას ეყოლებოდა ბევრი ქალი, რომლებზეც არ უნდა ეეჭვიანა. ყველაზე საოცარი კი ის გახლდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ლანდაუმ ორსულ მეუღლეს გამოუცხადა, რომ საღამოს სახლში მიიყვანდა ახალგაზრდა ქალბატონს, კორა კი კარადაში უნდა დამალულიყო და არაფერი ეთქვა. გაფრთხილების მიუხედავად კორა კარადიდან გამოვიდა.

 

7. ამადეო მოდილიანი (მხატვარი) — მიუხედავად იმისა, რომ გენიალური მხატვარი კოკაინსა და მარიხუანას მოიხმარდა ის საკუთარი სიკვდილით დაიღუპა. ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარ ცხოვრებას ისე მოექცეს, როგორც მას სურს, თუმცა ამის უფლება ნამდვილად არ აქვთ სხვა ადამიანებთან მიმართებაში. მოდილიანს ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე, ჟანა ებიუტერნი. სიკვდილის წინ მან მუღლეს სთხოვა თავი მოეკლა, რათა მასთან ერთად ყოფილიყო. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ მოდილიანის გარდაცვალებიდან მეორე დღეს 22 წლის ჟანამ ორი შვილი მიატოვა და მეექვსე სართულიდან გადახტა.

 

8. ვიაჩესლავ მოლოტოვი (პოლიტიკური მოღვაწე) — მოლოტოვის მეუღლე პოლინა ჟემჩუჟინა მოსვენებას უკარგავდა სტალინს ორი მიზეზის გამო. ერთი იყო ის, რომ მას ჰქონდა დიდი გავლენა ბელადის მეუღლეზე და მეორე — ის იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ამბიციური და ძალიან ჭკვიანი. სტალინმა არაერთხელ ურჩია მოლოტოვს განქორწინება, თუმცა მან ბელადს არ დაუჯერა. ამის გამო იოსებ ბესარიონის ძემ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, რა დროსაც პოლინა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ მოლოტოვს მეუღლე ძალიან უყვარდა, მას ხელიც არ გაუძრევია მის გადასარჩენად და ციხიდან დასახსნელად.

 

9. ლევ ტოლსტოი (მწერალი) — როდესაც ისინი დაქორწინდნენ ლევი 34 წლის იყო, სოფია — 18. „საკუთარი თავის მეშინია. იქნებ ეს სიყვარულის სურვილია და არა ნამდილი სიყვარული“ , -წერდა გენიალური მწერალი დღიურში. შესაძლოა სწორედ ეს შიში და ეჭვები იყო მიზეზი იმისა, რომ ის მეუღლეს საშუალებას არ აძლევდა საკუთარი ცხოვრებით ეცხოვრა. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთად მრავალი წელი გაატარეს, სოფიას საკუთარი სურვილით არასდროს არაფერი გაუკეთებია. გრაფს ის სოფელში ჰყავდა გამოკეტილი და საზოგადოებაში არასდროს აჩენდა. გარდა ამისა, როდესაც სოფია ორსულად იყო მის შემცვლელად ტოლსტოის სახლში ყოველთვის ახალი ქალბატონები მოჰყავდა და წარმოიდგინეთ რამდენად დიდი ტკივილი იყო ეს ყველაფერი სოფიასთავის იმ ფონზე, როდესაც მან მეუღლეს 13 შვილი აჩუქა.

 

10. ჰენრი VIII (ინგლისის მეფე) — მეფე სულ ექვსჯერ იყო დაქორწინებული და ინგლისის ისტორიაში დღემდე ასწავლიან: „განქორწინდა — გარდაიცვალა; განქორწინდა — გადარჩა“. ანა ბოლეინზე მეფე მხოლოდ იმის გამო დაქორწინდა, რომ მან კატეგორიული უარი განაცხადა გამხდარიყო მისი საყვარელი. მას შემდეგ, როდესაც ჰენრიმ გაიგო, რომ ანამ მას ქალიშვილი გაუჩინა მეუღლე ღალატში დაადანაშაულა, რადგან ძალიან უნდოდა ტახტის მემკვიდრე, და სკაფოლდში გაგზავნა. ანას შემდეგ მეფე მისი სეფექალით, ჯეინ სეიმორით დაინტერესდა, რომელიც ცოლადაც მოიყვანა, თუმცა ის მშობიარობას გადაყვა. როდესაც ექიმებმა ჰკითხეს მეფეს ბავშვი გადაერჩინათ თუ ქალი, მან უპასუხა: „რასაკვირველია ბავშვი, ქალი ბევრი მეყოლება.“ ყველაზე მეტად ეკატერინა პარს გაუმართლა, რომელიც მეუღლეს გადაურჩა.

ნანახია:(6689)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

სასტუმრო კედლების გარეშე…

Null Shtern — ასე ეწოდება სასტუმროს, რომელიც შვეიცარიის ალპებში გაიხსნა. უცნაური ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა სასტუმროს მფლობელის უნიკალური გადაწყვეტილება.


10 სიგიჟე, რომელიც გემართება როცა შეყვარებული ხარ

შენი ჰორმონები ველურდება — მუხლები გიკანკალებს, გულისცემა გიჩქარდება, ხელისგულები გისველდება … ეს ყველაფერი ორგანიზმის ქიმიკალებისა და ჰორმონების დამსახურებაა. აღნიშნული სიმპტომები


«მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო!»- იპოლიტე ხვიჩიას ანდერძი შვილიშვილს

სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, უთხრა ეს სიტყვები დიდმა კომიკოსმა მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ შვილიშვილს- მანანა ხვიჩიას. “იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<