მსოფლიოს კრიმინალების უკანასკნელი სიტყვები | Jolo.ge


მსოფლიოს კრიმინალების უკანასკნელი სიტყვები

მსოფლიოს კრიმინალების უკანასკნელი სიტყვები

„მინდა პრესამ იცოდეს, რომ სადილზე სპაგეტი O-ს ნაცვლად სპაგეტი მომიტანეს“, — ეს იყო ტომას გრასოს ბოლო სიტყვები. 1990 წელს ის ამხილეს 2 ადამიანის სასტიკ მკვლელობაში. მან ჯერ 87 წლის ჰილდა ჯონსონი ნაძვის ხის ნათურების კაბელით დაახრჩო, შემდეგ კი 81 წლის ლესლი ჰოლცი ასევე დენის კაბელით მოკლა. მას 1995 წლის 20 მარტს მიესაჯა სასიკვდილო ინექციის გაკეთება. მისი უკანასკნელი სურვილი იყო სადილად მიერთმიათ O-ს ფორმის სპაგეტი, რის ნაცვლადაც მას ხორტიანი სპაგეტი მიუტანეს.

 

„შეიძლება იყო მეფე ან მეეზოვე, მაგრამ მაინც ბოლოს სიკვდილთან იცეკვებ“, — რობერტ ალტონ ჰარისი. ბრალდებული ორი თინეიჯერი ბიჭის მკვლელობაში 1978 წელს კალიფორნიაში, სან დიეგოში. 1992 წლის 21 აპრილს გაზის გაგუდვა მიესაჯა.

 

„ერთი-ორი ნაბიჯით წინ ბიჭებო. ასე უფრო მარტივი იქნება“, — რობერტ ერსკინ ჩილდერსი. ცნობილი კონტრაბანდისტი 1922 წლის 24 ნოემბერს, ირლანდიის სამოქალაქო ომის დროს ავტომატური პისტოლეტის უკანონო ტარებისთვის დასაჯეს.

 

„იჩქარე ნაბიჭვარო! მე შემიძლია 10 კაცი მოვკლა, ვიდრე შენ დროს კარგავ“, — კარლ პანზრამი. ჩამოარხრჩვეს 1930 წლის 5 სექტემბერს. მიზეზს მისი სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს: „ჩემი სიცოცხლის განმავლობაში მე მოვკალი 21 ადამიანი, ჩავიდინე ათასობით ყაჩაღობა, ქურდობა. ბოლოს, მე გავაუპატიურე 1000-ზე მეტი მამაკაცი, თუმცა ამ ყველაფერს ოდნავადაც არ ვნანობ.“

 

„ახლა იესოს პირისპირ შევხვდები… ყველანი ძალიან მიყვარხართ. ყველას შეგხვდებით, როცა იქ მოხვდებით… დაგელოდებით“, — კარლა ფეი ტაკერი. ყაჩაღობა გეგმის მიხედვით არ წავიდა, რის გამოც მან 2 ადამიანი მოკლა. მიუხედავად სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ სახალხო გამოსვლებისა კარლა 1993 წლის 3 თებერვალს სასიკვდილო ინექციით დასაჯეს.

ნანახია:(84)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კომბოსტოს ნიღაბი სახისთვის

  კომბოსტოს ფოთლების ნიღაბი მდიდარია კალიუმით, მაგნიუმით, C ვიტამინით, რის გარეშეც შეუძლებელია კოლაგენის გამომუშავება, რომელიც კანს გლუვსა და ელასტიკურს ხდის.


3 რამ, რაც დეპრესიას იწვევს…

დეპრესია საკმაოდ გავრცელებულია ადამიანებში და, როგორც წესი, მის მიზეზად ტვინში გარკვეული ნივთიერებების არასათანადო ბალანსს ასახელებენ, თუმცა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა


იგავი უმადურობასა და დაუფასებლობაზე

ერთხელ მგელს ძვალი გაეჩხირა ყელში, საშინელ დღეში იყო და ყველას დახმარებას სთხოვდა. – რა დაგემართაო? – ჰკითხა მას წერომ. მგელმა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*