მსოფლიო ბრენდების სახელწოდებების ისტორია | Jolo.ge


მსოფლიო ბრენდების სახელწოდებების ისტორია

მსოფლიო ბრენდების სახელწოდებების ისტორია

Apple – როცა კომპანიის დამფუძნებლების – სტივ ჯობსისა და სტივენ ვოზნიაკის წინაშე კომპანიის სახელის შერჩევის ამოცანა დადგა, ბევრი ვარიანტი განიხილეს, მაგრამ ვერაფერი შეურჩიეს. ჩაფიქრებულმა სტივმა მაგიდიდან ვაშლი აიღო და ხმაურით ჩაკბიჩა. რამდენიმე წამით ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი ვოზნიაკმა თქვა: სხვათაშორის ეგ იდეაა!

Black-Apple-Logo-Wallpaper-3D-Desktop-4562882

Intel-ის დამფუძნებლები ბობ ნოისი და გორდონ მური Hewlett-Packard-ის მსგავსად კომპანიის სახელწოდებითვის თავიანთი გვარების გამოყენებას გეგმავდნენ. კომპანიას სახელი Moore Noyce უნდა დარქმეოდა, მაგრამ იმ დროისთვის მსგავსი სახელწოდების კომპანია უკვე დაფუძნებული იყო. ამიტომ მათ Integrated Electronics შეამოკლეს და მიიღეს Intel.

logo_intel

 

Google – კომპანიას თავიდან Googol ერქვა, რაც მათემატიკაში გამოიყენება როგორც ათის მეასე ხარისხის აღმნიშვნელი. მაგრამ როდესაც კომპანიის დამფუძნებლებმა ინვესტორისგან პირველი ჩეკი მიიღეს, იქ შეცდომით  Googol-ის ნაცვლად Google ეწერა. რადგანაც თანხა მნიშვნელოვანი იყო, მათ მარტივად გადაწყვიტეს პრობლემა და კომპანიას სახელი გადაარქვეს.

googles-new-logo-5078286822539264.3-hp2x

Nissan პირველად ერქვა Nichon Sangio (იაპონური ინდუსტრია), შემდეგ დასახელება შემცირდა და გახდა Nissan.

nissan_brand_logo

 

Hitachi – კიდევ ერთი იაპონური სიტყვა, რომელიც განთიადს ნიშნავს.

Hitachi-Logo

Canon – ცნობილი კომპანიის სახელი ბუდისტური ქალღმერთის  Kwanon-ისგან მომდინარეობს. კომპანია თავიდან Kwanon ერქვა, მაგრამ შემდეგ სახელი გამარტივდა და ეწოდა Canon. არსებობს ვერსია, რომ კომპანიას ამის გაკეთება ბუდისტთა რელიგიური ორგანიზაციის პროტესტის გამო მოუხდა.

Canon Logo

ნანახია:(735)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მსოფლიო ბრენდები

Related Articles

ნოდარ დუმბაძის მოგონება გალაკტიონზე

ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი. — გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო.  — გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა


„საკვამურიდან ამოსული სითბო“- დადუნა ნადარაია

არ დაგიმალავ და მეგონა, როდესაც ჩემს წიგნს ხელში დავიკავებდი გული გამიჩერდებოდა, ცას ვარსკვლავი მოსწყდებოდა და ჩემი სულის საიდუმლო ყველასთვის გახდებოდა


ჭკვიან ადამიანებს მარტოობა უყვართ

ყველას შეხვედრია ადამიანების ორი კატეგორია: ისინი, ვისაც უყვარს ხალხმრავლობა და ისინი, რომლებიც უპირატესობას მარტოობას ანიჭებენ. რა განასხვავებთ ასეთ ადამიანებს, ამით


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<