მსგავსი იზიდავს მსგავს | Jolo.ge


მსგავსი იზიდავს მსგავს

მსგავსი იზიდავს მსგავს

ჩადის ერთი ადამიანი უცხო ქალაქში და მიდის რომელიღაც ლუდის პაბთან, რომლის შესასვლელშიც ერთი მოხუცი ზის. გამოელაპარაკება უცხოელი ამ მოხუცს და ეკითხება:

– მე უცხო ვარ ამ ქალაქში და ძალიან მაინტერესებს როგორი ხალხი ცხოვრობს აქ?

– შენ რომელი ქალაქიდანაც ხარ იქ როგორი ხალხი ცხოვრობდა? – შეუტრიალა კითხვა მოხუცმა.

– ჩემს ქალაქში მაგარი უჟმური, ძუნწი და უხასიათო ხალხი ცხოვრობდა, ისეთი რომ მეგობარს ვერ გაიჩენდი. – უპასუხა უცხოელმა.

– სამწუხაროდ აქაც ზუსტად ასეთი ხალხი ცხოვრობს. – მიუგო მოხუცმა.

– ეჰ, ეგრეც ვიცოდი. – ჩაილაპარაკა უცხოელმა, დაღონდა და წავიდა.

ამის შემდეგ, იგივე ქალაქში ჩამოდის სხვა უცხოელი და იმავე მოხუცს იგივე კითხვით მიმართავს:

– ამ ქალაქში როგორი ხალხი ცხოვრობს? 

– და შენს ქალაქში როგორები ცხოვრობენ? – ამ უცხოელსაც შეუტრიალა კითხვა მოხუცმა.

– ჩემს ქალაქში შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, ისინი ძალიან მხიარულები და მეგობრულები არიან, ჩვენ ფაქტიურად სულ ერთად ვიყავით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. – გაბრწყინებული სახით მიუგო უცხოელმა.

– ჰოდა, აქაც ზუსტად ასეთი ადამიანები ცხოვრობენ. – ღიმილით უპასუხა მოხუცმა.

P.S. მსგავსი იზიდავს მსგავსს!

წყარო: INTELEQTIKA

ნანახია:(697)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

უნდა გითხრა სათქმელი …

მაპატიე, რომ შენობით მოგმართავ არ ვიცი, შეიძლება დილის ოთხ საათზე ამას იმიტომ ვწერ, რომ სწორედ შენ ხარ ადრესატი. – ვწუხვარ


„თუ ეს შეგიძლია, მაშინ, ძლიერი ხარ, ჭკვიანი და გონიერი“…

იფიქრე: რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს შენს ქმედებას. გაიაზრე: რა შედეგი შეიძლება მოყვეს შენს ნათქვამს. ჯობია დამშვიდდე, მოითმინო და დაელოდო. თუ


„სიტყვა-ვირუსები“ — თუ წარმატების მიღწევა გსურთ, სამუდამოდ დაივიწყეთ ისინი

არ შემიძლია; • ვერ გავაკეთებ; • არ გამიმართლებს; • ეს ჩემთვის არ არის; • არ ვიმსახურებ; • ჩემს დროს ველოდები;


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<