«მრისხანება» თუმანიშვილის თეატრის სცენაზე

by Nino | Май 6, 2016 14:05

,,ცოტაც და ავფეთქდებით’’. ასე იწყება ამბავი რვა ადამიანისა, რომელთა ბიოგრაფიები სამუდამოდ გადაიკვეთა და მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღქმა შეუძლებელი გახდა. თითეულ მათგანს ერთადერთი დღე აქვს საბედისწერო გადაწყვეტილების მისაღებად. პიესით ,,მრისხანება’’ ქართული წარმოშობის ავტორმა ნინო ხარატიშვილმა (რომელსაც ფართო მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანით ,,მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის’’) ადამიანის მანკიერი თვისებები და ურთიერთობები წარმოაჩინა.

ამ კოპროდუქციის ფარგლებში ავტორმა თავად განახორციელა დადგმა ქართველი და გერმანელი მსახიობების ანსამბლთან ერთად. სიხარბე და სიყვარული, კაპიტალიზმი და ტერორი, პორნოგრაფია და უმანკოება, რვა პერსონაჟი არჩევანის წინაშე, პასუხის ძიებაში შეკითხვაზე: როგორ ცხოვრებას ვირჩევთ?

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში დღეს სპექტაკლ «მრისხანებას» პრემიერა გაიმართება, რომელიც გახლავთ ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი პროექტი. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს ნინო ბურდული ასრულებს.

სპექტაკლის პრემიერა უკვე შედგა გერმანიაში, ფრაიბურგის თეატრში
2015 წლის 4 დეკემბერს.

ნანახია:(8)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mrisxaneba-tumanishvilis-teatris-scenaze/