«მრისხანება» თუმანიშვილის თეატრის სცენაზე | Jolo.ge


«მრისხანება» თუმანიშვილის თეატრის სცენაზე

,,ცოტაც და ავფეთქდებით’’. ასე იწყება ამბავი რვა ადამიანისა, რომელთა ბიოგრაფიები სამუდამოდ გადაიკვეთა და მათი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღქმა შეუძლებელი გახდა. თითეულ მათგანს ერთადერთი დღე აქვს საბედისწერო გადაწყვეტილების მისაღებად. პიესით ,,მრისხანება’’ ქართული წარმოშობის ავტორმა ნინო ხარატიშვილმა (რომელსაც ფართო მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანით ,,მერვე სიცოცხლე ბრილკასთვის’’) ადამიანის მანკიერი თვისებები და ურთიერთობები წარმოაჩინა.

ამ კოპროდუქციის ფარგლებში ავტორმა თავად განახორციელა დადგმა ქართველი და გერმანელი მსახიობების ანსამბლთან ერთად. სიხარბე და სიყვარული, კაპიტალიზმი და ტერორი, პორნოგრაფია და უმანკოება, რვა პერსონაჟი არჩევანის წინაშე, პასუხის ძიებაში შეკითხვაზე: როგორ ცხოვრებას ვირჩევთ?

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში დღეს სპექტაკლ «მრისხანებას» პრემიერა გაიმართება, რომელიც გახლავთ ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი პროექტი. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს ნინო ბურდული ასრულებს.

სპექტაკლის პრემიერა უკვე შედგა გერმანიაში, ფრაიბურგის თეატრში
2015 წლის 4 დეკემბერს.

ნანახია:(9)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

პიანისტის სურვილი და რეალური საქმე

დასარტყამი ინსტრუმენტები, ელექტრონული გიტარა, ბას გიტარა, ბოქსები და მიკროფონები, იამაჰას სინთეზატორი. ამ ინსტრუმენტებს მალე ავჭალის ციხეში მყოფი არასრულწლოვანი პატიმრები მიიღებენ. მათთვის


ჟურნალისტების წინასაახალწლო ,,აურზაური მარიგოლდში»

„წითელქუდა“, „ზორო“, „ტყის დედოფალი“, „გეიშა“… 15 დეკემბერს მედიის წარმომადგენლები, ერთი დღით ზღაპრისა და ჰოლივუდური ფილმების გმირებად გადაიქცნენ.მოდის სახლს  „მარიგოლდის“ ერთი


»ნაწილები» მისტიკა ფილმსა და რეალობაში

ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, სახლი, სადაც ფილმს იღებდნენ, მეპატრონემ სასწრაფოდ გაყიდა. როგორც მსახიობები ამბობენ, გადაღების პროცესში იქ ბევრი უცნაური რამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<