მრავალს დაესწარით და დაიბედეთ სასიკეთო ცვლილებები

by admin | Январь 2, 2019 14:24

და რა არის მთავარი?

1.რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ცხოვრებაზე და არა წელიწადი, გოჭი, სანთელი და რიტუალი…. ამიტომ აიღეთ პასუხისმგებლობა.

2.რადგან პასუხისმგებელი თქვენ ხართ, მხოლოდ თქვენში არსებულ ცვლილებებს შეუძლია რეალურად რაიმეს შეცვლა — ასე რომ თქვენ უნდა გახდეთ სხვანაირი.

3.რადგან თქვენ უნდა გახდეთ სხვანაირი, უნდა გაარკვიოთ, როგორია ეს «სხვანაირი» თქვენი თავი? ანუ რა გაქვთ შესაცვლელი?

4.და რადგან უნდა გავარკვიოთ კონკრეტულად რა უნდა შეცვალოთ — ეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე გახდება ცნობილი, როცა გაარკვევთ რა გინდათ?

5. ანუ ზუსტი, კონკრეტული მიზნები, რომლებზეც პასუხისმგებელი მხოლოდ თქვენ ხართ და რომლებთან მიმართემაშიც მოგიწევთ საკუთარი თავის გაშალაშინება 🙂

მაპატიეთ ამ დასვენების ბედობა დღეს მუშაობაზე და სალაშინზე რომ გესაუბრებით, თუმცა დასვენებას მაშინ აქვს ფასი, როცა შრომის შედეგი გიმშვენებს გვერდს 🙂

მრავალს დაესწარით და დაიბედეთ სასიკეთო ცვლილებები 🙂

ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(132)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/mravals-daeswarit-da-daibedet-sasiketoi-cvlilebebi/