მოზარდთა პიროვნული ზრდის ტრენინგი თქვენი შვილებისთვის — ,,გაიცანი საკუთარი თავი“ | Jolo.ge


მოზარდთა პიროვნული ზრდის ტრენინგი თქვენი შვილებისთვის — ,,გაიცანი საკუთარი თავი“

საბედნიეროდ პიროვნული ზრდის საკითხებით დაკავება დღეს საქართველოში აქტუალური გახდა და ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, უამრავი სხვა რამ აინტერესებთ…..

….მაგრამ….

21 საუკუნის რიტმი , ზუსტად ისევე, როგორც მოითხოვს ჩვენგან რომ სულ ვითარდებოდეთ, ამასთანავე ფაქტობრივად არ გვიტოვებს თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან საურთერთობოდ….

და ასეც რომ არ იყოს, ხანდახან არც კი ვიცით როგორ ვეურთიერთოთ ჩენს უსაყვარლეს შვილებს…..

ახლავე მინდა გითხრათ, მათ ვინც ყველაფერი იცის, ყველაფერს ახერხებს და ყველაფერს თავად აგვარებსგილოცავთ!!!! ეს ინფორმაცია თქვენთის არ არის 

მაგრამ ვინც აფიქსირებს, რომ შვილი

ჩაკეტილია,

ვერ უმკლავდება ურთიერთობებს,

უჭირს კომუნიკაცია,

არ იცის როგორ მოიქცეს კრიტიკულ სიტუაციებში,

მარტივად ღიზიანდება,

არ იცის მოსმენა და რთულად ახერხებს საკუთარი თავის გამოხატვას,

თვლის, რომ არ არის საკმარისად კარგი,

საკუთარ თავს გამუდმებით ადარებს სხვებს და ამის გამო ითრგუნება,

არ ესმის თქვენი ან პირიქით – თავად ვერ იღებს მინიმალურ გადაწყვეტილებასაც კი.

ეს პროგრამა სწორედ იმისათვის არის შექმნილი, რომ ჩვენს უსაყვარლეს პატარა ადამიანებს დავეხმაროთ.

ყურადღება!

ამჯერად 19 მარტს სტარტს იღებს ასაკობრივი ჯგუფი 9-12, მაგრამ უახლოეს მომავალში იგეგმება 6-8 და 13-16 ჯგუფების შექმნა.

ამიტომ დაგვიკავშრდით და შემოგვიერთდითერთად გავხადოთ ბავშების მომავალი ბედნიერი.

მოზარდთა პიროვნული ზრდის ტრენინგი ,,გაიცანი საკუთარი თავი

პროგრამა განკუთვნილია 9-12 (13) წლის ბავშვებისათვის.

 

მიზანი:

 

თვითშემეცნების მისწრაფების ფორმირება;

 

 საკუთარი ემოციების მართვის კომპეტენციის ფორმირება;

 

 ეფექტური კომუნიკატორული უნარების ფორმირება(სხვისი აზრის მოსმენა,

საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის ფიქსაცია, კომპრომისზე წასვლა და სხვა

ადამიანების გაგება);

 

 პიროვნულ ზრდასა და წარმატებაზე ორიენტირების ფორმირება.

ჯგუფის მუშაობის პრინციპები:

 

 მონაწილეთა აქტივობის პრინციპი, რომელიც განპირობებულია სხვადასხვა სახის

აქტივობებით: თამაში, დისკუსია, სავარჯიშოები და სხვა მონაწილეების ქცევის

მიზანმიმართული დაკვირვება და ანალიზი;

 

 მონაწილის, როგორც მკვლევარის პოზიციის პრინციპი, რაც გულისხმობს

მონაწილეების მიერ კომუნიკატორული პრობლემების დამოუკიდებლად

გადაწყვეტას;

 

 ქცევის ობიექტივაციის პრინციპი, რაც გულისხმობს ჯგუფის მონაწილეების

იმპულსური ქცევის ობიექტივაციას უკუკავშირით;

 

 პარტნიორული ურთიერთობის პრინციპი, რაც გულისხმობს ჯგუფის მონაწილეთა

მიერ ერთმანეთის ინტერესების გათვალიწინებას და პატივისცემას, ემპათიას და

ერთმანეთის ,,მიღებას“.

 

 ,,აქ და ამჟამად“ პრინციპი, რაც გულისხმობს ჯგუფის წევრების ყურადღების

ფოკუსირებას არსებულ განცდებზე და ემოციებზე და არა წარსულ

გამოცდილებაზე;

 

 კონფიდენციალობის პრინციპი, რაც გულისხმობს ჯგუფის ,,ფსიქოლოგიურ

ჩაკეტვას“, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ფსიქიკური ტრავმების რისკს.

თრენინგის პროგრამა:

 

1 შეხვედრა: ,,სტარტი“, რომლის მიზანია ჯგუფის წევრების მიერ ერთმანეთის

გაცნობა, კონტაქტის დამყარება, ბარიერების მოხსნა, ნდობის ატმოსფეროს

ფორმირება და ჯგუფის შეჭიდულობა;

2 შეხვედრა: ჯგუფის შეჭიდულობის გაღრმავება, მონაწილეთა

კომუნიკატორული უნარების ამაღლება, კონსტრუქციული ურთიერთობის

უნარების ფორმირება, მოსმენის უნარი, საკუთარი აზრის არგუმენტირებისა და

კომპრომისის ხელოვნების დაუფლება;

3 შეხვედრა: ,,ემოციების ზღვა“, რომლის მიზანია ემოციების გამოხატვისა და

მართვის კომპეტენციის ზრდა, სხვისი ემოციების გაგების უნარის ფორმირება და

თვითშემეცნებაზე და საკუთარ შინაგან სამყაროზე ორიენტირება;

 4 შეხვედრა: ,,წარსული, აწმყო, მომავალი“, რომლის მიზანია მოზარდთა

მიზნებისა და მათი მიღწევის სტრატეგიების გაცნობიერება და რეალიზაცია.

————————————————————————————————-

პროგრამა მოიცავს 6 შეხვედრას — 4ჯგუფურს და 2 ინდივიდუალურს.

ჯგუფური შეხვედრები ჩატარდება ყოველ კვირა დღეს 12:00 დან 13:30 საათამდე.

ინდივიდუალური შეხვედრების დღე შაბათია (დროის ინდივიდუალური შერჩევით).

პროგრამის ღირებულება 240 ლარი

დასაწყისი 19 მარტიდან.

რეგისტრაცია ტელეფონით 557 755 571

———————————————————————————————————-

ტრენინგს ჩაატარებს ფსიქოლოგიის დოქტორი,

ასოცირებული პროფესორი,

განათლების აკადემიის წევრი

ნანა გოგიჩაიშვილი

ფსიქოლოგიის დოქტორი, განათლების აკადემიის წევრი.

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული

უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი;

თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის მოწვეული პროფესორი.

557 755 571

ნანახია:(114)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„უბედურება იქცა ბედნიერებად, გაუმართლებლობა — გამართლებად, წარუმატებლობა-წარმატებად“…

…როდესაც მოსკოვში «ადამიანის თვითაღდგენის ინსტიტუტში» ნორბეკოვის ტრენინგზე მოვხვდი, მოვისმინე საოცარი რამ: — ტრენერი სცენიდან სრულიად დამაჯერებლად აცხადებდა, რომ ადამიანს შეუძლია


გამოიყენე ყველაზე ძლიერი იარაღი სამყაროში — საკუთარი გონება

💡 მათთვის, ვისაც სურს, ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების, თავად შექმნას აზროვნების, ქცევის სასურველი მოდელი და მიაღწიოს წარმატებას პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.


შენ ხარ ფსიქოლოგი ან ქოუჩი?

შენ ხარ ფსიქოლოგი ან ქოუჩი? მაშინ შენთვის მნიშვნელოვანია მუდმივად ვითარდებოდე და შენს კლიენტებს უახლეს და თანამედროვე ქოუჩნგ-ტექნოლოგიებს სთავაზობდე… ვიცი, გეცოდინება


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*